პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე
მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

მე­გა­შოუ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი ნელ-ნელა ძა­ლებს იკ­რებს, კონ­კურ­სან­ტებს სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟან­რებ­ში უწევთ თა­ვის გა­მოც­და. მათ­თვის მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბის, სიმ­ღე­რე­ბის მორ­გე­ბა-შერ­ჩე­ვა წელს მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ჩა­ი­ბა­რა, ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს მხო­ლოდ ჟი­უ­რის სა­ვარ­ძლი­დან აფა­სებ­და...

რო­გო­რია მის­თვის ამ პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა - კონ­კურ­სან­ტებ­თან უშა­უ­ა­ლოდ მუ­შა­ო­ბა, რას ფიქ­რობს ზო­გა­დად „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3“-ზე და რა პროგ­ნო­ზე­ბი აქვს პრო­ექ­ტის ამ სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ თე­მა­ზე გა­ე­ცა­ნით მის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს მის­ცა.

- ჩემი სათ­ქმე­ლი ჟი­უ­რი­ში უკვე რამ­დე­ნი წე­ლია ვთქვი. თა­ვი­დან პრო­ექ­ტში ჟი­უ­რი რომ გა­მოჩ­ნდა, სი­ახ­ლე იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თგვა­რად, „პირ­ვე­ლი მერ­ცხლე­ბიც“ ვი­ყა­ვით. ეს არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ ხალ­ხი უნდა შეჩ­ვე­ო­და ჯან­საღ კრი­ტი­კას...

მი­ვე­სალ­მე­ბი ისეთ კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც კონ­კურ­სანტს წა­ად­გე­ბა, მაგ­რამ მხარს არ და­ვუ­ჭერ კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც რე­პერ­ტუ­არ­ში ქექ­ვაა მხო­ლოდ, რად­გა­ნაც პა­ტი­ვი უნდა ვცეთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შრო­მო­ბენ. ეს ძა­ლი­ან დიდი შრო­მაა.

აქამ­დე ამ საქ­მე­ში რა კვა­ლიც დავ­ტო­ვე, მგო­ნი, უკვე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ახლა პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა და გა­დის „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთე­რით. ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თა­მა­მი, მებ­რძო­ლი, პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად მო­დის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რით, შე­ნო­ბით და­წყე­ბუ­ლი... კი, რთუ­ლია, რად­გა­ნაც გა­სულ წლებ­ში მა­ნამ­დე უზარ­მა­ზა­რი „ქარ­ხა­ნა“ გვქონ­და, სა­დაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი იქ­მნე­ბო­და. იმის მერე ასე შე­ზღუ­დულ პი­რო­ბებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, ძნე­ლია. ამი­ტომ, სა­ჭი­რო გახ­და ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია. ამი­ტომ, მე და ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­დავ­წყვი­ტეთ, პრო­დი­უ­სინ­გში გა­და­მე­ნაც­ვლა, სა­დაც მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი პრო­ექტს, ვიდ­რე ჟი­უ­რი­ში.

- ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ნამ­დეც გქონ­დათ...

- კი, 10 წელი რო­გორც ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ასე­ვე პრო­დი­უ­სინ­გშიც ვი­ყა­ვი - მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდით, მაგ­რამ ახლა ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა და ამას­თან, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რო­ბაც აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა არას­დროს შე­მიძ­ლია. ჩემი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვლიც რომ მღე­რო­დეს, მათ­თა­ნაც ვერ ვიქ­ნე­ბი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მხო­ლოდ ნი­ჭთან ვარ.

აქამ­დე დიდი გუნ­დი მყავ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოვ­დი­ო­დით, მაგ­რამ ახლა ისე მოხ­და, რომ სრუ­ლი­ად ახა­ლი ხალ­ხი, პე­და­გო­გე­ბი გახ­და ასაყ­ვა­ნი... ჩემ­თან რა­ტომ­ღაც ასე ხდე­ბა ხოლ­მე - გა­მოვზრდი ადა­მი­ა­ნებს, საქ­მე­ში გა­მო­იწ­რთო­ბი­ან, მერე ვი­ღაც მეტ თან­ხას შეს­თა­ვა­ზებს და მი­დი­ან, მაგ­რამ ეს არის ცხოვ­რე­ბა, რა­საც შე­ვე­გუე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პრო­ექ­ტზე ვიყ­ვან­დით ერთ ბენ­დს და ახლა მივ­ხვდით, რომ სა­ჭი­რო იყო ბენ­დის ცვლა. წელს ასე იქ­ნე­ბა...

რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ჩემ­ზე თქვეს, - პრო­ვო­კა­ტო­რი­აო. დიახ, მე ვარ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ვო­კა­ტო­რი და მგო­ნია, რომ რე­ი­ტინგს სწო­რედ ეს „წერს“, რაც ად­გე­ბა მომ­ღე­რალს, რად­გა­ნაც ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­შია და თა­ვი­სი მაქ­სი­მუ­მის ჩე­ნე­ბა უწევს, რაც ზოგს გა­მოს­დის, ზოგს - არა.

- და კონ­კურ­სიც ალ­ბათ ეს არის...

- დიახ და ასე­ვე კონ­კურ­სის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, ერთი მომ­ღე­რა­ლი მა­ინც დარ­ჩეს პრო­ექ­ტი­დან დიდ სცე­ნას. „მხო­ლოდ ქარ­თულს“ უკვე გვყავს ერთი ასე­თი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის სა­ხით. მგო­ნია, რომ ეს „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლიც“ ერთ, ან ორს ადა­მი­ანს აღ­მო­ა­ჩენს - ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ უნდა ვცვა­ლოთ ჟან­რე­ბი იმის­თვის, რომ ბავ­შვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი მო­იც­ვან, მო­ირ­გონ. ბო­ლოს კი უნდა აირ­ჩი­ონ ერთი რო­მე­ლი­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო­ბენ თავს.

ძა­ლი­ან ად­ვი­ლია პრო­ექ­ტი ავ­თენ­ტუ­რი მუ­სი­კით გა­ა­კე­თო, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიცი, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩემს სახ­ლშია და­წე­რი­ლი. მათი (გოგი ცა­ბა­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი და კი­დევ არა ერთი) ავ­თენ­ტუ­რი მუ­სი­კის კე­თე­ბა­ში ვალი მოხ­დი­ლი მაქვს.

ახლა საქ­მე გვაქვს სხვა, ინ­ტერ­ნე­ტის თა­ო­ბას­თან, რო­მელ­მაც უნდა გა­ი­თა­ვი­სოს ყო­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა. არ გვჭირ­დე­ბა არც მე­ო­რე ნანი, მე­ო­რე გოგი დო­ლი­ძე და ა.შ. სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი არ ჰგავს არა­ვის, თა­ვი­სი გვა­რი და სა­ხე­ლი აქვს. ასე­ვეა ჩემი ყვე­ლა „ჯე­ოს­ტა­რე­ლი“. რომ არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ ჩვენ­თან იმ პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა ჟან­რი არ მო­ეც­ვათ, ისი­ნი ვერ შედ­გე­ბოდ­ნენ რო­გორც მომ­ღერ­ლე­ბი.

რთუ­ლია ეს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გე­ჭი­როს პულსზე ხელი, ვინ რა მუ­სი­კას უს­მენს, ეს უნდა იცო­დე, თო­რემ სულ ვამ­ბობ, მო­ცარტზე მე­ტად არა­ვინ მიყ­ვარს...

- კონ­კურ­სან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ჩვენ­თან ერ­თად ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, ბევ­რს ფიქ­რობს ჩვენ­ზე, რე­პერ­ტუ­ა­რის შერ­ჩე­ვა­ზე, ვის რო­მე­ლი სიმ­ღე­რა მო­ერ­გე­ბა. ამა­ზე ღა­მე­ებ­საც კი ათე­ნებ­სო... ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჟი­უ­რის სა­ვარ­ძელ­ში მუ­შა­ო­ბის­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა და ბევ­რად შრო­მა­ტე­ვა­დია...

- ჟი­უ­რის სა­ვარ­ძელ­ში ჯდო­მა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, უბ­რა­ლოდ კარ­გად უნდა მო­ი­ფიქ­რო, რა ჩა­იც­ვა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, ჩაჯ­დე სა­ვარ­ძელ­ში და კონ­კურ­სან­ტის ნამ­ღე­რი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად მო­ის­მი­ნო, მას ის შე­ნიშ­ვნა მის­ცე, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბა. უთხრა სიმ­ღე­რა­ში რა ჯობ­და, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ცოტა უკე­თე­სი ნამ­ღე­რი რომ გა­მოს­ვლო­და. ყური ყუ­რია და უნდა და­ი­ჭი­რო ის მთა­ვა­რი, რაც აქვს მომ­ღე­რალს, მაგ­რამ მარ­თლაც, ის სხვა სა­მუ­შა­ოა, რა­საც დღეს ვა­ტა­რებ.

პრო­ექ­ტი გია ყან­ჩე­ლის ტუ­რით და­ვი­წყეთ. დიახ, თუ რო­მე­ლი­მეს უნდა, რომ იყოს მომ­ღე­რა­ლი, ძა­ლი­ან უნდა შე­იყ­ვა­როს გია ყან­ჩე­ლი, ეს ადა­მი­ანს უხ­სნის ინ­ტე­ლექტს, ში­ნა­გან სამ­ყა­როს და მზად არის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მი­სა­ღე­ბად, და­საძ­ლე­ვად. ეს ხსნის იმ სი­ჩუ­მის ხიბლს, რაც გია ყან­ჩელს აქვს, რაც ყვე­ლას ერ­თად, ნამ­დვი­ლად გა­მოგ­ვი­ვი­და.

ყან­ჩე­ლის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი უნდა გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ და რთუ­ლი იყო მის მერე რო­მე­ლი­მე კომ­პო­ზი­ტო­რის და­ყე­ნე­ბა, რად­გა­ნაც შე­და­რე­ბა წა­ვი­დო­და. დიახ, მე­ო­რე ტური უნდა ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რომ არა­ვის არა­ფერ­თან შე­ე­და­რე­ბი­ნა.

- ვფიქ­რობ, რთუ­ლი ტური იყო...

- ვერ ვი­ტყვი. თუ კონ­კურ­სან­ტებს ლა­ღად დახ­ვდე­ბო­დი, ისი­ნი არ და­ით­რგუ­ნე­ბოდ­ნენ. მთა­ვა­რია, ეს თა­ო­ბა იყოს ლაღი და არ და­ით­რგუ­ნოს. ვფიქ­რობ, რომ ბავ­შვე­ბი ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბის­გან და­ით­რგუ­ნენ. ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბით ცუდ შე­დეგს ვი­ღებთ ხოლ­მე. მოკ­ლედ, ლა­ღე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ სი­ლა­ღე არ გა­მო­ვი­და, - მი­მაჩ­ნია, რომ ჟი­უ­რი ძა­ლი­ან მკაც­რი იყო.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი ტური იყოს, სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილს აქვს მორ­გე­ბუ­ლი, თა­ვის ქა­რიზ­მით და ყვე­ლაფ­რით?! უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ შეძ­ლო, ვი­ღა­ცამ - ვერა.

ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბენ­დია, „გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა“, დღეს უკვე „მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი“. გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან¸ გა­დაყვნენ ბავ­შვებს. ამას­თან, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. მე­სა­მე ტური იქ­ნე­ბა ჯა­ზ­ფოლ­კი, დათო მა­ლა­ზო­ნია და „ირი­ა­ოს“ ბა­ზა­ზე ვმუ­შა­ობთ. სურ­ვი­ლი მაქვს, რო­გორც უკვე ვთქვი, სულ ვცვა­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რე­ბი.

- ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს ამ­ჯე­რად თუ ვი­ხი­ლავთ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ სცე­ნა­ზე?

- ზვი­ადს, წელს ვას­ვე­ნებ. ზვი­ად ბოლ­ქვა­ძემ დიდი ტრავ­მა მი­ი­ღო ამ კონ­კურ­სით, ძა­ლი­ან გა­ი­ლან­ძღა, მის ვერ­სი­ებს მძი­მედ იღებ­დნენ... ექ­სპე­რი­მენტზე თუ არ წახ­ვე­დი, ვერც ქვე­ყა­ნას აა­შე­ნებ. ზვი­ა­დი ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა და ამას­თან, ახლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ებ­ზე მუ­შა­ობს, ის დიდი მუ­სი­კო­სი და კომ­პო­ზი­ტო­რია...

მოკ­ლედ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რე­ბი გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი, რო­გორც ავ­თენ­ტუ­რი მუ­სი­კით და­ვი­წყე „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3“, ისე ავ­თენ­ტუ­რით მუ­სი­კით და­ვამ­თავ­რებ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morduxai
5

გაატხოვეტ ეს ქალი,,,,.

გურული NEWS !
4

მარტო მუსიკალური "პროვოკატორი" რომ იყვე ჯანდაბას, მაგრამ მარტო ეგ არ არის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ ლაივკონცერტები ნელ-ნელა ძალებს იკრებს, კონკურსანტებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში უწევთ თავის გამოცდა. მათთვის მუსიკალური ნომრების, სიმღერების მორგება-შერჩევა წელს მარინა ბერიძემ ჩაიბარა, ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მუსიკალურ პროექტებს მხოლოდ ჟიურის სავარძლიდან აფასებდა...

როგორია მისთვის ამ პოზიციაში ყოფნა - კონკურსანტებთან უშაუალოდ მუშაობა, რას ფიქრობს ზოგადად „მხოლოდ ქართული 3“-ზე და რა პროგნოზები აქვს პროექტის ამ სეზონთან დაკავშირებით, ამ თემაზე გაეცანით მის ინტერვიუს, რომელიც AMBEBI.GE-ს მისცა.

- ჩემი სათქმელი ჟიურიში უკვე რამდენი წელია ვთქვი. თავიდან პროექტში ჟიური რომ გამოჩნდა, სიახლე იყო და ამ მიმართულებით ერთგვარად, „პირველი მერცხლებიც“ ვიყავით. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ხალხი უნდა შეჩვეოდა ჯანსაღ კრიტიკას...

მივესალმები ისეთ კრიტიკას, რომელიც კონკურსანტს წაადგება, მაგრამ მხარს არ დავუჭერ კრიტიკას, რომელიც რეპერტუარში ქექვაა მხოლოდ, რადგანაც პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით შრომობენ. ეს ძალიან დიდი შრომაა.

აქამდე ამ საქმეში რა კვალიც დავტოვე, მგონი, უკვე გასაგებია, მაგრამ ახლა პროექტი მზადდება და გადის „მთავარი არხის“ ეთერით. ეს სრულიად ახალი ტელევიზიაა, რომელიც ძალიან თამამი, მებრძოლი, პროგრესული ადამიანების მიერაა შექმნილი. ყველაფერი რთულად მოდის ტექნიკური მხარით, შენობით დაწყებული... კი, რთულია, რადგანაც გასულ წლებში მანამდე უზარმაზარი „ქარხანა“ გვქონდა, სადაც არაერთი საინტერესო პროდუქტი იქმნებოდა. იმის მერე ასე შეზღუდულ პირობებში საქმიანობა, ძნელია. ამიტომ, საჭირო გახდა ძალების მობილიზაცია. ამიტომ, მე და ნიკა გვარამიამ გადავწყვიტეთ, პროდიუსინგში გადამენაცვლა, სადაც მეტად ვჭირდებოდი პროექტს, ვიდრე ჟიურიში.

- ამის გამოცდილება მანამდეც გქონდათ...

- კი, 10 წელი როგორც ჟიურის შემადგენლობაში, ასევე პროდიუსინგშიც ვიყავი - მუსიკალური პროდიუსერი გახლდით, მაგრამ ახლა ჟიურის შემადგენლობაში ყოფნა და ამასთან, მუსიკალური პროდიუსერობაც აღარ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიკერძოებულობა არასდროს შემიძლია. ჩემი შვილი და შვილიშვლიც რომ მღეროდეს, მათთანაც ვერ ვიქნები მიკერძოებული. მიკერძოებული მხოლოდ ნიჭთან ვარ.

აქამდე დიდი გუნდი მყავდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდიოდით, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ სრულიად ახალი ხალხი, პედაგოგები გახდა ასაყვანი... ჩემთან რატომღაც ასე ხდება ხოლმე - გამოვზრდი ადამიანებს, საქმეში გამოიწრთობიან, მერე ვიღაც მეტ თანხას შესთავაზებს და მიდიან, მაგრამ ეს არის ცხოვრება, რასაც შევეგუე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტზე ვიყვანდით ერთ ბენდს და ახლა მივხვდით, რომ საჭირო იყო ბენდის ცვლა. წელს ასე იქნება...

როგორც ჟიურის წევრებმა ჩემზე თქვეს, - პროვოკატორიაო. დიახ, მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს „წერს“, რაც ადგება მომღერალს, რადგანაც ექსტრემალურ პირობებშია და თავისი მაქსიმუმის ჩენება უწევს, რაც ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.

- და კონკურსიც ალბათ ეს არის...

- დიახ და ასევე კონკურსის დანიშნულებაა, ერთი მომღერალი მაინც დარჩეს პროექტიდან დიდ სცენას. „მხოლოდ ქართულს“ უკვე გვყავს ერთი ასეთი კაშკაშა ვარსკვლავი სოფო ბათილაშვილის სახით. მგონია, რომ ეს „მხოლოდ ქართულიც“ ერთ, ან ორს ადამიანს აღმოაჩენს - ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ უნდა ვცვალოთ ჟანრები იმისთვის, რომ ბავშვებმა ყველაფერი მოიცვან, მოირგონ. ბოლოს კი უნდა აირჩიონ ერთი რომელიღაც მიმართულება, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ძალიან ადვილია პროექტი ავთენტური მუსიკით გააკეთო, რომელიც შესანიშნავად ვიცი, რადგანაც ცნობილი სიმღერების უმეტესობა ჩემს სახლშია დაწერილი. მათი (გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი და კიდევ არა ერთი) ავთენტური მუსიკის კეთებაში ვალი მოხდილი მაქვს.

ახლა საქმე გვაქვს სხვა, ინტერნეტის თაობასთან, რომელმაც უნდა გაითავისოს ყოველი ქართული სიმღერა. არ გვჭირდება არც მეორე ნანი, მეორე გოგი დოლიძე და ა.შ. სოფო ბათილაშვილი არ ჰგავს არავის, თავისი გვარი და სახელი აქვს. ასევეა ჩემი ყველა „ჯეოსტარელი“. რომ არ მოხვედრილიყვნენ ჩვენთან იმ პირობებში, ყველა ჟანრი არ მოეცვათ, ისინი ვერ შედგებოდნენ როგორც მომღერლები.

რთულია ეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გეჭიროს პულსზე ხელი, ვინ რა მუსიკას უსმენს, ეს უნდა იცოდე, თორემ სულ ვამბობ, მოცარტზე მეტად არავინ მიყვარს...

- კონკურსანტები ამბობენ, რომ მარინა ბერიძე ჩვენთან ერთად ძალიან განიცდის, ბევრს ფიქრობს ჩვენზე, რეპერტუარის შერჩევაზე, ვის რომელი სიმღერა მოერგება. ამაზე ღამეებსაც კი ათენებსო... ეს საქმიანობა ჟიურის სავარძელში მუშაობისგან ბევრად განსხვავდება და ბევრად შრომატევადია...

- ჟიურის სავარძელში ჯდომა ძალიან ადვილია, უბრალოდ კარგად უნდა მოიფიქრო, რა ჩაიცვა, როგორ გამოიყურებოდე, ჩაჯდე სავარძელში და კონკურსანტის ნამღერი კეთილგანწყობილად მოისმინო, მას ის შენიშვნა მისცე, რომელიც გამოადგება. უთხრა სიმღერაში რა ჯობდა, რომ გაეკეთებინა, ცოტა უკეთესი ნამღერი რომ გამოსვლოდა. ყური ყურია და უნდა დაიჭირო ის მთავარი, რაც აქვს მომღერალს, მაგრამ მართლაც, ის სხვა სამუშაოა, რასაც დღეს ვატარებ.

პროექტი გია ყანჩელის ტურით დავიწყეთ. დიახ, თუ რომელიმეს უნდა, რომ იყოს მომღერალი, ძალიან უნდა შეიყვაროს გია ყანჩელი, ეს ადამიანს უხსნის ინტელექტს, შინაგან სამყაროს და მზად არის ყველაფერი დანარჩენის მისაღებად, დასაძლევად. ეს ხსნის იმ სიჩუმის ხიბლს, რაც გია ყანჩელს აქვს, რაც ყველას ერთად, ნამდვილად გამოგვივიდა.

ყანჩელის შემდეგ ბავშვები უნდა გამხიარულებულიყვნენ და რთული იყო მის მერე რომელიმე კომპოზიტორის დაყენება, რადგანაც შედარება წავიდოდა. დიახ, მეორე ტური უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ არავის არაფერთან შეედარებინა.

- ვფიქრობ, რთული ტური იყო...

- ვერ ვიტყვი. თუ კონკურსანტებს ლაღად დახვდებოდი, ისინი არ დაითრგუნებოდნენ. მთავარია, ეს თაობა იყოს ლაღი და არ დაითრგუნოს. ვფიქრობ, რომ ბავშვები ჟიურის შეფასებებისგან დაითრგუნენ. ასეთი შეფასებებით ცუდ შედეგს ვიღებთ ხოლმე. მოკლედ, ლაღები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სილაღე არ გამოვიდა, - მიმაჩნია, რომ ჟიური ძალიან მკაცრი იყო.

როგორ შეიძლება რთული ტური იყოს, სიმღერები, რომელიც ვანიკო თარხნიშვილს აქვს მორგებული, თავის ქარიზმით და ყველაფრით?! უბრალოდ, ვიღაცამ შეძლო, ვიღაცამ - ვერა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ბენდია, „გამოუვალი მდგომარეობა“, დღეს უკვე „მარტივი გამოსავალი“. გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსები არიან¸ გადაყვნენ ბავშვებს. ამასთან, ეს ადამიანები ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მესამე ტური იქნება ჯაზფოლკი, დათო მალაზონია და „ირიაოს“ ბაზაზე ვმუშაობთ. სურვილი მაქვს, როგორც უკვე ვთქვი, სულ ვცვალო მუსიკალური ჟანრები.

- ზვიად ბოლქვაძეს ამჯერად თუ ვიხილავთ „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე?

- ზვიადს, წელს ვასვენებ. ზვიად ბოლქვაძემ დიდი ტრავმა მიიღო ამ კონკურსით, ძალიან გაილანძღა, მის ვერსიებს მძიმედ იღებდნენ... ექსპერიმენტზე თუ არ წახვედი, ვერც ქვეყანას ააშენებ. ზვიადი ძალიან დაიღალა და ამასთან, ახლა ძალიან საინტერესო ნაწარმოებზე მუშაობს, ის დიდი მუსიკოსი და კომპოზიტორია...

მოკლედ, წინ საინტერესო ტურები გველოდება, მაგრამ პირობას ვიძლევი, როგორც ავთენტური მუსიკით დავიწყე „მხოლოდ ქართული 3“, ისე ავთენტურით მუსიკით დავამთავრებ.

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა