ავტორი:

ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა- "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა- "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

განახლებული და გადამუშავებული "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომს მკითხველი 30 დეკემბერს მიიღებს.

წიგნი ოთხი ტომისგან შედგება და მოიცავს საქართველოს ისტორიას, უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყველაფერი კი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.

ოთხტომეულის მეორე ტომი აღწერს IV –XIII საუკუნეებს. ძალიან მნიშნელოვანი საკითხები წყდებოდა სწორედ ამ ეპოქაში.

"მინდა აღვნიშნო, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საქართველოს ისტორიის ხელახალი გამოცემის შესახებ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, რადგან ასეთი გამოცემა, გარკვეული დროის შემდეგ, გადახედვას, გადასინჯვას, ახლებურად გააზრებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული ახალი მასალის დამატებას საჭიროებს", - გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი, თანაავტორი.

განახლებული გამოცემის პირველი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო. მეორე ტომი კი, რომელიც IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს, 30 დეკემებრს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 10,00 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50.

ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო