პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს
ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

6 იან­ვარს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო პრო­ექ­ტის მო­რიგ წიგნს მი­ი­ღებს, რო­მელ­შიც წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბის: მა­თეს, მარ­კო­ზის, ლუ­კა­სა და იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბე­ბი შე­დის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მო­ცე­მის ყო­ვე­ლი წიგ­ნის მკი­თხვე­ლამ­დე მის­ვლა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ სხვა­დას­ხვა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულს და­ამ­თხვია. ამ­ჯე­რად კი "ოთხთა­ვის" გა­მო­ცე­მა შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის კვი­რა­ში და­ი­გეგ­მა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და შე­ფუთ­ვის ეს სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბი შედ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და ისი­ნი მკი­თხველ­მა იმ­თა­ვით­ვე დიდი ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო.

პრო­ექ­ტის ყვე­ლა წიგ­ნი და­ბეჭ­დი­ლია სპე­ცი­ა­ლურ, თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ფურ­ცლებ­ზე და მო­თავ­სე­ბუ­ლია ასე­ვე თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტყა­ვის ჩან­თა-ყდა­ში, რო­მე­ლიც ელ­ვა­შე­საკ­რა­ვით იკვრე­ბა. ამ­დე­ნად, კომ­პაქ­ტურ, სა­ტა­რებ­ლად მო­სა­ხერ­ხე­ბელ ამ გა­მო­ცე­მებს და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან ტყა­ვის ჩან­თა-ყდა იცავს. ასე რომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მორ­წმუ­ნე­ებ­მა ეს წიგ­ნე­ბი სურ­ვი­ლი­სა­მებრ მუდ­მი­ვად თან ატა­რონ და იკი­თხონ, რაც ჩვენს მღელ­ვა­რე გა­რე­მო­ში სიმ­შვი­დის მო­სა­პო­ვებ­ლად კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 11 ლარი და 50 თეთ­რია, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად კი - 13 ლარი.

ოთხი სა­ხა­რე­ბის, ანუ "ოთხთა­ვის" გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ, წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი, ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

_ ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ "ოთხთა­ვის" გა­მო­ცე­მა, რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა მსგავ­სი გა­მო­ცე­მე­ბის­გან?

_ ვინც უკვე შე­ი­ძი­ნა ამ პრო­ექ­ტის წინა გა­მო­ცე­მე­ბი, "ლოც­ვა­ნი" და "ფსალ­მუნ­ნი", და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ეც­ნო პრო­ექ­ტის არსს, კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­დე­საც მას წარ­ვუდ­გი­ნეთ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, "ლოც­ვა­ნი", გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აკინძვით _ ტყა­ვის ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი ჩან­თა-გა­რე­კა­ნით და ისიც ვუ­ამ­ბეთ, რას ვა­პი­რებ­დით მო­მა­ვალ­ში, სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ მომ­დევ­ნო წიგ­ნე­ბი "ფსალ­მუნ­ნი" და "ოთხთა­ვი" ყო­ფი­ლი­ყო.

რო­დე­საც "ლოც­ვა­ნი" გა­მო­ი­ცა, ბევ­რი მწერ­და, მი­რე­კავ­დნენ და მთხოვ­დნენ, იქ­ნებ გვე­ფიქ­რა "ოთხთა­ვის" გა­მო­ცე­მა­ზეც. ამ გა­მო­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ის გახ­ლავთ, რომ არის კომ­პაქ­ტუ­რი, გამ­ძლე გა­რე­კა­ნით და თან სა­ტა­რე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა თან ატა­როს "სა­ხა­რე­ბა". "სა­ხა­რე­ბის" ცოდ­ნა და მოშ­ვე­ლი­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი გან­საც­დე­ლე­ბის და­საძ­ლე­ვად საგ­რძნობ­ლად შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს სუ­ლი­ერ ტკი­ვილს ჩვენს მძი­მე დრო­ში.

აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ წიგ­ნის ბო­ლო­ში მკი­თხველს დახ­ვდე­ბა "ოთხთა­ვის" სა­ძი­ე­ბე­ლი. ეს არ არის უბ­რა­ლოდ სარ­ჩე­ვი: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სხვა­დას­ხვა "სა­ხა­რე­ბა­ში" არის ერთი და იგი­ვე ამ­ბა­ვი, იგა­ვი თუ ქა­და­გე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ხა­რებ­ლებ­მა (სა­ხა­რე­ბა­თა ავ­ტო­რებ­მა) აღ­წე­რეს. მკი­თხველ­საც ხში­რად უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, სწრა­ფად მო­ძებ­ნოს ეს პა­რა­ლე­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხა­რე­ბა­ში. აი, სწო­რედ ამა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მას "ოთხთა­ვის" სა­ძი­ე­ბე­ლი.

"ოთხთავს", რო­მე­ლიც სა­შო­ბა­ოდ გა­მო­ი­ცე­მა, ასე­ვე ექ­ნე­ბა ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი ტყა­ვის გა­რე­კა­ნი. წიგ­ნის ფურ­ცლე­ბიც ისევ ოქ­როს­ფრად მო­არ­ში­ე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­რე­კა­ნი ამ­ჯე­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რი­საა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

6 იანვარს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის უკვე პოპულარული საეკლესიო პროექტის მორიგ წიგნს მიიღებს, რომელშიც წმინდა მოციქულების: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები შედის. როგორც ცნობილია, გამოცემის ყოველი წიგნის მკითხველამდე მისვლა გამომცემლობამ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულს დაამთხვია. ამჯერად კი "ოთხთავის" გამოცემა შობის დღესასწაულის კვირაში დაიგეგმა.

განსაკუთრებული დიზაინისა და შეფუთვის ეს საეკლესიო წიგნები შედგენილია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ისინი მკითხველმა იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო.

პროექტის ყველა წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ, თერმულად დამუშავებულ ფურცლებზე და მოთავსებულია ასევე თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება. ამდენად, კომპაქტურ, სატარებლად მოსახერხებელ ამ გამოცემებს დაზიანებისაგან ტყავის ჩანთა-ყდა იცავს. ასე რომ, შესაძლებელია, მორწმუნეებმა ეს წიგნები სურვილისამებრ მუდმივად თან ატარონ და იკითხონ, რაც ჩვენს მღელვარე გარემოში სიმშვიდის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

წიგნის სპეციალური ფასი 11 ლარი და 50 თეთრია, "კვირის პალიტრასთან" ერთად კი - 13 ლარი.

ოთხი სახარების, ანუ "ოთხთავის" გამოცემის შესახებ, წიგნის რედაქტორი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, რატომ გადაწყვიტეთ "ოთხთავის" გამოცემა, რით განსხვავდება ის სხვა მსგავსი გამოცემებისგან?

_ ვინც უკვე შეიძინა ამ პროექტის წინა გამოცემები, "ლოცვანი" და "ფსალმუნნი", და, შესაბამისად, გაეცნო პროექტის არსს, კარგად მოეხსენებათ, რომ ეს პროექტი ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. როდესაც მას წარვუდგინეთ პროექტის პირველი წიგნი, "ლოცვანი", განსაკუთრებული აკინძვით _ ტყავის ელვაშესაკრავიანი ჩანთა-გარეკანით და ისიც ვუამბეთ, რას ვაპირებდით მომავალში, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წიგნები "ფსალმუნნი" და "ოთხთავი" ყოფილიყო.

როდესაც "ლოცვანი" გამოიცა, ბევრი მწერდა, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, იქნებ გვეფიქრა "ოთხთავის" გამოცემაზეც. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ არის კომპაქტური, გამძლე გარეკანით და თან სატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანმა თან ატაროს "სახარება". "სახარების" ცოდნა და მოშველიება ყოველდღიური განსაცდელების დასაძლევად საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სულიერ ტკივილს ჩვენს მძიმე დროში.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის ბოლოში მკითხველს დახვდება "ოთხთავის" საძიებელი. ეს არ არის უბრალოდ სარჩევი: მოგეხსენებათ, სხვადასხვა "სახარებაში" არის ერთი და იგივე ამბავი, იგავი თუ ქადაგება, რომლებიც მახარებლებმა (სახარებათა ავტორებმა) აღწერეს. მკითხველსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სწრაფად მოძებნოს ეს პარალელური ადგილები სხვადასხვა სახარებაში. აი, სწორედ ამაში დაეხმარება მას "ოთხთავის" საძიებელი.

"ოთხთავს", რომელიც საშობაოდ გამოიცემა, ასევე ექნება ელვაშესაკრავიანი ტყავის გარეკანი. წიგნის ფურცლებიც ისევ ოქროსფრად მოარშიებულია, თუმცა გარეკანი ამჯერად განსხვავებული ფერისაა.

"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა- "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა