სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს
ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

როცა სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად დი­დია და ძლი­ე­რი, რომ გყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა, გა­იხ­სნა და სამ­ყა­როს და ადა­მი­ა­ნებს შენი მიზ­ნის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა აუ­წყო, ბა­რი­ე­რე­ბიც ნელ-ნელა იშ­ლე­ბა, სა­ზღვრე­ბი ქრე­ბა და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ჩნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­გი­ნა­ხავს, ნდო­ბას გი­ცხა­დებს და მიზ­ნის­კენ სვლა­ში გეხ­მა­რე­ბა.

სწო­რედ ასე შე­იც­ვა­ლა სამ­ყა­რო მსა­ხი­ობ მა­რი­კა ხუნ­და­ძის­თვის, რო­მელ­მაც, თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის და რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა და სრულ­ყო­ფა სჭირ­დე­ბო­და. ამ მიზ­ნით მა­რი­კამ რამ­დე­ნი­მე ბრი­ტა­ნუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი შე­არ­ჩია, პორ­ტფე­ლიო შე­ად­გი­ნა და სა­ბუ­თე­ბი მი­სა­ღებ კო­მი­სი­ას გა­უგ­ზავ­ნა.

Royal Central School of Speech and Drama 1906 წლი­დან არ­სე­ბობს და დრა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბრი­ტა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე ელი­ტა­რუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­მაც მა­რი­კა ჯერ გა­მოც­დებ­ზე და­ი­ბა­რა, რთუ­ლი სამ­ტუ­რი­ა­ნი სა­გა­მოც­დო ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ კი, ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი 15 სა­უ­კე­თე­სო­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა და სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში მიწ­ვია. მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის­თვის სწო­რედ ამ ეტაპ­ზე და­ი­წყო.

„როცა მე­გო­ნა, რომ მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე დავძლიე, აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ იმ დროს ვი­დე­ქი უფრო რთუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე: ლონ­დონ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თხოვ­ნით მივ­მარ­თე რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მაგ­რამ თან­ხა საკ­მა­ოდ დიდი იყო, სას­წავ­ლებ­ლის გა­და­სა­ხად­თან ერ­თად მჭირ­დე­ბო­და ბინა, და­ზღვე­ვა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯი. ჩემი მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით, ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და და იმ დროს, როცა წას­ვლის იმე­დი თით­ქმის გა­და­მე­წუ­რა, ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­მეხ­მა­უ­რა თი­ბი­სი. მთელ­მა გუნ­დმა გა­ი­ზი­ა­რა მა­შინ ჩემი ამ­ბა­ვი და სა­ბო­ლო­ოდ, მათ უზ­რუნ­ველ­ყვეს ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ლონ­დონ­ში, სა­დაც თი­ბი­სის დახ­მა­რე­ბით წა­ვე­დი. ამ ულა­მა­ზეს ბი­ნა­ში და­ი­წყო ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი, რა­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა“ - ყვე­ბა მა­რი­კა ხუნ­და­ძე.

ბრი­ტა­ნეთ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ცხოვ­რე­ბა, მომ­თხოვ­ნი გა­რე­მო, სწავ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ინ­დი­ვიდ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი, დის­ციპ­ლი­ნა­ზე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ის ფაქ­ტო­რე­ბია, რა­მაც მა­რი­კას ცხოვ­რე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი, რაც ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე შე­იც­ვა­ლა, მისი ხედ­ვა და საქ­მი­სა და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

„ყვე­ლა­ფე­რი გა­დატ­რი­ალ­და. სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი ხე­ლოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით. იმა­თი მი­ზა­ნია, ჩა­მო­გა­ყა­ლო­ბონ ჯერ რო­გორც ინ­დი­ვი­დი, შემ­დეგ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, რად­გან ეს ორი გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ამი­სათ­ვის გას­წავ­ლი­ან ყვე­ლა არ­სე­ბულ ტექ­ნი­კას და მე­თოდს, და­წყე­ბუ­ლი სტა­ნის­ლავ­სკით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ის­ნე­რით, ყვე­ლა­ფერს, შემ­დეგ კი თა­ვად ირ­ჩევ, ირ­გებ მე­თოდს. ამუ­შა­ვებ ტექ­ნი­კას და როცა საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­დი­ხარ, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხარ, ფლობ შენს თავს და პრო­ცესს. ესაა მთავ­რი - ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა შენს თავ­ზე და იმა­ზე, რომ შე­გეძ­ლოს შენი თა­ვი­სა და პრო­ცე­სის მარ­თვა, არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი არც რე­ჟი­სორ­ზე და არც ან­სამ­ბლზე. ამ ერ­თმა წელ­მა ძა­ლი­ან გამ­ზარ­და, შე­იც­ვა­ლა ჩემი ხედ­ვა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დის­ციპ­ლი­ნი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სად­მი.“

Royal Central School of Speech and Drama -ს მა­გის­ტრა­ტუ­რის კლა­სი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, შექ­სპი­რის პი­ე­სა­ში „ციმ­ბე­ლი­ნი“, მა­რი­კამ, რე­ჟი­სორ ბენ ნე­ი­ლო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერ­თდრო­უ­ლად სამი სხვა­დას­ხვა როლი შე­ას­რუ­ლა.

„ამ პი­ე­სა­ში, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ აქ­ტუ­ა­ლურ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა, მა­რი­კას სპექ­ტაკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ გან­სხვა­ვე­ბულ პერ­სო­ნა­ჟად გარ­და­სახ­ვა უწევს - სა­მე­ფო კა­რის ექ­სცენ­ტრუ­ლი ექი­მად, რო­მის სე­ნა­ტის წევ­რად და მოჩ­ვე­ნე­ბად, პოს­ტუ­მუ­სის დე­დის სა­ხით. მა­რი­კა სა­ოც­რად კრე­ა­ტი­უ­ლია და მისი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრზე იშ­ლე­ბა“ - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი, შექ­სპი­რის პი­ე­სე­ბის ცნო­ბი­ლი დამ­დგმე­ლი, ბენ ნე­ი­ლო­რი.

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­სპი­რი­სა და ჩე­ხო­ვის პი­ე­სე­ბის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა თუ კინო-პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ, აგენ­ტიც გა­მოჩ­ნდა და მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც ზედ­მე­ტი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე გა­ფორმ­და. აგენ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით მა­რი­კა ლონ­დო­ნის ერთ თე­ატ­რში, The Actors Centre მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც ის დოს­ტო­ევ­სკის რო­მა­ნის, „და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი“-ს მი­ხედ­ვით დად­გმულ სპექ­ტაკლში სო­ნი­ას როლს შე­ას­რუ­ლებს. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა The Actors Centre-ში 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

როცა სურვილი იმდენად დიდია და ძლიერი, რომ გყოფნის გამბედაობა, გაიხსნა და სამყაროს და ადამიანებს შენი მიზნის შესახებ ხმამაღლა აუწყო, ბარიერებიც ნელ-ნელა იშლება, საზღვრები ქრება და შენს ცხოვრებაში ჩნებიან ადამიანები, ვინც დაგინახავს, ნდობას გიცხადებს და მიზნისკენ სვლაში გეხმარება.

სწორედ ასე შეიცვალა სამყარო მსახიობ მარიკა ხუნდაძისთვის, რომელმაც, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის დამთავრების და რამდენიმე თეატრში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ არჩეულ პროფესიაში უფრო მეტად განვითარება და სრულყოფა სჭირდებოდა. ამ მიზნით მარიკამ რამდენიმე ბრიტანული სასწავლებელი შეარჩია, პორტფელიო შეადგინა და საბუთები მისაღებ კომისიას გაუგზავნა.

Royal Central School of Speech and Drama 1906 წლიდან არსებობს და დრამის მიმართულებით ბრიტანეთში ყველაზე ელიტარული სასწავლებელია, რომელმაც მარიკა ჯერ გამოცდებზე დაიბარა, რთული სამტურიანი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი, ქართველი სტუდენტი 15 საუკეთესოთა სიაში შეიყვანა და სასწავლებლად ლონდონში მიწვია. მთავარი სირთულე ახალგაზრდა მსახიობისთვის სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო.

„როცა მეგონა, რომ მთავარი სირთულე დავძლიე, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დროს ვიდექი უფრო რთული, ტექნიკური პრობლემის წინაშე: ლონდონში სასწავლებლად წასვლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თხოვნით მივმართე რამდენიმე ორგანიზაციას, მაგრამ თანხა საკმაოდ დიდი იყო, სასწავლებლის გადასახადთან ერთად მჭირდებოდა ბინა, დაზღვევა, საცხოვრებელი ხარჯი. ჩემი მეგობრების წყალობით, ეს ამბავი გახმაურდა და იმ დროს, როცა წასვლის იმედი თითქმის გადამეწურა, ფეისბუქის საშუალებით გამომეხმაურა თიბისი. მთელმა გუნდმა გაიზიარა მაშინ ჩემი ამბავი და საბოლოოდ, მათ უზრუნველყვეს ჩემი საცხოვრებელი ლონდონში, სადაც თიბისის დახმარებით წავედი. ამ ულამაზეს ბინაში დაიწყო ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“ - ყვება მარიკა ხუნდაძე.

ბრიტანეთში დამოუკიდებელად ცხოვრება, მომთხოვნი გარემო, სწავლის განსხვავებული, ინდივიდზე ორიენტირებული მეთოდი, დისციპლინაზე და პასუხისმგებლობაზე აგებული ყოველდღიურობა ის ფაქტორებია, რამაც მარიკას ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ ერთი წლის მანძილზე შეიცვალა, მისი ხედვა და საქმისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა.

„ყველაფერი გადატრიალდა. სხვა სამყაროში აღმოვჩნდი ხელოვნების თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით. იმათი მიზანია, ჩამოგაყალობონ ჯერ როგორც ინდივიდი, შემდეგ როგორც მსახიობი, რადგან ეს ორი განუყოფელია. ამისათვის გასწავლიან ყველა არსებულ ტექნიკას და მეთოდს, დაწყებული სტანისლავსკით, დამთავრებული მაისნერით, ყველაფერს, შემდეგ კი თავად ირჩევ, ირგებ მეთოდს. ამუშავებ ტექნიკას და როცა საგრიმიოროში შედიხარ, თავდაჯერებული ხარ, ფლობ შენს თავს და პროცესს. ესაა მთავრი - ინდივიდუალური მუშაობა შენს თავზე და იმაზე, რომ შეგეძლოს შენი თავისა და პროცესის მართვა, არ იყო დამოკიდებული არც რეჟისორზე და არც ანსამბლზე. ამ ერთმა წელმა ძალიან გამზარდა, შეიცვალა ჩემი ხედვა და დამოკიდებულება დისციპლინისა და პასუხისმგებლობისადმი.“

Royal Central School of Speech and Drama -ს მაგისტრატურის კლასიკური მიმართულებაზე სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე, შექსპირის პიესაში „ციმბელინი“, მარიკამ, რეჟისორ ბენ ნეილორის გადაწყვეტილებით, ერთდროულად სამი სხვადასხვა როლი შეასრულა.

„ამ პიესაში, რომელიც დღევანდელ აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება, მარიკას სპექტაკლის განმავლობაში სამ განსხვავებულ პერსონაჟად გარდასახვა უწევს - სამეფო კარის ექსცენტრული ექიმად, რომის სენატის წევრად და მოჩვენებად, პოსტუმუსის დედის სახით. მარიკა საოცრად კრეატიულია და მისი სამსახიობო შესაძლებლობები ძალიან ფართო სპექტრზე იშლება“ - ამბობს რეჟისორი, შექსპირის პიესების ცნობილი დამდგმელი, ბენ ნეილორი.

ერთი წლის განმავლობაში შექსპირისა და ჩეხოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისა თუ კინო-პროექტების შემდეგ, აგენტიც გამოჩნდა და მასთან ხელშეკრულებაც ზედმეტი სირთულეების გარეშე გაფორმდა. აგენტის შუამავლობით მარიკა ლონდონის ერთ თეატრში, The Actors Centre მიიწვიეს, სადაც ის დოსტოევსკის რომანის, „დანაშაული და სასჯელი“-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლში სონიას როლს შეასრულებს. სპექტაკლის პრემიერა The Actors Centre-ში 2020 წლის თებერვალში გაიმართება.

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ

რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა, თუ მზა კერძებს შეიძენთ