პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან
2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის, ხა­ლი­სის და დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გემ­რი­ე­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რაა. სწო­რედ ამი­ტომ ახა­ლი წლის შემ­დგომ დღე­ებ­ში „მძი­მე“ დღე­ე­ბი დგე­ბა - ვით­ვლით უხ­ვად მი­ღე­ბულ კა­ლო­რი­ებს, ჭარბ კი­ლოგ­რა­მებს და რაც ყვე­ლა­ზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, ვნა­ნობთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად ასა­ხულ სიმ­სუ­ნა­გეს.

აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი თა­მარ ხუ­ციშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს რჩე­ვებს მკი­თხვე­ლე­ბის­თვის წინა და პოსტსა­ა­ხალ­წლო კვე­ბის რე­ჟიმ­ზე. და­ეს­წა­რით მრა­ვალს და მშვი­დად ისი­ა­მოვ­ნეთ ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­რე­შე.

ახა­ლი წელი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­მე­ტე­ბულ სუფ­რი­ა­ნო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ტე­ბულ კი­ლოგ­რა­მებს უკავ­შირ­დე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა ვურ­ჩი­ოთ მკი­თხვე­ლებს, რომ მსგავს პრობ­ლე­მებს არ შეხ­ვდნენ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი წელი ყვე­ლას­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ამ დროს ყვე­ლა ვაგ­რო­ვებთ და­დე­ბით ემო­ცი­ებ­სა და ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც შემ­დეგ დიდ­ხანს მიგ­ვყვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მკაცრ ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ურ შე­ზღუდ­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იქ­ნე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, და­ვიც­ვათ ოქ­როს შუ­ა­ლე­დი ისე, რომ არ მოხ­დეს ორ­გა­ნიზ­მის გა­დატ­ვირ­თვა და ამას­თან, არც ჩვენს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას შე­ვუ­შა­ლოთ ხელი.

ახა­ლი წლის შემ­დგომ მხო­ლოდ წო­ნის მა­ტე­ბა არაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ჭარ­ბი და არა­გო­ნივ­რუ­ლი კვე­ბის შე­დე­გად, მო­მა­ტე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის გარ­და, შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბიც, რო­გო­რი­ცაა სის­ხლში შაქ­რის დო­ნი­სა თუ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა (რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ნაღ­ვლის ბუშ­ტის, კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ) და ა.შ. ამი­ტომ ახალ წელს უნდა ვიკ­ვე­ბოთ გო­ნივ­რუ­ლად არა მხო­ლოდ წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თვალ­საზ­რი­სით. მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით და გო­ნივ­რუ­ლი კვე­ბით ამის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

შე­გიძ­ლი­ათ უფრო კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბი მოგ­ვცეთ?

- სა­სურ­ვე­ლია ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სუფ­რას მი­ვუს­ხდეთ მსუ­ბუ­ქად და­ნაყ­რე­ბუ­ლე­ბი. თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და მსუ­ბუ­ქად წა­ვი­ხემ­სებთ, შემ­დეგ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე აღარ მოგ­ვი­წევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბის ერ­თი­ა­ნად მი­ღე­ბა.

- მო­ვე­რი­დოთ „ფუჭ“ კა­ლო­რი­ებს. გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლია და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, 1 ჭიქა გა­ზი­ან ლი­მო­ნათს ბევ­რად გირ­ჩევ­ნი­ათ მი­ირ­თვათ მა­გა­ლი­თად 1 ნა­ჭე­რი გემ­რი­ე­ლი ხა­ჭა­პუ­რი. გარ­და მა­ღა­ლი კა­ლო­რა­ჟი­სა, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­ზი­ა­ნოა, ქმნის გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის, დი­ა­ბე­ტის, ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბის რის­კებს.

- არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ორ­გა­ნიზ­მის ადე­კე­ვა­ტუ­რი ჰიდ­რა­ტა­ცია - წყლის მი­ღე­ბა. წყა­ლი აჩ­ქა­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, აქ­ვე­ი­თებს მა­დას, ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს ტოქ­სი­ნე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში.

- სა­სურ­ვე­ლია, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, მი­ვირ­თვათ კა­ნის გა­რე­შე. ფრინ­ვე­ლის კანი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ე.წ. „ცუდ“ ქო­ლეს­ტე­რინს. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ ნაკ­ლებ ცხი­მი­ან ყველს და ზო­გა­დად ნაკ­ლებ ცხი­მი­ან რძის პრო­დუქ­ტებს.

- ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რია ჭურ­ჭლის ზომა, რო­მელ­საც საკ­ვე­ბის­თვის ვი­ყე­ნებთ. თუ კერ­ძის ულუ­ფას პა­ტა­რა თეფ­შზე გად­მო­ვი­ღებთ, და­მერ­წმუ­ნეთ, უფრო ნაკ­ლებს მი­ვირ­თმევთ, ვიდ­რე დიდი თეფ­შის შემ­თხვე­ვა­ში. არა­ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ საკ­ვე­ბი თეფ­შის ზო­მის შემ­ცი­რე­ბა მი­ღე­ბულ სა­ერ­თო კა­ლო­რაჟს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებ­და პა­ცი­ენ­ტებ­ში.

- თუ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში თა­მა­მად ვიკ­ვე­ბოთ, შემ­დეგ დღე­ებ­ში სა­სურ­ვე­ლია მო­ვა­წყოთ ე.წ. „გან­ტვირ­თვის დღე­ბი“ - ჰი­პო­კა­ლო­რი­უ­ლი კვე­ბა, რაც წყლის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ასე­ვე მა­გა­ლი­თად და­ბალ­კა­ლო­რი­ულ რძის პრო­დუქ­ტებ­სა და ხილს მო­ი­ცავს. ამ­გვა­რად და­ვეხ­მა­რე­ბით ორ­გა­ნიზმს გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ წინა დღე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბი.

- სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის შემ­დგომ სა­სურ­ვე­ლია მალე და­ვუბ­რუნ­დეთ ან ჩავ­რთოთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დო­ზი­რე­ბუ­ლი ვარ­ჯი­ში, სირ­ბი­ლი, ცურ­ვა და ა.შ. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც შე­იმ­ჩნე­ვა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის ზრდა, რაც მე­ტად სა­სი­ხა­რუ­ლოა.

- და ბო­ლოს, ერთი ფაქ­ტო­რი, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც სა­სურ­ვე­ლია - თუ ახალ წლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რით ადრე შევ­ზღუ­დავთ კვე­ბის რა­ცი­ონს, ეს ხელს შე­უ­წყობს კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში მი­ვირ­თმევთ შე­და­რე­ბით უფრო ნაკ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

საახალწლო დღეებში ბედნიერების, ხალისის და დროის მხიარულად გატარების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მრავალფეროვანი და გემრიელი საახალწლო სუფრაა. სწორედ ამიტომ ახალი წლის შემდგომ დღეებში „მძიმე“ დღეები დგება - ვითვლით უხვად მიღებულ კალორიებს, ჭარბ კილოგრამებს და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ვნანობთ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ასახულ სიმსუნაგეს.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი გვიზიარებს რჩევებს მკითხველებისთვის წინა და პოსტსაახალწლო კვების რეჟიმზე. დაესწარით მრავალს და მშვიდად ისიამოვნეთ ყველასათვის საყვარელი დღესასწაულით განსაკუთრებული და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე.

ახალი წელი ხშირ შემთხვევაში გადამეტებულ სუფრიანობას და შესაბამისად, მომატებულ კილოგრამებს უკავშირდება. რა შეიძლება ვურჩიოთ მკითხველებს, რომ მსგავს პრობლემებს არ შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, ახალი წელი ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია. ამ დროს ყველა ვაგროვებთ დადებით ემოციებსა და ენერგიას, რომელიც შემდეგ დიდხანს მიგვყვება. შესაბამისად, ახალი წლის დღეებში მკაცრ ნუტრიციოლოგიურ შეზღუდვებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება. სასურველია, დავიცვათ ოქროს შუალედი ისე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა და ამასთან, არც ჩვენს საახალწლო განწყობას შევუშალოთ ხელი.

ახალი წლის შემდგომ მხოლოდ წონის მატება არაა გასათვალისწინებელი. ჭარბი და არაგონივრული კვების შედეგად, მომატებული კილოგრამების გარდა, შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა სისხლში შაქრის დონისა თუ არტერიული წნევის მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავება (როგორიცაა მაგალითად ნაღვლის ბუშტის, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები ) და ა.შ. ამიტომ ახალ წელს უნდა ვიკვებოთ გონივრულად არა მხოლოდ წონის შენარჩუნების მიზნით, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მინიმალური შეზღუდვებით და გონივრული კვებით ამის მიღწევა შესაძლებელია.

შეგიძლიათ უფრო კონკრეტული რჩევები მოგვცეთ?

- სასურველია ახალი წლის დღეებში სუფრას მივუსხდეთ მსუბუქად დანაყრებულები. თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე და მსუბუქად წავიხემსებთ, შემდეგ სადღესასწაულო სუფრაზე აღარ მოგვიწევს დიდი რაოდენობით საკვების ერთიანად მიღება.

- მოვერიდოთ „ფუჭ“ კალორიებს. გაზიანი სასმელები ძალიან მაღალკალორიულია და ალბათ დამეთანხმებით, 1 ჭიქა გაზიან ლიმონათს ბევრად გირჩევნიათ მიირთვათ მაგალითად 1 ნაჭერი გემრიელი ხაჭაპური. გარდა მაღალი კალორაჟისა, გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა, ქმნის გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების რისკებს.

- არ უნდა დაგვავიწყდეს ორგანიზმის ადეკევატური ჰიდრატაცია - წყლის მიღება. წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების განეიტრალებაში.

- სასურველია, ფრინველის ხორცი, რომელიც ქართული სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მივირთვათ კანის გარეშე. ფრინველის კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ე.წ. „ცუდ“ ქოლესტერინს. უპირატესობა მივანიჭოთ ნაკლებ ცხიმიან ყველს და ზოგადად ნაკლებ ცხიმიან რძის პროდუქტებს.

- ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჭურჭლის ზომა, რომელსაც საკვებისთვის ვიყენებთ. თუ კერძის ულუფას პატარა თეფშზე გადმოვიღებთ, დამერწმუნეთ, უფრო ნაკლებს მივირთმევთ, ვიდრე დიდი თეფშის შემთხვევაში. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვები თეფშის ზომის შემცირება მიღებულ საერთო კალორაჟს მნიშვნელოვნად ამცირებდა პაციენტებში.

- თუ თავს უფლებას მივცემთ, სადღესასწაულო პერიოდში თამამად ვიკვებოთ, შემდეგ დღეებში სასურველია მოვაწყოთ ე.წ. „განტვირთვის დღები“ - ჰიპოკალორიული კვება, რაც წყლის დიდ რაოდენობას, ასევე მაგალითად დაბალკალორიულ რძის პროდუქტებსა და ხილს მოიცავს. ამგვარად დავეხმარებით ორგანიზმს გავანეიტრალოთ წინა დღეებში მიღებული კალორიები.

- სადღესასწაულო დღეების შემდგომ სასურველია მალე დავუბრუნდეთ ან ჩავრთოთ ყოველდღიურობაში დოზირებული ვარჯიში, სირბილი, ცურვა და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც შეიმჩნევა ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესის ზრდა, რაც მეტად სასიხარულოა.

- და ბოლოს, ერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც სასურველია - თუ ახალ წლამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე შევზღუდავთ კვების რაციონს, ეს ხელს შეუწყობს კუჭის მოცულობის შემცირებას, მადის დაქვეითებას და შესაბამისად დღესასწაულის დღეებში მივირთმევთ შედარებით უფრო ნაკლებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი - წასვლის მიზეზი ავადმყოფის ნახვა იყო, რომლის სახელ-გვარსაც ვერ ვიტყვი

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა - "ვაჟას არაფერი უღიარებია"