"ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს“, - ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება:
„ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ანაგი" სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
(R)