სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!
უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!

რა ბედი ელის ნგრე­ვის პი­რას მი­სულ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი­ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს და რა უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის მომსწრე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში? ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ნი­კო­ლოზ ან­თი­ძეს ესა­უბ­რა.

- სა­უ­ბა­რი მინ­და და­ვი­წყოთ ციხე-სო­ფელ მუ­ცოს წარ­მა­ტე­ბით - პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში­ ქარ­თუ­ლი ძეგლი ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რჩე­უ­ლი გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს ავ­ლენს არა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჟი­უ­რი, არა­მედ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ევ­რო­პა­ში უამ­რა­ვი ძეგლია, რო­მე­ლიც ამ სტა­ტუსს იმ­სა­ხუ­რებს, მე­ გა­მარ­ჯვე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვე­ლო­დი. რო­გო­რი ემო­ცი­აა, როცა აცხა­დე­ბენ, რომ ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რჩე­უ­ლი­ გახ­და ძეგლი პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- რო­გორც უკვე ვი­ცით, მუ­ცოს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტი "ევ­რო­პა ნოს­ტრას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. 149 ქვეყ­ნი­დან მხო­ლოდ 26 პრო­ექ­ტი გა­ვი­და და ერთ-ერთი მუცო იყო. სწო­რედ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი,­ რომ ამ 26-დან ევ­რო­პე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხმის მი­ცე­მით რჩე­ულს და­ა­სა­ხე­ლებ­და. და­ჯილ­დო­ე­ბას შატ­ლის თე­ატ­რში ეს­წრე­ბოდ­ნენ პრე­ზი­დენტ მაკ­რო­ნის­ თა­ნა­შემ­წე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხებ­ში, ევ­რო­კო­მი­სა­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში, "ევ­რო­პა ნოს­ტრას" ხელ­მძღვა­ნე­ლი პლა­სი­დო დო­მინ­გო, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, პა­რი­ზის ბო­მონ­დი და სხვა პრო­ექ­ტე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. თავ­და­პირ­ვე­ლად ვე­ლო­დი, რომ გრან-პრის შვიდ­ეულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დით, მაგ­რამ როცა ისი­ნი და­ა­სა­ხე­ლეს და ამ სი­ა­ში არ აღ­მოვ­ჩნდით, ძა­ლი­ან მე­წყი­ნა. მუ­სი­კა­ლუ­რი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო პირ­ვე­ლი სამი გამ­არ­ჯვე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა. ჯერ რო­მე­ლი­ღაც ქვე­ყა­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს, მაგ­რამ ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვერც გა­ვი­გო­ნე. ამას მოჰ­ყვა მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბა და რო­დე­საც მაკ­რო­ნის თა­ნა­შემ­წემ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ანუ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ა­სა­ხე­ლა და მუცო მო­მეს­მა, ვერც და­ვი­ჯე­რე. დარ­ბაზ­ში ატყდა ტაში, ოვა­ცი­ე­ბი... მო­ლოც­ვე­ბის შემ­დეგ მად­ლო­ბის­ გა­დახ­დის დროც დად­გა და სცე­ნა­ზე იხ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სცე­ნა­ზე რომ და­ვი­ნა­ხე, მახ­სოვს, მაკ­რო­ნის მრჩე­ველს მივუ­ტრი­ალ­დი და ვუ­თხა­რი, ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტია და სი­ტყვით ის გა­მო­ვა-მეთ­ქი. ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობ­დი, თავი რო­გორ­მე და­მეძ­ვრი­ნა, მაგ­რამ უარი მი­ვი­ღე... სცე­ნა­ზე რო­გორ ავე­დი,­ არ მახ­სოვს; და­მა­ვი­წყდა ყვე­ლა­ სი­ტყვა, რაც უნდა მეთ­ქვა, არა­და, ამ სი­ტყვა­ზე დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი. მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რო­გორ და­ვი­წყე (ინ­გლი­სუ­რად) - მე ვა­პი­რებ, ვი­ლა­პა­რა­კო ქარ­თუ­ლად და ჩემი პრე­ზი­დენ­ტი თარ­გმან­ში­ დამ­ე­ხმა­რე­ბა-მეთ­ქი. ამ სი­ტყვებ­ზე დარ­ბაზ­ში მხარ­და­ჭე­რის სი­ცი­ლი ატყდა. რაც უნდა მე­ლა­პა­რა­კა და რამ­დე­ნი მად­ლო­ბაც უნდა გა­და­მე­ხა­და, მა­ინც ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი იმ ემო­ცი­ას, რაც ამ გა­მარ­ჯვე­ბით და­მე­უფ­ლა. ასე იუ­ნეს­კოს სხდო­მებ­ზე არ მი­ნერ­ვი­უ­ლია.

- რას ნიშ­ნავს მუ­ცოს­თვის ეს გა­მარ­ჯვე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლე­ბის­ რუ­კას რომ დავ­ხე­დოთ, პირ­ველ ად­გილ­ზე იუ­ნეს­კოს ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი ძეგ­ლე­ბია - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, ჯვა­რი, გე­ლა­თი­ და ჩა­ჟა­ში (უშ­გუ­ლი). მუ­ცოს გა­მარ­ჯვე­ბა, ცნო­ბა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ ძეგ­ლებ­თან გა­ტო­ლე­ბას ნიშ­ნავს. ამა­ზე ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხი ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს.

- ასე­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და ბოლო წლებ­ში­ მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­ კულ­­ტ­ურუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა­ მო­დუ­რი ვერ გახ­და, ბიზ­ნე­სის­თვის ძეგ­ლე­ბის­ აღ­დგე­ნა­ში ფუ­ლის გა­დახ­და მიმ­ზიდ­ვე­ლი არ არის. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ძეგ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გახ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე.­ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი?

- მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა. სულ ვფიქ­რობთ, რა შევ­ცვა­ლოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად იყოს ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ა­გენ­ტო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­თა­ნა­დო აქ­ტი­უ­რო­ბას ვერ ახერ­ხებს და ყვე­ლა რე­სურ­სი ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. უამ­რავ ძეგლს სჭირ­დე­ბო­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ჩა­რე­ვე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია... ვცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. საქ­მე ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბამ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მაც წარ­მოშ­ვა - ეს არის კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ექ­სკლუ­ზი­უ­რად გე­ტყვით, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის სიმ­ცი­რის თვალ­საზ­რი­სით კი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­მე­დო არა­ფე­რია. ამ სა­კი­თხზე გან­გაშს ვა­ცხა­დებთ. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ წელს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე არა­ვის ჩა­უ­ბა­რე­ბია - ეს მო­მა­ვალ­ში კად­რე­ბის უფრო მეტ დე­ფი­ციტ­ზე მი­უ­თი­თებს.სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი 33 მი­ლი­ო­ნი ლა­რია (20 მი­ლი­ო­ნი - ფონ­დი "ქარ­თუ", 13 მი­ლი­ო­ნი - სა­ხელ­მწი­ფო), ბა­ზარ­ზე კი მხო­ლოდ 28 მო­თა­მა­შე გვყავს. არ შე­იძ­ლე­ბა­ ერთი კომ­პა­ნია 8-9 ძეგლის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­დეს. კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო აუ­ცი­ლე­ბე­ლია. როცა ამა თუ იმ ძეგლის აღ­დგე­ნას ვგეგ­მავთ, დიდ­ხანს ვმსჯე­ლობთ, ვინ უნდა გა­ა­კე­თოს. ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბა ნამ­დვი­ლად არ გვა­წუ­ხებს, თუმ­ცა გამ­კე­თე­ბე­ლი არა­ვი­ნაა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!

უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!

რა ბედი ელის ნგრევის პირას მისულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა უნიკალური აღმოჩენების მომსწრე შეიძლება გახდეს საქართველო უახლოეს მომავალში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.

- საუბარი მინდა დავიწყოთ ციხე-სოფელ მუცოს წარმატებით - პირველად ისტორიაში ქართული ძეგლი ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა. გამარჯვებულს ავლენს არა კვალიფიციური ჟიური, არამედ ევროპის მოსახლეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში უამრავი ძეგლია, რომელიც ამ სტატუსს იმსახურებს, მე გამარჯვებას მაინცდამაინც არ ველოდი. როგორი ემოციაა, როცა აცხადებენ, რომ ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა ძეგლი პატარა საქართველოდან?

- როგორც უკვე ვიცით, მუცოს სარეაბილიტაციო პროექტი "ევროპა ნოსტრას" გამარჯვებული გახდა. 149 ქვეყნიდან მხოლოდ 26 პროექტი გავიდა და ერთ-ერთი მუცო იყო. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ამ 26-დან ევროპელი საზოგადოება ხმის მიცემით რჩეულს დაასახელებდა. დაჯილდოებას შატლის თეატრში ესწრებოდნენ პრეზიდენტ მაკრონის თანაშემწე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში, ევროკომისარი განათლებისა და კულტურის საკითხებში, "ევროპა ნოსტრას" ხელმძღვანელი პლასიდო დომინგო, აკადემიური წრეები, პარიზის ბომონდი და სხვა პროექტების გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან. თავდაპირველად ველოდი, რომ გრან-პრის შვიდეულში მოვხვდებოდით, მაგრამ როცა ისინი დაასახელეს და ამ სიაში არ აღმოვჩნდით, ძალიან მეწყინა. მუსიკალური შესვენების შემდეგ დაიწყო პირველი სამი გამარჯვებულის დასახელება. ჯერ რომელიღაც ქვეყანა გამოაცხადეს, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, ვერც გავიგონე. ამას მოჰყვა მეორე ადგილზე გასულის გამოცხადება და როდესაც მაკრონის თანაშემწემ პირველი ადგილი ანუ გამარჯვებული დაასახელა და მუცო მომესმა, ვერც დავიჯერე. დარბაზში ატყდა ტაში, ოვაციები... მოლოცვების შემდეგ მადლობის გადახდის დროც დადგა და სცენაზე იხმეს საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სცენაზე რომ დავინახე, მახსოვს, მაკრონის მრჩეველს მივუტრიალდი და ვუთხარი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სიტყვით ის გამოვა-მეთქი. ყველა ღონეს ვხმარობდი, თავი როგორმე დამეძვრინა, მაგრამ უარი მივიღე... სცენაზე როგორ ავედი, არ მახსოვს; დამავიწყდა ყველა სიტყვა, რაც უნდა მეთქვა, არადა, ამ სიტყვაზე დიდხანს ვმუშაობდი. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ დავიწყე (ინგლისურად) - მე ვაპირებ, ვილაპარაკო ქართულად და ჩემი პრეზიდენტი თარგმანში დამეხმარება-მეთქი. ამ სიტყვებზე დარბაზში მხარდაჭერის სიცილი ატყდა. რაც უნდა მელაპარაკა და რამდენი მადლობაც უნდა გადამეხადა, მაინც ვერ გამოვხატავდი იმ ემოციას, რაც ამ გამარჯვებით დამეუფლა. ასე იუნესკოს სხდომებზე არ მინერვიულია.

- რას ნიშნავს მუცოსთვის ეს გამარჯვება?

- საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლების რუკას რომ დავხედოთ, პირველ ადგილზე იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლებია - სვეტიცხოველი, ჯვარი, გელათი და ჩაჟაში (უშგული). მუცოს გამარჯვება, ცნობადობის თვალსაზრისით, ამ ძეგლებთან გატოლებას ნიშნავს. ამაზე ნაკლები ხარისხი ჩვენ არ უნდა გვქონდეს.

- ასეთი წარმატებებისა და ბოლო წლებში მსოფლიოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიუხედავად, ჩვენში მემკვიდრეობაზე ზრუნვა მოდური ვერ გახდა, ბიზნესისთვის ძეგლების აღდგენაში ფულის გადახდა მიმზიდველი არ არის. აღარაფერს ვამბობ ძეგლების დაზიანების გახშირებულ ფაქტებზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მთავარი მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობაა. სულ ვფიქრობთ, რა შევცვალოთ, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ჩართული პროცესში. თანამედროვე გამოწვევების პირობებში სააგენტო ამ მიმართულებით სათანადო აქტიურობას ვერ ახერხებს და ყველა რესურსი ცეცხლის ჩაქრობისკენ არის მიმართული. უამრავ ძეგლს სჭირდებოდა გადაუდებელი ჩარევები, რეაბილიტაცია... ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქმე ის არის, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობამ დამატებითი პრობლემაც წარმოშვა - ეს არის კადრების დეფიციტი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ინტერნეტტელევიზია, პროფესიონალი კადრების სიმცირის თვალსაზრისით კი ჯერჯერობით საიმედო არაფერია. ამ საკითხზე განგაშს ვაცხადებთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წელს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის რესტავრაციის ფაკულტეტზე არავის ჩაუბარებია - ეს მომავალში კადრების უფრო მეტ დეფიციტზე მიუთითებს.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ჯამური ბიუჯეტი 33 მილიონი ლარია (20 მილიონი - ფონდი "ქართუ", 13 მილიონი - სახელმწიფო), ბაზარზე კი მხოლოდ 28 მოთამაშე გვყავს. არ შეიძლება ერთი კომპანია 8-9 ძეგლის რესტავრაციაზე მუშაობდეს. კონკურენტული გარემო აუცილებელია. როცა ამა თუ იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავთ, დიდხანს ვმსჯელობთ, ვინ უნდა გააკეთოს. ფინანსური რესურსის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაწუხებს, თუმცა გამკეთებელი არავინაა... წაიკითხეთ სრულად

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი  ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

რა საბუთის წარდგენა დასჭირდება პირს, რომელიც რწმენის გამო ელექტრონულ პირადობაზე უარს ამბობს