საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები
შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები

წყვი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სურს, რომ ქორ­წი­ლის დღე გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს. უამ­რა­ვი დე­ტა­ლია, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ას შთამ­ბეჭ­დავს ხდის. და­უ­ვი­წყა­რი ცე­რე­მო­ნი­ის მო­წყო­ბა სურ­და „ნა­ი­კის“ შე­მოქ­მე­დე­ბით დი­რექ­ტორს, ლი­დია პენგსაც და გა­მო­უ­ვი­და კი­დეც, რად­გა­ნაც მის ქორ­წილს გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წლის ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და შთამ­ბეჭ­დავ ცე­რე­მო­ნი­ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ქორ­წი­ლი­დან პა­ტარ­ძლის შავი კაბა იყო.

უელ­სელ­მა ლი­დი­ამ და რუმ ერ­თმა­ნე­თი 12 წლის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ MySpace-ზე გა­იც­ნეს.

“გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით, ეს არ ყო­ფი­ლა ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მაგ­რამ დრო რომ გა­ვი­და, როცა უკვე ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დეთ ერ­თად, მივ­ხვდით, რომ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით დიდ დღე­სას­წა­ულს, რომ­ლი­თაც ჩვენს სიყ­ვა­რულს აღ­ვნიშ­ნავ­დით.

გა­სულ წელს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ო­ში გვე­მოგ­ზა­უ­რა და ასე აღგ­ვე­ნიშ­ნა სიყ­ვა­რუ­ლის 12 წლის­თა­ვი. სწო­რედ ტო­კი­ო­ში გაგ­ვიჩ­ნდა აზრი, რომ დრო იყო დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

მარ­ტი­ვი და რო­მან­ტი­კუ­ლი ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნია გვქონ­და.და რაც მთა­ვა­რია, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, არ ჰგავ­და სხვა წყვი­ლე­ბის ნიშ­ნო­ბებს“, - ამ­ბობს ლი­დია „ვო­გის­თან“ სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ ქორ­წი­ლის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყეს, ცე­რე­მო­ნია სამ­ხრეთ უელსში შედ­გა, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ლი­დი­ამ ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა.

"ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია წარ­სუ­ლი, ის, თუ სა­ი­დან მოვ­დი­ვართ. მინ­დო­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში აღ­მეშ­ნა. ულა­მა­ზე­სი გა­რე­მოა აქ“, - ამ­ბობს ლი­დია.

წყვილს სურ­და, რომ მათი ქორ­წი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ისე­თი, რო­მელ­ზეც მთე­ლი მსოფ­ლიო ილა­პა­რა­კებ­და.

„სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია გამ­ხმარ ხეს­თან შედ­გა, გვქონ­და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლე­ბი, გა­ვი­კე­თეთ ტა­ტუ­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ბას, მსურ­და კომ­ფორ­ტუ­ლი, გო­თი­კუ­რი სტი­ლის, ქა­ლუ­რი კაბა მცმო­და, რო­მელ­საც ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტი ექ­ნე­ბო­და. დი­ზა­ი­ნი ჩე­მით მო­ვი­ფიქ­რე, თუმ­ცა ვმუ­შა­ობ­დი ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერ კეტი რო­ბერტს ვუდსთან ერ­თად. ვი­ცო­დი, რომ ერ­თად რა­ღაც მა­გი­ურს შევ­ქმნი­დით. შე­დეგ­მა ნამ­დვი­ლად გა­და­აჭ­რა­ბა მო­ლო­დინს“, - ამ­ბობს პა­ტარ­ძა­ლი.

ლალი
0

ვაი შენს პატრონს , ოღონდ სხვებისგან განსხვავდებოდნენ და ღორის წუმპეშიც ჩაწვებოდნენ ეს ნაგვები, ამ დაწყევლილს რა წინასწარ გაზადებია შავები. ეხლა ჩვენი ტუტრუცანა ელიტა გადაშავდება ქორწილის დღეს მოდაშიაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები

შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები

წყვილების უმეტესობას სურს, რომ ქორწილის დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. უამრავი დეტალია, რომელთა გათვალისწინებაც ქორწილის ცერემონიას შთამბეჭდავს ხდის. დაუვიწყარი ცერემონიის მოწყობა სურდა „ნაიკის“ შემოქმედებით დირექტორს, ლიდია პენგსაც და გამოუვიდა კიდეც, რადგანაც მის ქორწილს გავლენიანი მოდური გამოცემები წლის ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავ ცერემონიად მოიხსენიებენ.

ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილიდან პატარძლის შავი კაბა იყო.

უელსელმა ლიდიამ და რუმ ერთმანეთი 12 წლის წინ, სოციალურ ქსელ MySpace-ზე გაიცნეს.

“გულწრფელად რომ გითხრათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ დავქორწინდებოდით, ეს არ ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტული, მაგრამ დრო რომ გავიდა, როცა უკვე ბევრი რამ გამოვცადეთ ერთად, მივხვდით, რომ ვიმსახურებდით დიდ დღესასწაულს, რომლითაც ჩვენს სიყვარულს აღვნიშნავდით.

გასულ წელს გადავწყვიტეთ, რომ იაპონიაში, ტოკიოში გვემოგზაურა და ასე აღგვენიშნა სიყვარულის 12 წლისთავი. სწორედ ტოკიოში გაგვიჩნდა აზრი, რომ დრო იყო დავქორწინებულიყავით.

მარტივი და რომანტიკული ნიშნობის ცერემონია გვქონდა.და რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ყველაფერი განსხვავებული იყო, არ ჰგავდა სხვა წყვილების ნიშნობებს“, - ამბობს ლიდია „ვოგისთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ნიშნობის შემდეგ ქორწილისთვის მზადება დაიწყეს, ცერემონია სამხრეთ უელსში შედგა, იმ ადგილას, სადაც ლიდიამ ბავშვობა გაატარა.

"ჩემთვის უმნიშვნელოვანესია წარსული, ის, თუ საიდან მოვდივართ. მინდოდა, ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი დღე მშობლიურ მხარეში აღმეშნა. ულამაზესი გარემოა აქ“, - ამბობს ლიდია.

წყვილს სურდა, რომ მათი ქორწილი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ისეთი, რომელზეც მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა.

„საქორწინო ცერემონია გამხმარ ხესთან შედგა, გვქონდა ჩვენი საყვარელი საჭმელები, გავიკეთეთ ტატუები.

რაც შეეხება კაბას, მსურდა კომფორტული, გოთიკური სტილის, ქალური კაბა მცმოდა, რომელსაც ბევრი თანამედროვე ელემენტი ექნებოდა. დიზაინი ჩემით მოვიფიქრე, თუმცა ვმუშაობდი ახალგაზრდა დიზაინერ კეტი რობერტს ვუდსთან ერთად. ვიცოდი, რომ ერთად რაღაც მაგიურს შევქმნიდით. შედეგმა ნამდვილად გადააჭრაბა მოლოდინს“, - ამბობს პატარძალი.

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?