პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"
ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, 33 წლის შემ­დეგ, და­ცა­რი­ე­ლე­ბულ პრი­პი­ატ­ში, კულ­ტუ­რის სა­სახ­ლეს­თან სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დად­გეს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თვის, ქა­ლაქ­ში ყო­ფი­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და მო­ედ­ნის ცენ­ტრში აღ­მარ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბით, ასე­ვე პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბით მორ­თეს.

უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­ლან სმე­შუ­კი, რო­მე­ლიც ნაძ­ვის ხის მორ­თვას ეს­წრე­ბო­და, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ნა­თხრობს ყვე­ბა:

"ეს პირ­ვე­ლი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეა პრი­პი­ა­ტის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე 1986 წლის შემ­დეგ. აქ­სე­ა­უ­ა­რე­ბად, წინა ცხოვ­რე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი კი­დია ნაძ­ვის ხეს - ატო­მუ­რი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი... ნაძ­ვის ხე მორ­თეს მათ, ვინც პრი­პი­ატ­ში ავა­რი­ამ­დე ცხოვ­რობ­და. ბევ­რი დღეს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ...

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მი­ამ­ბეს - 1985 წელს, ამ მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე წა­იქ­ცა. მა­შინ­ვე თქვეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, რომ ეს უბე­დუ­რე­ბის ნი­შა­ნი იყო... გა­ზა­ფხულ­ზე ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფას გა­და­ურჩნენ, აფეთ­ქე­ბი­სას იქ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზაც არ მი­უ­ღი­ათ, უმ­ძი­მეს დღე­ებს ხში­რად იგო­ნებ­დნენ...

"ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც ჩვე­ნე­ბი ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ... არ მჯე­რა, რომ იქ ოდეს­მე სო­ცო­ცხლე სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­სდგე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე მე­სიზ­მრე­ბა იქა­უ­რო­ბა, ის ქუ­ჩე­ბი, ეზო­ე­ბი... ახლა ყვე­ლა­ფე­რი გან­მი­ახ­ლდა. მე­ში­ნია, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­საც და­ვა­ზი­ა­ნებ, თო­რემ ხში­რად მი­ფიქ­რია ჩუ­მად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მე­ნა­ხა იქა­უ­რო­ბა..." - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა ტა­რაშ­კი­ნა.

"12 წლის ვი­ყა­ვი იქა­უ­რო­ბა რომ დავ­ტო­ვეთ... მამა ლიკ­ვი­და­ტო­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის მერე გა­და­ის­რო­ლეს ელექტრო­სად­გურ­თან ახ­ლოს... დღემ­დე ვფიქ­რობ ძაღლზე, რო­მე­ლიც იქ დავ­ტო­ვეთ. შემ­დეგ მოგ­ვი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ მას ეზო არ და­უ­ტო­ვე­ბია. მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ ვი­ფიქ­რე ძაღ­ლის აყ­ვა­ნა­ზე, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. შვი­ლებს ვერც ვუხ­სნი, რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ძაღ­ლის ყოლა...

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა! მად­ლო­ბა მათ, ვინც იქ ჩა­ვი­და და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, ცა­რი­ელ ქა­ლაქს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა..." - ამ­ბობს პრი­პი­ა­ტე­ლი ვა­ლო­დია კლი­ჩკო.

აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბია პრი­პი­ა­ტის მი­მართ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი, სხვა­დას­ხვა გზით, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რად, დღემ­დე ცდი­ლო­ბენ ქა­ლაქ­ში შეღ­წე­ვას, რად­გან ჩერ­ნო­ბილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, ფოტო თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მუდ­მი­ვად მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია.

რა­დი­ა­ცი­ის დონე ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის შე­მო­გა­რენ­ში ისევ მა­ღა­ლი და სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ცო­ცხლე თან­და­თან მა­ინც ბრუნ­დე­ბა. მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჩერ­ნო­ბილ­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის და მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის "მწვა­ნე დე­რეფ­ნის" შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩერ­ნო­ბი­ლის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, ეკო­ლო­გე­ბის­თვის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის და ტუ­რის­ტე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა... ეს და­ხუ­რუ­ლი ზონა დღემ­დე კო­რუფ­ცი­ის სიმ­ბო­ლოა - ძა­ლოვ­ნე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­გან ქრთამს იღე­ბენ, ჯარ­თი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­აქვთ და ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

1986 წლის 26 აპ­რილს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თით­ქმის 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბა­ში მოჰ­ყვნენ. რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის უმ­ძი­მეს დო­ზას, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცია და საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბის არა­გო­ნივ­რუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და­ე­მა­ტა, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი უდი­დე­სი იყო. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით აი­სა­ხა ბუ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
voot.
9

მახსოვს ეს დღე, კიევის გავლით ვიყავი. 3 თუ 4 დღე მალავდნენ ამ კატასტროფას, უტვინო კომუნისტები.

angel
132

ეს ტრაგედია,უკრაინამ საბჭოთა კავშირიდან გასვლის გამო,ბონუსათ მიიღო.

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ პირველად, 33 წლის შემდეგ, დაცარიელებულ პრიპიატში, კულტურის სასახლესთან საახალწლო ნაძვის ხე დადგეს.

სპეციალურად ამისთვის, ქალაქში ყოფილი მაცხოვრებლები ჩავიდნენ და მოედნის ცენტრში აღმართული ნაძვის ხე საახალწლო სათამაშოებით, ასევე პრიპიატში გადაღებული ძველი, საოჯახო ფოტოებით მორთეს.

უკრაინელი ჟურნალისტი, რუსლან სმეშუკი, რომელიც ნაძვის ხის მორთვას ესწრებოდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ადგილობრივების მონათხრობს ყვება:

"ეს პირველი საახალწლო ნაძვის ხეა პრიპიატის ცენტრალურ მოედანზე 1986 წლის შემდეგ. აქსეაუარებად, წინა ცხოვრების ნარჩენები კიდია ნაძვის ხეს - ატომური სადგურის აფეთქებამდე გადაღებული საოჯახო ფოტოები... ნაძვის ხე მორთეს მათ, ვინც პრიპიატში ავარიამდე ცხოვრობდა. ბევრი დღეს პირველად ჩამოვიდა ამდენი წლის შემდეგ...

საინტერესო ისტორია მიამბეს - 1985 წელს, ამ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე წაიქცა. მაშინვე თქვეს ადგილობრივებმა, რომ ეს უბედურების ნიშანი იყო... გაზაფხულზე ეს უბედურება მოხდა..." - წერს ჟურნალისტი და პრიპიატში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩერნობილის კატასტროფას გადაურჩნენ, აფეთქებისას იქ არ იმყოფებოდნენ და სასიკვდილო დოზაც არ მიუღიათ, უმძიმეს დღეებს ხშირად იგონებდნენ...

"ემოციების გარეშე ვერ ვნახე კადრები, სადაც ჩვენები ნაძვის ხეს რთავდნენ... არ მჯერა, რომ იქ ოდესმე სოცოცხლე სრულფასოვნად აღსდგება, მაგრამ დღემდე მესიზმრება იქაურობა, ის ქუჩები, ეზოები... ახლა ყველაფერი განმიახლდა. მეშინია, რომ ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც დავაზიანებ, თორემ ხშირად მიფიქრია ჩუმად გადავსულიყავი, თუნდაც სულ რამდენიმე საათით მენახა იქაურობა..." - ამბობს ეკატერინა ტარაშკინა.

"12 წლის ვიყავი იქაურობა რომ დავტოვეთ... მამა ლიკვიდატორად მუშაობდა, მაგრამ გადარჩა. ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე დღის მერე გადაისროლეს ელექტროსადგურთან ახლოს... დღემდე ვფიქრობ ძაღლზე, რომელიც იქ დავტოვეთ. შემდეგ მოგვიტანეს ამბავი, რომ მას ეზო არ დაუტოვებია. მას შემდეგ, არაერთხელ ვიფიქრე ძაღლის აყვანაზე, მაგრამ ვერ შევძელი. შვილებს ვერც ვუხსნი, რატომ არ შეგვიძლია ძაღლის ყოლა...

ძალიან მენატრება იქაურობა! მადლობა მათ, ვინც იქ ჩავიდა და თუნდაც რამდენიმე საათით, ცარიელ ქალაქს სიცოცხლე შესძინა..." - ამბობს პრიპიატელი ვალოდია კლიჩკო.

აკრძალვის მიუხედავად, წლებია პრიპიატის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესი არ განელებულა. ჟურნალისტები და ბლოგერები, სხვადასხვა გზით, როგორც ორგანიზებულად, ასევე არალეგალურად, დღემდე ცდილობენ ქალაქში შეღწევას, რადგან ჩერნობილზე მომზადებული სიუჟეტები, ფოტო თუ ვიდეომასალა მუდმივად მაღალრეიტინგულია.

რადიაციის დონე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის შემოგარენში ისევ მაღალი და სახიფათოა, მაგრამ ამის მიუხედავად, სიცოცხლე თანდათან მაინც ბრუნდება. მსოფლიო საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ზაფხულს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის "მწვანე დერეფნის" შექმნაზე ისაუბრა.

"აუცილებელია ჩერნობილის მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, ეკოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ტურისტებისთვის ჩვენება... ეს დახურული ზონა დღემდე კორუფციის სიმბოლოა - ძალოვნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, ჯართი არალეგალურად გააქვთ და ბუნებრივ რესურსებს იყენებენ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს" - განაცხადა ზელენსკიმ.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, თითქმის 50 ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაში მოჰყვნენ. რადიაციული დასხივების უმძიმეს დოზას, დაგვიანებული ევაკუაცია და საბჭოთა მმართველობის არაგონივრული ქმედებები დაემატა, რის გამოც, ადამიანური დანაკარგი უდიდესი იყო. აფეთქების შედეგი, წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აისახა ბუნებასა და ადამიანებზე.

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება