მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში
2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში

სა­სა­მარ­თლო­ში კლა­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა, პან­კი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, "გავ­რი­ლო­ვის ღამე", სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი, "ოც­ნე­ბის" მიერ უარ­ყო­ფი­ლი და­პი­რე­ბა პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე და კრი­ზის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი - ეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო.

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არა­ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნი და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა 2020 წე­ლიც, მით უფრო, რომ წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია...

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო

თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს გარ­შე­მო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ჩამ­ცხრა­ლა. მო­სა­მარ­თლე­თა 10-კა­ცი­ა­ნი სკან­და­ლუ­რი სიის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­და და მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა.

დი­ა­ლო­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც "ჩინ­ჩა­ლა­ძის კლა­ნის" გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის წას­ვლა მოჰ­ყვა. წლის ბო­ლოს, პარ­ლა­მენ­ტმა 20-კა­ცი­ა­ნი სი­ი­დან 14 მო­სა­მარ­თლე უვა­დოდ გა­ნამ­წე­სა.

  • "ნაღ­მზე“ აღ­მო­ჩე­ნი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა

პან­კის­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას 2019 წლის აპ­რილ­ში ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. კერ­ძო ინ­ვეს­ტორ­მა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თე­ბით და პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა და­ეც­ვა, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რა­საც პო­ლი­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის შე­ტა­კე­ბა მოჰ­ყვა.

მო­სახ­ლე­ო­ბამ პო­ლი­ცი­ას ქვე­ბი და ჯო­ხე­ბი და­უ­ში­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. ამის შემ­დეგ მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­იკ­რიბ­ნენ. თუმ­ცა, თე­ლავ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ი­შა­ლა და მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით ხე­ო­ბა­ში ჩა­ვიდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ მი­ნის­ტრე­ბი­სა და უხუ­ცე­სე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ გა­ნახ­ლდე­ბა, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის 90% არ იქ­ნე­ბა თა­ნახ­მა.

  • "გავ­რი­ლო­ვის ღამე" - "ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი მძი­მე დარ­ბე­ვა

პო­ლი­ტი­კუ­რად საკ­მა­ოდ ცხე­ლი და ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტის­თვის სა­ბე­დის­წე­როც აღ­მოჩ­ნდა 2019 წლის ზა­ფხუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ას მოჰ­ყვა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 20 ივ­ნისს რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ დარ­ბაზ­ში მი­ვი­და. ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და და რუ­სულ ენა­ზე წა­იყ­ვა­ნა სხდო­მა.

ამ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი. ასამ­ბლე­ის სე­სი­ის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პრე­ზი­დი­უმ­ში შე­იჭრ­ნენ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით. მათ სპი­კე­რა­ტის ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და ტრი­ბუ­ნის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

ასამ­ბლეა შე­წყდა და რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­ი­და­ნაც გავ­რი­ლო­ვი პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­და­კე­ტეს და რუს დე­პუ­ტატს წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ეს­რო­ლეს.

2019 წლის 20 ივ­ნი­სის 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­ი­წყო. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის მცდე­ლო­ბამ, პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ა­თის­კენ, პო­ლი­ცი­ამ და სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს. 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ის დაშ­ლა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით, გა­ზი­სა და წყლის ჭავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დაშ­ლის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აქ­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­უფრ­თხი­ლე­ბია.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე 240 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. აქე­დან 80 პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, 31 ჟურ­ნა­ლის­ტი, და­ნარ­ჩე­ნი კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ორმა ახალ­გაზ­რდამ რე­ზი­ნის ტყვი­ის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

დარ­ბე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მა­ინც გაგ­რძელ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. სა­ბო­ლო­ოდ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პოს­ტი და­ტო­ვა, სე­სი­ის ორ­გა­ნო­ზა­ტო­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი კი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს და­ემ­შვი­დო­ბა.

  • და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი გა­ხა­რია და მო­რი­გი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი "ოც­ნე­ბა­ში"

გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად არც წლე­ვან­დელ წელს ჩა­უვ­ლია მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რომ გა­დამ­დგა­რი­ყო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ამაო აღ­მოჩ­ნდა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ვერ შე­ე­ლია და მე­ტიც, და­ა­წი­ნა­უ­რა კი­დეც. სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად კი - ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე.

მთავ­რო­ბა 2 კვი­რის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მისი ად­გი­ლი ძველ­მა მი­ნის­ტრმა - მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა და­ი­კა­ვა.

  • "გა­დაგ­დე­ბუ­ლი" სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმრვა­ლე­სო­ბა დაშ­ლის პი­რას

წლის და­სა­წყის­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ დე­პუ­ტა­ტე­ბის წას­ვლის ტენ­დენ­ცია, წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და და დე­კემ­ბერ­ში მაშს­ტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სა­ბო­ლო­ოდ, „ოც­ნე­ბა“ თით­ქმის ყვე­ლა წო­ნი­ან­მა დე­პუ­ტატ­მა და­ტო­ვა. მათ შო­რის არი­ან: მა­რი­ამ ჯაში, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი და სხვა­ნი.

ყვე­ლა­ფე­რი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვით და­ი­წყო. ივ­ნი­სის აქ­ცი­ე­ბის დროს, კომ­პრო­მის­ზე წა­სულ­მა "ოც­ნე­ბამ" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი დრო­ე­ბით დათ­მო და ხალ­ხს და­პირ­და, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წელს ჩა­ტარ­დე­ბო­და.

თუმ­ცა სი­ხა­რუ­ლი დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა - "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რებ­მა ცვლი­ლე­ბა ჩა­აგ­დეს და ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020-ში არ­ჩევ­ნე­ბი ისევ ძვე­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა. ოპო­ზი­ცია ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს და იან­ვრი­დან სერ­თო ეროვ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბას აა­ნონ­სებს.

2019 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, AMBEBI.GE-მ პო­ლი­ტო­ლო­გებს მი­მარ­თა.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, 2019 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან კარ­გავს გავ­ლე­ნას და უნარს, აკონ­ტრო­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი:

"საკ­მა­ოდ მძი­მე აღ­მოჩ­ნდა 2019 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს მა­ინც და მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა - ისე­დაც ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან კარ­გავს რე­ი­ტინგს. პირ­ვე­ლი ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო. მარ­თა­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა ეს იყო და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა.

ამის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფსო­ნი გა­ა­კე­თა არა და­კარ­გუ­ლი ამომ­რჩევ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, არა­მედ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე მის საყ­რდენ­ზე - ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ზე. 20 ივ­ნისს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აქ­ცია არა მარ­ტო და­შა­ლა, და­არ­ბია კი­დეც. ეს ფაქ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით კარ­გავს გავ­ლე­ნას და უნარს, აკონ­ტრო­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი­ბიც - რო­დე­საც ეს კრი­ზი­სი დად­გა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რაც ამ კრი­ზისს მო­აგ­ვა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. ამით კრი­ზი­სი ნელ-ნელა გა­და­ა­ვა­და, ოღონდ მას შემ­დეგ, რაც თა­ვი­სი­ვე და­ნა­პი­რე­ბი უკან წა­ი­ღო, კრი­ზის­მა უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მა გახ­და არა მარ­ტო ოპო­ზი­ცია, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­უ­წო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყოს.

მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რომ ამ კრი­ზი­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­ინც ლი­დე­რობს. ხვალ რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს, თუნ­დაც შე­რე­ულ სის­ტე­მით, ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას კვლავ მმარ­თვე­ლი ძალა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. შემ­დეგ მოს­დევს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი „ლელო“. ხვალ რომ არ­ჩე­ვე­ბი ჩა­ტარ­დეს, „ლე­ლოს“, „ლე­ი­ბო­რის­ტებს“ და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანს“ 3%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

მაგ­რამ "ოც­ნე­ბას" ეყო­ფა თუ არა რე­სურ­სი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სტა­ბი­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ვი­თა­რე­ბა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბაც მო­მა­ვალ წელს“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

2020 წელს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და გარ­დამ­ტეხ სი­ახ­ლეს არ ელო­დე­ბა არ­ჩილ გამ­ზარ­დია. მისი აზ­რით, "ოც­ნე­ბა" კარ­გავს რე­ი­ტინგს, თუმ­ცა არ ძლი­ერ­დე­ბა ოპო­ზი­ცია.

"გარ­და პე­რი­ო­დუ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბი­სა, ჩოჩ­ქო­ლი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, დიდი იმე­დი არ მაქვს, რომ 2020 წელი რა­ღა­ცის გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლეს მო­უ­ტანს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, 2019-მა მოგ­ვცა ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი მკეთ­რად შემ­ცირ­და, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია არ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლა. ოპო­ზი­ცი­ის სტრა­ტე­გია, რო­გორც ფაქ­ტი აჩ­ვე­ნებს, არ არის საკ­მა­რი­სად წარ­მა­ტე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, რა­მაც მა­სობ­რო­ი­ვი გა­მოს­ვლე­ბი გა­მო­იწ­ვია, ჩაქ­რა. შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­დის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა ეს პრო­ცე­სე­ბი საკ­მა­რი­სად ეფექ­ტუ­რად ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც კარ­გად აუღო ალღო პრო­ცე­სე­ბის ჩაქ­რო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას.

გვახ­სოვს იყო სა­რა­ლი­ძის თემა, შემ­დეგ 20 ივ­ნი­სის მო­ვე­ლე­ნე­ბი და სხვა. ოპო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით, დას­კვნებს ვერ აკე­თებს, არ აქვს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გია. არა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სუს­ტე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა იწ­ვევ­დეს ოპო­ზი­ცი­ის იმი­ჯის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რომ მათი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­ვი­ნა­ხოთ.

არის რა­ღაც მცდე­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა დიდი არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით, "ოც­ნე­ბა" კრი­ზი­სებს თავს არ­თმევს, ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც მიწ­ვდა და ინ­კა­სო და­ა­დო, მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე გა­აქ­როს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც წესი იც­ვლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც რა­ღაც სი­ახ­ლე არ­სე­ბობს ან თუნ­დაც ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ჩანს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი ასე არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, მიდ­გო­მა, რომ არ მინ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ამას ისევ „ოც­ნე­ბა" მირ­ჩევ­ნია ისევ იმუ­შა­ვებს" - უთხრა AMBEBI.GE-ს გამ­ზარ­დი­ამ.

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, კი მო­მა­ვალ წელს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. მისი აზ­რით, 2019-მა წელ­მა მმარ­თვე­ლი ძალა საფრ­თხო­ბე­ლად აქ­ცია:

"2019 წელი მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოწ­ვე­ვის წელი იყო სა­გა­რეო, თუ სა­ში­ნაო, უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და, რო­გორც ამას ჯერ კი­დევ 2018 წელს ვვა­რა­უ­დობ­დით. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს პრო­ცე­სი 2020 წელ­საც გაგ­რძელ­დეს.

უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ას­პექტს გა­მოვ­ყოფ - ეს არის პან­კი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, 20 ივ­ნი­სის ღამე და მუდ­მი­ვად იყო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის "ქე­ი­სე­ბი", რო­მე­ლიც ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის საქ­მით გაგ­რძელ­და.

...ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი წელი უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის და იმი­ჯის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. "ოც­ნე­ბა" თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს - არ ვარ კარ­გი, მაგ­რამ ჩემ­ზე უა­რე­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა". ვე­ლო­დი, რომ 2020 წელს „ოც­ნე­ბა“ ბო­ლოს და ბო­ლოს მიხ­ვდე­ბო­და და და­დე­ბით კო­რექ­ტი­ვებს შე­ი­ტან­და მის ქმე­დე­ბებ­ში, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩაგ­დე­ბამ ყვე­ლა­ნა­ირ პო­ზი­ტივს ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა.

ერ­თა­დერ­თი სტრა­ტე­გია, რაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რის მომ­ცე­მი იყოს „ოც­ნე­ბის­თვის“ ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის წყვი­ლი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სის­ტე­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს თემა კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დეს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი ამით შე­მო­ი­ნა­ხოს ივა­ნიშ­ვილ­მა.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­დით და­ა­კო­რექ­ტი­როს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, არის პო­ზი­ტი­უ­რი პი­ა­რი. ის დრო წა­ვი­და, როცა არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად სა­ა­კაშ­ვი­ლის საფრ­თხო­ბე­ლად წარ­მო­ჩე­ნა საკ­მა­რი­სი იყო. 2019 წელ­მა „ოც­ნე­ბა“ თა­ვად აქ­ცია საფრ­თხო­ბე­ლად. ამი­ტომ საფრ­თხო­ბე­ლას თემა ნა­წი­ლობ­რივ იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ ისე ვე­ღარ, რო­გორც მუ­შა­ობ­და ყვე­ლა წინა არ­ჩევ­ნებ­ზე" - აღ­ნიშ­ნა ლა­გა­ზი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო იყო:

"20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, ამ პარ­ლა­მენტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მუ­შა­ო­ბის და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს. ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­მა­ტეს მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი და სა­მარ­ცხვი­ნო „გა­დაგ­დე­ბა“. გაგ­ვი­თა­მა­შეს თეთ­რი ძა­ფით ნა­კე­რი ის­ტო­რია, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტე­ბი თით­ქოს ამ­ბოხ­დნენ. მეტ-ნაკ­ლე­ბად ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იმას მა­ინც მო­ა­ხერ­ხებ­და, რომ ის პოზა და­ე­ჭი­რა, თით­ქოს ამ „ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­ზე“ ნა­წყე­ნია. ნა­წყე­ნი კი არა, და­ა­ჯილ­დო­ვეს, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად და ვიცე-სპი­კე­რე­ბად და­ნიშ­ნეს. ამ თეთ­რი ძა­ფით ნა­კერ ის­ტო­რი­ას აჭ­მე­ვენ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჯერ 20-21 ივ­ნი­სი მო­ნათ­ლეს სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბად და პარ­ლა­მენ­ტის­თვის ბოლო ლურ­სმა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის ეს ის­ტო­რი­უ­ლი „გა­დაგ­დე­ბა“ იყო. პარ­ტი­ებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მათ „გა­და­აგ­დეს“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. აქ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბიც ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო იყო. მიმ­დი­ნა­რე­ობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი სტე­რი­ლი­ზა­ცია. კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, რომ თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი წა­მო­ვი­და და მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, და­ვუშ­ვათ, ბე­რა­ი­ამ თუ ხუნ­და­ძემ. ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც ჰქონ­და ში­ნა­გა­ნი ძარ­ღვი შერ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლამ და­ტო­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფორ­მატ­ში მი­ი­ღო, იყო ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დეგ­რა­და­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ის არც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, არც მო­რა­ლუ­რი და არც პრო­ფე­სი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს არა­თუ და­სავ­ლურ სტან­დარტს, არა­მედ პოსტსაბ­ჭო­ურ სა­პარ­ლა­მენ­ტო სტან­დარტთა­ნაც ვერ მი­დის ახ­ლოს" - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

??????
17

ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ჩინჩალაძის კლანის მიერ სასამართლო სისტემისსრულიად ოკუპაცია გახლავთ. ფაქტიურად ჩინჩალძე თვითონ სამოთხეს იწყობს (ღებულობსქრთამებს) და ხელისუფლებას ისე ყავს მიშვებული პრობლემას კი ვერ ხედავს სასამართლოსქმედებებში, პირიქით ჩინჩალაძის კლანის დამცველად, ხოტბის შემსხმელად დაგამაძლიერებლად გვევლინება. ამიტომ ამ ხელისუფლების აბსორბციას სასამართლო კლანისქმედებები მოახდენს, მაგრამ იმ მოქალაქეებმა რა უნდა ქნას ვინც ამ კლანის მსხვერპლიგახდა????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში

სასამართლოში კლანის გაძლიერება, პანკისის მოვლენები, "გავრილოვის ღამე", სამთავრობო ცვლილებები, "ოცნების" მიერ უარყოფილი დაპირება პროპორციულ არჩევნებზე და კრიზისში აღმოჩენილი სამთავრობო გუნდი - ეს იმ პოლიტიკური მოვლენების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2019 წელს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს შეეხო.

ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არანაკლებ ხმაურიანი და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით დატვირთული იქნება 2020 წელიც, მით უფრო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია...

  • "ქართული ოცნება" და ქართული სასამართლო

თითქმის მთელი წლის განმავლობაში სასამართლოს გარშემო ვნებათაღელვა არ ჩამცხრალა. მოსამართლეთა 10-კაციანი სკანდალური სიის შემდეგ, ხელისუფლება თითქოს კომპრომისზე წავიდა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე დაიწყო მსჯელობა.

დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე თვე გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მაინც "ჩინჩალაძის კლანის" გამარჯვებით დასრულდა. რასაც "ქართული ოცნებიდან" ცნობილი სახეების წასვლა მოჰყვა. წლის ბოლოს, პარლამენტმა 20-კაციანი სიიდან 14 მოსამართლე უვადოდ განამწესა.

  • "ნაღმზე“ აღმოჩენილი პანკისის ხეობა

პანკისში ჰესების მშენებლობას 2019 წლის აპრილში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კერძო ინვესტორმა ეკონომიკის სამინისტროს მითითებით და პოლიციის თანხლებით, რომელსაც სამშენებლო პროცესის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, ჰესების მშენებლობა დაიწყო, რასაც პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოჰყვა.

მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები კი საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. თუმცა, თელავში მოლაპარაკება ჩაიშალა და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრემიერის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ. საბოლოოდ მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

  • "გავრილოვის ღამე" - "ოცნების" პირველი მძიმე დარბევა

პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი და ზოგიერთი დეპუტატისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა 2019 წლის ზაფხული. ყველაფერი კი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მოჰყვა, რომლის ფარგლებში 20 ივნისს რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. ასამბლეის სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდიუმში შეიჭრნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს.

ასამბლეა შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტიდან სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს, საიდანაც გავრილოვი პოლიციის თანხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობამ, პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია.

დაახლოებით ღამის 12 საათისკენ, პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში აქციის დაშლა რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით მიმდინარეობდა. დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორმა ახალგაზრდამ რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

დარბევის მიუხედავად, მომდევნო დღეებში საპროტესტო აქცია მაინც გაგრძელდა შინაგან საქმეთა მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. საბოლოოდ, ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა, სესიის ორგანოზატორი ზაქარია ქუცნაშვილი კი დეპუტატის მანდატს დაემშვიდობა.

  • დაწინაურებული გახარია და მორიგი სამთავრობო ცვლილებები "ოცნებაში"

გასული წლების მსგავსად არც წლევანდელ წელს ჩაუვლია მთავრობაში ცვლილებების გარეშე, თუმცა, საზოგადოების პროტესტი, რომ გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაო აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ვერ შეელია და მეტიც, დააწინაურა კიდეც. საბოლოოდ, გიორგი გახარია პრემიერად მოგვევლინა, შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრად კი - ეკატერინე ტიკარაძე.

მთავრობა 2 კვირის დამტკიცებული იყო, როდესაც კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი ძველმა მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

  • "გადაგდებული" საზოგადოება და საპარლამენტო უმრვალესობა დაშლის პირას

წლის დასაწყისში "ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლის ტენდენცია, წლის ბოლომდე გაგრძელდა და დეკემბერში მაშსტაბური ხასიათი მიიღო. საბოლოოდ, „ოცნება“ თითქმის ყველა წონიანმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არიან: მარიამ ჯაში, თამარ ხულორდავა, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სხვანი.

ყველაფერი კი ხელისუფლების მიერ მიცემული პირობის დარღვევით დაიწყო. ივნისის აქციების დროს, კომპრომისზე წასულმა "ოცნებამ" მაჟორიტარული სისტემით არჩევნები დროებით დათმო და ხალხს დაპირდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წელს ჩატარდებოდა.

თუმცა სიხარული დროებითი აღმოჩნდა - "ოცნების" მაჟორიტარებმა ცვლილება ჩააგდეს და ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 2020-ში არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს და იანვრიდან სერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აანონსებს.

2019 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესაფასებლად, AMBEBI.GE-მ პოლიტოლოგებს მიმართა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, 2019 წელი ხელისუფლებისთვის საკმაოდ მძიმე იყო და ხელისუფლება თანდათან კარგავს გავლენას და უნარს, აკონტროლოს პოლიტიკური პროცესები:

"საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა 2019 წელი ხელისუფლებისთვის, თუმცა ეს მაინც და მაინც მოულოდნელი არ ყოფილა - ისედაც ცნობილია, რომ ხელისუფლება თანდათან კარგავს რეიტინგს. პირველი ამის დამადასტურებელი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ეს იყო დამაფიქრებელი გამარჯვება.

ამის შემდეგ, ხელისუფლებამ ფსონი გააკეთა არა დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებაზე, არამედ მომავალ არჩევნებზე მის საყრდენზე - ძალოვან სტრუქტურებზე. 20 ივნისს ხელისუფლებამ აქცია არა მარტო დაშალა, დაარბია კიდეც. ეს ფაქტორები მიუთითებს, რომ ხელისუფლება თანდათანობით კარგავს გავლენას და უნარს, აკონტროლოს პოლიტიკური პროცესები.

საინტერესო იყო მისი შემდგომი ნაბიჯიბიც - როდესაც ეს კრიზისი დადგა, ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რაც ამ კრიზისს მოაგვარებდა და საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა შესთავაზა. ამით კრიზისი ნელ-ნელა გადაავადა, ოღონდ მას შემდეგ, რაც თავისივე დანაპირები უკან წაიღო, კრიზისმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

დღეს ხელისუფლებისთვის პრობლემა გახდა არა მარტო ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ კრიზისების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც ლიდერობს. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც შერეულ სისტემით, ლიდერის პოზიციას კვლავ მმართველი ძალა შეინარჩუნებს. შემდეგ მოსდევს "ნაციონალები, "ევროპული საქართველო", ახლად ჩამოყალიბებული „ლელო“. ხვალ რომ არჩევები ჩატარდეს, „ლელოს“, „ლეიბორისტებს“ და „პატრიოტთა ალიანს“ 3%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.

მაგრამ "ოცნებას" ეყოფა თუ არა რესურსი არჩევნებამდე სტაბილურად შეინარჩუნოს ვითარება, ძნელი სათქმელია, მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის საქმიანობაც მომავალ წელს“, - გვითხრა ძაბირაძემ.

2020 წელს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ სიახლეს არ ელოდება არჩილ გამზარდია. მისი აზრით, "ოცნება" კარგავს რეიტინგს, თუმცა არ ძლიერდება ოპოზიცია.

"გარდა პერიოდული უხერხულობისა, ჩოჩქოლისა და დაძაბულობისა, დიდი იმედი არ მაქვს, რომ 2020 წელი რაღაცის განმსაზღვრელი იქნება და საზოგადოებას რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს მოუტანს.

საერთო ჯამში, 2019-მა მოგვცა ის, რომ ხელისუფლების რეიტინგი მკეთრად შემცირდა, მაგრამ ოპოზიცია არ გაძლიერებულა. ოპოზიციის სტრატეგია, როგორც ფაქტი აჩვენებს, არ არის საკმარისად წარმატებული. საზოგადოების უკმაყოფილებები, რამაც მასობროივი გამოსვლები გამოიწვია, ჩაქრა. შესაბამისად გამოდის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს პროცესები საკმარისად ეფექტურად ვერ გამოიყენა და ხელისუფლებამაც კარგად აუღო ალღო პროცესების ჩაქრობის ტექნოლოგიას.

გვახსოვს იყო სარალიძის თემა, შემდეგ 20 ივნისის მოველენები და სხვა. ოპოზიცია ჯერჯერობით, დასკვნებს ვერ აკეთებს, არ აქვს სწორად შერჩეული სტრატეგია. არადა ხელისუფლების შესუსტება ავტომატურად უნდა იწვევდეს ოპოზიციის იმიჯის გაძლიერებას, რომ მათი პერსპექტივები დავინახოთ.

არის რაღაც მცდელობები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დიდი არ არის. ჯერჯერობით, "ოცნება" კრიზისებს თავს ართმევს, ახლა ტელევიზიებსაც მიწვდა და ინკასო დაადო, მზად არიან ნებისმიერი კონკურენტული და საინფორმაციო სივრცე გააქროს. ხელისუფლება, როგორც წესი იცვლება მაშინ, როდესაც რაღაც სიახლე არსებობს ან თუნდაც ახალი პოლიტიკური ძალა ჩანს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასე არ არის. შესაბამისად, მიდგომა, რომ არ მინდა „ნაციონალური მოძრაობა“, ამას ისევ „ოცნება" მირჩევნია ისევ იმუშავებს" - უთხრა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, კი მომავალ წელს „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პროცესი გაგრძელდება. მისი აზრით, 2019-მა წელმა მმართველი ძალა საფრთხობელად აქცია:

"2019 წელი მრავალმხრივი გამოწვევის წელი იყო საგარეო, თუ საშინაო, უსაფრთხოების კუთხით. „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პროცესი გაგრძელდა, როგორც ამას ჯერ კიდევ 2018 წელს ვვარაუდობდით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდეს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ - ეს არის პანკისის მოვლენები, 20 ივნისის ღამე და მუდმივად იყო მოქალაქეების გატაცების "ქეისები", რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის საქმით გაგრძელდა.

...ვფიქრობ, მომავალი წელი უმძიმესი იქნება ხელისუფლებისთვის საკუთარი პოზიციონირების და იმიჯის რეაბილიტაციისთვის. "ოცნება" თითქმის ყველა არჩევნებზე აკეთებდა აქცენტს - არ ვარ კარგი, მაგრამ ჩემზე უარესი "ნაციონალური მოძრაობაა". ველოდი, რომ 2020 წელს „ოცნება“ ბოლოს და ბოლოს მიხვდებოდა და დადებით კორექტივებს შეიტანდა მის ქმედებებში, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პროპორციული საარჩევნო სისტემის ხელოვნურად ჩაგდებამ ყველანაირ პოზიტივს ცივი წყალი გადაასხა.

ერთადერთი სტრატეგია, რაც შეიძლება გარკვეული პოზიტიურის მომცემი იყოს „ოცნებისთვის“ ეს არის ივანიშვილების წყვილი, რომელიც ქუთაისის უნივერსისტეტის პრეზენტაციაზე უკვე გამოჩნდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემა კვლავ გააქტიურდეს და ყველაზე მნიშნელოვანი გზავნილი ამით შემოინახოს ივანიშვილმა.

ერთადერთი, რამაც შეიძლება მცირედით დააკორექტიროს „ქართული ოცნების“ დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, არის პოზიტიური პიარი. ის დრო წავიდა, როცა არჩევნების მოსაგებად სააკაშვილის საფრთხობელად წარმოჩენა საკმარისი იყო. 2019 წელმა „ოცნება“ თავად აქცია საფრთხობელად. ამიტომ საფრთხობელას თემა ნაწილობრივ იმუშავებს, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც მუშაობდა ყველა წინა არჩევნებზე" - აღნიშნა ლაგაზიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით კი, საქართველოს უახლესი ისტორიის საპარლამენტო ცხოვრებაში 2019 წელი ყველაზე სამარცხვინო იყო:

"20 ივნისის შემდეგ, ამ პარლამენტს საკანონმდებლო მუშაობის და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის ლეგიტიმაცია არ აქვს. ამ ყველაფერს დაამატეს მთელი ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ისტორიული და სამარცხვინო „გადაგდება“. გაგვითამაშეს თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია, როდესაც დეპუტატები თითქოს ამბოხდნენ. მეტ-ნაკლებად ჭკვიანი ადამიანი იმას მაინც მოახერხებდა, რომ ის პოზა დაეჭირა, თითქოს ამ „ამბოხებულებზე“ ნაწყენია. ნაწყენი კი არა, დააჯილდოვეს, კომიტეტის თავმჯდომარეებად და ვიცე-სპიკერებად დანიშნეს. ამ თეთრი ძაფით ნაკერ ისტორიას აჭმევენ ქართულ საზოგადოებას.

ჯერ 20-21 ივნისი მონათლეს სახელმწიფოს გადატრიალებად და პარლამენტისთვის ბოლო ლურსმანი საქართველოს მომავლის ეს ისტორიული „გადაგდება“ იყო. პარტიებს და საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ, მათ „გადააგდეს“ საქართველოს მომავალი. აქ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პერიპეტიებიც ერთ-ერთი კომპონენტია.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის საპარლამენტო ცხოვრებაში 2019 წელი ყველაზე სამარცხვინო იყო. მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური და მორალური სტერილიზაცია. კანონზომიერია, რომ თამარ ჩუგოშვილი წამოვიდა და მისი ადგილი დაიკავა, დავუშვათ, ბერაიამ თუ ხუნდაძემ. ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა შინაგანი ძარღვი შერჩენილი, ყველამ დატოვა უმრავლესობა.

ყველა გადაწყვეტილება, რაც წელს ხელისუფლებამ საპარლამენტო ფორმატში მიიღო, იყო ანტისახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური დეგრადაციისკენ მიმართული. პარლამენტმა აჩვენა, რომ ის არც ინტელექტუალურ, არც მორალური და არც პროფესიული თვისებებით არ აკმაყოფილებს არათუ დასავლურ სტანდარტს, არამედ პოსტსაბჭოურ საპარლამენტო სტანდარტთანაც ვერ მიდის ახლოს" - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გიორგი გახარია - "წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო"

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს