პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას
როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

მსოფ­ლიო მე­დია სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ, ქარ­თვე­ლი ექი­მის, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა. „რო­ი­ტერ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტის­ტულ­მა მთავ­რო­ბამ 21 კვი­რი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.წ. „სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ხში­რად აკა­ვე­ბენ.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ცნო­ბით კი, ქარ­თვე­ლი ექი­მი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა „შე­ი­წყა­ლა“. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი ექი­მი უკა­ნო­ნოდ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მოშ­ვე­ბა ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ფაქ­ტზე, რომ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი თა­ვად რა­ი­მე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას უარ­ყოფ­და, ამ­ტკი­ცებ­და რა, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი" სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა.

"ნიუ-იორკ თა­იმ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი იყო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ექი­მი, მოს­კო­ვის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­ცი­ენ­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თვე­ლი ექი­მი, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იგი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 9 ნო­ემ­ბერს, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. ექი­მის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ახალ­გორ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სურ­და.

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გან­ზრახ დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 322-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 200 000 რუბ­ლით და­ჯა­რი­მე­ბას, ორ წლამ­დე იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, ან ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. ე.წ. ლე­ნინ­გო­რის სა­სა­მარ­თლომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

მსოფლიო მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. „როიტერსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ 21 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.

"რადიო თავისუფლების“ ცნობით კი, ქართველი ექიმი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“. მათივე ინფორმაციით, ქართველი ექიმი უკანონოდ იყო დაკავებული. გამოშვება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაფრინდაშვილი თავად რაიმე კანონის დარღვევას უარყოფდა, ამტკიცებდა რა, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ტერიტორიაა.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გამოცემის ცნობით, ექიმი, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პაციენტის სანახავად გადავიდა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი - წასვლის მიზეზი ავადმყოფის ნახვა იყო, რომლის სახელ-გვარსაც ვერ ვიტყვი

ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა - "ვაჟას არაფერი უღიარებია"

ირმა ინაშვილი - "დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"