პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი აქ დასახლება ტრაგიკული ამბავია" - რატომ მოუწიათ წულაძეებს მშობლიური სახლიდან წასვლა და როგორ გამოიყურება მათი "სამოთახიანი" ოქროყანაში
"ჩვენი აქ დასახლება ტრაგიკული ამბავია" - რატომ მოუწიათ წულაძეებს მშობლიური სახლიდან წასვლა და როგორ გამოიყურება მათი "სამოთახიანი" ოქროყანაში

ერთი წლის წინ და­სახ­ლდნენ ოქ­რო­ყა­ნა­ში. რო­გორც ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ამ­ბობს, ეს მთლად თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით არ მომ­ხდა­რა და ერ­თგვა­რად ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი­ცაა - იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, „პლე­ხა­ნოვ­ზე“ მდე­ბა­რე წი­ნაპ­რე­ბის ბინა და­ეთ­მოთ და ახა­ლი ნავ­სა­ყუ­დე­ლი მო­ე­ძებ­ნათ. სახ­ლთან გან­შო­რე­ბა, რო­მელ­შიც ცოლ-ქმარ­მა ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდა. ძვე­ლი სახ­ლის ნოს­ტალ­გი­ა­ზე, ახალ სახ­ლში ნა­პოვნ კომ­ფორ­ტსა და საყ­ვა­რელ ნივ­თებ­ზე ჩვე­ნი მას­პინ­ძლე­ბი თა­ვად ისა­უბ­რე­ბენ.

- ჩვე­ნი აქ და­სახ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვია, - თხრო­ბას იწყებს ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი და თან თა­ვის ძაღლს, ელი­კოს, ეფე­რე­ბა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია, - მო­ვი­და ინ­ვეს­ტო­რი და შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა. თა­ვი­დან კი გა­ვიბ­რძო­ლე, არ დავ­თმობთ-მეთ­ქი, მაგ­რამ სხვა გზა არ გვქონ­და. ისე გა­მო­ვი­და, რომ ზუს­ტად 100 წლის თავ­ზე ოჯახს ვუ­ღა­ლა­ტე...

ფიქ­რობ­დნენ, სად წა­სუ­ლიყ­ვნენ და ოქ­რო­ყა­ნა­ზე შე­ა­ჩე­რეს არ­ჩე­ვა­ნი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე იმა­ნაც იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ ოქ­რო­ყა­ნა­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ახა­ლი შე­ნო­ბა შენ­დე­ბა და პა­ტა­რა თე­ატ­რა­ლუ­რი ქა­ლა­ქის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა. ამი­ტომ იფიქ­რეს, რომ თე­ატრთან ახ­ლოს იქ­ნე­ბოდ­ნენ და ოქ­რო­ყა­ნა­ში სახ­ლის ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

არას­რუ­ლი კარ­კა­სის­გან, სა­დაც კედ­ლე­ბიც კი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი და მყუდ­რო სახ­ლი აა­შე­ნეს. მშე­ნებ­ლო­ბა­სა და რე­მონტს ცხრა თვე დას­ჭირ­და. ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი კა­მა­თის გა­და­ტა­ნა მო­უხ­დათ. ცოლ-ქმრის გე­მოვ­ნე­ბა და სურ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და. „იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვქონ­და დი­ზა­ინ­თან, ნივ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კი­ნა­ღამ გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვე­დით“, - ხუმ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და კი­დევ უფრო აშ­კა­რა ხდე­ბა, რამ­დე­ნად დიდი შრო­მა, ფიქ­რი და დრო მო­ი­თხო­ვა ამ „სა­მო­თა­ხი­ან­მა სახ­ლმა“, რო­გორც მას ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი უწო­დებს.

სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე იგ­რძნო­ბა, რომ აქ ხე­ლო­ვა­ნი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. აქ ყვე­ლა­ფე­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი და მხო­ლოდ „მა­თია“ - ინ­ტე­რი­ე­რი, დე­კო­რი, ავე­ჯი, ნივ­თე­ბი. ყვე­ლა­ფერ­ში იგ­რძნო­ბა მას­პინ­ძლე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი, გე­მოვ­ნე­ბა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე და სივ­რცის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ძი­რი­თა­დად დი­ა­სახ­ლის­მა იზ­რუ­ნა, რა თქმა უნდა, მე­უღ­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით: „არ მეს­მის, რა­ტომ ქი­რა­ო­ბენ დი­ზა­ი­ნერს და მას მი­ან­დო­ბენ სახ­ლის მო­წყო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ხომ შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა!“ - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და გვაჩ­ვე­ნებს მისი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დეგს, რო­მელ­საც ახლა მათი სახ­ლი ჰქვია.

სხვა­თა შო­რის, ის, რომ ხე­ლო­ვა­ნე­ბის სახ­ლში ხართ და რომ აქ „რეტ­რო­სა“ და „მო­დერ­ნის“, ძვე­ლე­ბუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვეს სა­ინ­ტე­რე­სო ტან­დე­მია, ეზო­ში შეს­ვლამ­დეც კი შე­იმ­ჩნე­ვა - კარ­ზე ორგვა­რი ზა­რია - მე­ქა­ნი­კუ­რი და ელექტრო. ეზო­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ნაქ­სოვ ნა­ჭერ­ში შე­მო­სი­ლი ხი­ლის ხე­ე­ბი. ესეც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას იდე­აა, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ინ­ტერ­ნე­ტი აღ­მოჩ­ნდა. ასე­ვე კარ­სა და ვე­რან­და­ზე თვალს სტა­ცებს მნახ­ველს ორი­გი­ნა­ლუ­რი რკი­ნის ქოლ­გე­ბი. ხის დი­ვა­ნი და სა­ვარ­ძე­ლი დიდ ვე­რან­და­ზე თა­ვად ლე­ვან წუ­ლა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რია. ხე­ლო­ბა ეხერ­ხე­ბა და რო­გორც ამ­ბობს, მო­წყე­ნი­ლო­ბის ჟამს გა­ა­კე­თა: „ცოტა დიდი და მძი­მე გა­მო­მი­ვი­და, „მოზ­ვე­რა“ და­ვარ­ქვით. ამას ახლა „გავშკურ­კავ“, შევ­ღე­ბავ და უფრო კარ­გი შე­სა­ხე­დი იქ­ნე­ბა“...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
33

ფული მისცა ინვესტორმა და ესაა ტრაგიკული? მაშინ დევნილების ისტორია რა არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩვენი აქ დასახლება ტრაგიკული ამბავია" - რატომ მოუწიათ წულაძეებს მშობლიური სახლიდან წასვლა და როგორ გამოიყურება მათი "სამოთახიანი" ოქროყანაში

"ჩვენი აქ დასახლება ტრაგიკული ამბავია" - რატომ მოუწიათ წულაძეებს მშობლიური სახლიდან წასვლა და როგორ გამოიყურება მათი "სამოთახიანი" ოქროყანაში

ერთი წლის წინ დასახლდნენ ოქროყანაში. როგორც ბატონი ლევანი ამბობს, ეს მთლად თავიანთი სურვილით არ მომხდარა და ერთგვარად ტრაგიკული ამბავიცაა - იძულებული გახდნენ, „პლეხანოვზე“ მდებარე წინაპრების ბინა დაეთმოთ და ახალი ნავსაყუდელი მოეძებნათ. სახლთან განშორება, რომელშიც ცოლ-ქმარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, განსაკუთრებით რთული ბატონი ლევანისთვის აღმოჩნდა. ძველი სახლის ნოსტალგიაზე, ახალ სახლში ნაპოვნ კომფორტსა და საყვარელ ნივთებზე ჩვენი მასპინძლები თავად ისაუბრებენ.

- ჩვენი აქ დასახლება საკმაოდ ტრაგიკული ამბავია, - თხრობას იწყებს ბატონი ლევანი და თან თავის ძაღლს, ელიკოს, ეფერება, რომელიც ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, - მოვიდა ინვესტორი და შენობის შესყიდვა გადაწყვიტა. თავიდან კი გავიბრძოლე, არ დავთმობთ-მეთქი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ ზუსტად 100 წლის თავზე ოჯახს ვუღალატე...

ფიქრობდნენ, სად წასულიყვნენ და ოქროყანაზე შეაჩერეს არჩევანი. გადაწყვეტილების მიღებაზე იმანაც იქონია გავლენა, რომ ოქროყანაში მარჯანიშვილის თეატრის ახალი შენობა შენდება და პატარა თეატრალური ქალაქის მოწყობა იგეგმება. ამიტომ იფიქრეს, რომ თეატრთან ახლოს იქნებოდნენ და ოქროყანაში სახლის ძიება დაიწყეს.

არასრული კარკასისგან, სადაც კედლებიც კი არ იყო დასრულებული, ლამაზი და მყუდრო სახლი ააშენეს. მშენებლობასა და რემონტს ცხრა თვე დასჭირდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბევრი კამათის გადატანა მოუხდათ. ცოლ-ქმრის გემოვნება და სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. „იმდენად განსხვავებული აზრი გვქონდა დიზაინთან, ნივთებთან დაკავშირებით, რომ კინაღამ განქორწინებამდე მივედით“, - ხუმრობს ქალბატონი მანანა და კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამდენად დიდი შრომა, ფიქრი და დრო მოითხოვა ამ „სამოთახიანმა სახლმა“, როგორც მას ბატონი ლევანი უწოდებს.

სახლში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ ხელოვანი და გემოვნებიანი ადამიანები ცხოვრობენ. აქ ყველაფერი ორიგინალური და მხოლოდ „მათია“ - ინტერიერი, დეკორი, ავეჯი, ნივთები. ყველაფერში იგრძნობა მასპინძლების ცხოვრების წესი, გემოვნება, პრიორიტეტები. ინტერიერის დიზაინზე და სივრცის განაწილებაზე ძირითადად დიასახლისმა იზრუნა, რა თქმა უნდა, მეუღლის აზრის გათვალისწინებით: „არ მესმის, რატომ ქირაობენ დიზაინერს და მას მიანდობენ სახლის მოწყობას. ყველაფერი ხომ შენი პირადი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხდება!“ - ამბობს ქალბატონი მანანა და გვაჩვენებს მისი დიზაინერული ექსპერიმენტების შედეგს, რომელსაც ახლა მათი სახლი ჰქვია.

სხვათა შორის, ის, რომ ხელოვანების სახლში ხართ და რომ აქ „რეტროსა“ და „მოდერნის“, ძველებურისა და თანამედროვეს საინტერესო ტანდემია, ეზოში შესვლამდეც კი შეიმჩნევა - კარზე ორგვარი ზარია - მექანიკური და ელექტრო. ეზოში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ნაქსოვ ნაჭერში შემოსილი ხილის ხეები. ესეც ქალბატონი მანანას იდეაა, შთაგონების წყარო ინტერნეტი აღმოჩნდა. ასევე კარსა და ვერანდაზე თვალს სტაცებს მნახველს ორიგინალური რკინის ქოლგები. ხის დივანი და სავარძელი დიდ ვერანდაზე თავად ლევან წულაძის ნამუშევარია. ხელობა ეხერხება და როგორც ამბობს, მოწყენილობის ჟამს გააკეთა: „ცოტა დიდი და მძიმე გამომივიდა, „მოზვერა“ დავარქვით. ამას ახლა „გავშკურკავ“, შევღებავ და უფრო კარგი შესახედი იქნება“...წაიკითხეთ სრულად