31 დეკემბერს და 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9 +11 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბოლოს თოვლი ახალი წლის ღამეს 2009 წელს მოვიდა.