პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა
ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა

წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­მა თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა იცი­ან, რომ არ­სე­ბობს „სა­ვალ­დე­ბუ­ლო წიგ­ნე­ბი“, რო­მელ­თა წა­კი­თხვა­საც გვა­ვა­ლე­ბენ პე­და­გო­გე­ბი თუ მშობ­ლე­ბი... კლა­სი­კოს­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­რე­შე კარგ მკი­თხვე­ლად ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გვზრდი­ან და გე­მოვ­ნე­ბას გვიხ­ვე­წენ, მაგ­რამ მათ­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავუ­წყოთ ფეხი ჩვენს დროს და ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ უნდა დაგ­ვრჩეს ჩვე­ნი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი. ქვე­მოთ სწო­რედ ამ წიგ­ნებს მი­მო­ვი­ხი­ლავთ. აქაა არ­ცთუ ისე გრძე­ლი სია იმ არა­ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ თქვენს ქარ­თველ თა­ნა­ტო­ლებს. თუ ჯერ კი­დევ არ გა­გიც­ვნი­ათ ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი 5 წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი და მათ­თან ერ­თად არ გახ­ვე­ულ­ხართ უც­ნა­ურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში, ახალ წლამ­დე დრო ჯერ კი­დევ გაქვთ.

1 . „ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე“ - რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტი

GoodReads Choice Awards 2019-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­რე­შე წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ეს წე­ლი­წა­დი არ უნდა და­ას­რუ­ლოთ.

ნა­წარ­მო­ე­ბი სტე­ლა გრან­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...

2. „ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლი“ - ლი ბარ­დუ­გო

კე­ტერ­დამ­ში რა­საც გინ­და იყი­დი, თუ კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ხარ! ყვე­ლა­ზე უკეთ ეს კაზ ბრე­კერ­მა იცის და მას ეძ­ლე­ვა შან­სი წარ­მო­უდ­გენ­ლად გამ­დიდ­რდეს, თუკი ქურ­დო­ბას ჩა­ი­დენს და სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩე­ბა. თუმ­ცა ყვა­ვე­ბის ექ­ვსე­უ­ლის გა­რე­შე, ის ვე­რა­ფერს შეძ­ლებს.

3. „წიგ­ნის ქურ­დი“ - მარ­კუს ზუ­ზა­კი

ამ წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ წიგნს სულ სხვა ხიბ­ლი აქვს და სხვა ემო­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე, რომ წე­ლი­წა­დი ამ წიგ­ნის წა­უ­კი­თხა­ვად არ უნდა და­ას­რუ­ლოთ.

4. „ეკ­ლე­ბი­სა და ვარ­დე­ბის სა­მე­ფო“ - სარა ჯ. მა­ა­სი

ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­ღა­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ციხე-დარ­ბა­ზი­დან პა­ტა­რა კო­ტე­ჯში გა­და­სახ­ლდე­ბა. სამი დი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ცხრა­მე­ტი წლის ფერა იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ძა­ლი­ან სა­შიშ ტყე­ში ინა­დი­როს ხოლ­მე. ერთ დღეს, ფერა ტყე­ში მგელს მოკ­ლავს. იმა­ვე სა­ღა­მოს, მას შინ მხე­ცის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბა შუ­რი­სა­ძი­ებ­ლად მი­ად­გე­ბა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­გი­ით მო­ცულ მხა­რეს ფერა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი­დან იც­ნობს და მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ მისი და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი კი არა, ტემ­ლი­ნია - სა­ში­ში, უკ­ვდა­ვი ფეა.

და­ძა­ბუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი, და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი და მძაფ­რი. ამ წიგ­ნის გა­მო­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

5. „ფი­ნა­ლი“ - ბეკა ფი­ცპატ­რი­კი

„სი­ჩუ­მის“ სა­გის და­სას­რუ­ლი:

„შემ­დეგ კი ფიქ­რე­ბით ერთი წლით უკან გა­და­ვი­ნაც­ვლე. მა­შინ მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლას ვი­წყებ­დი, ბი­ჭის­თვის არც მე­კოც­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, წინ რა მე­ლო­და. პაჩი ჩემ­თვის იმ­დე­ნად ბევ­რს ნიშ­ნავ­და, რომ ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა მი­ჭირ­და.

მისი სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დოდ, ბევრ რა­მე­ში არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმა­ში ბო­ლომ­დე შე­მეძ­ლო დარ­წმუ­ნე­ბა, რომ პაჩი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ დავ­თმობ­დი. არა­სო­დეს“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა

ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა

წიგნის მოყვარულმა თინეიჯერებმა იციან, რომ არსებობს „სავალდებულო წიგნები“, რომელთა წაკითხვასაც გვავალებენ პედაგოგები თუ მშობლები... კლასიკოსთა ნაწარმოებების გარეშე კარგ მკითხველად ვერ ჩამოვყალიბდებით, ეს ნაწარმოებები გვზრდიან და გემოვნებას გვიხვეწენ, მაგრამ მათთან ერთად, აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი ჩვენს დროს და ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი თაობის არჩევანი. ქვემოთ სწორედ ამ წიგნებს მიმოვიხილავთ. აქაა არცთუ ისე გრძელი სია იმ არაქართული წიგნებისა, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ თქვენს ქართველ თანატოლებს. თუ ჯერ კიდევ არ გაგიცვნიათ ქვემოთ მოყვანილი 5 წიგნის პერსონაჟები და მათთან ერთად არ გახვეულხართ უცნაურ თავგადასავლებში, ახალ წლამდე დრო ჯერ კიდევ გაქვთ.

1 . „ორი ნაბიჯი შენამდე“ - რეიჩელ ლიპინკოტი

GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებულის გარეშე წიგნის მოყვარულებმა ეს წელიწადი არ უნდა დაასრულოთ.

ნაწარმოები სტელა გრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაფრის კონტროლის დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას. ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

2. „ყვავების ექვსეული“ - ლი ბარდუგო

კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს.

3. „წიგნის ქურდი“ - მარკუს ზუზაკი

ამ წიგნის ეკრანიზაცია ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს და სხვა ემოციების მატარებელია. ასე, რომ წელიწადი ამ წიგნის წაუკითხავად არ უნდა დაასრულოთ.

4. „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ - სარა ჯ. მაასი

ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ძალიან საშიშ ტყეში ინადიროს ხოლმე. ერთ დღეს, ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურისაძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.

დაძაბული, რომანტიკული, დამაინტრიგებელი და მძაფრი. ამ წიგნის გამოტოვება არ შეიძლება!

5. „ფინალი“ - ბეკა ფიცპატრიკი

„სიჩუმის“ საგის დასასრული:

„შემდეგ კი ფიქრებით ერთი წლით უკან გადავინაცვლე. მაშინ მეორე კურსზე სწავლას ვიწყებდი, ბიჭისთვის არც მეკოცნა და, შესაბამისად, წარმოდგენა არ მქონდა, წინ რა მელოდა. პაჩი ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავდა, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირდა.

მისი სიყვარული და რწმენა ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა. საზოგადოდ, ბევრ რამეში არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ იმაში ბოლომდე შემეძლო დარწმუნება, რომ პაჩი სწორი არჩევანი იყო. მას არცერთ შემთხვევაში, არ დავთმობდი. არასოდეს“

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო

რომელ წიგნებზე ვრცელდება 35%-იანი ფასდაკლება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში?