საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რის, ინგა გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

რო­გორც გრი­გო­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ფი­ნანსთა მი­ნისტრს მათ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ ჰქონ­და და დე­მა­გო­გი­ის მოს­მე­ნას არ აპი­რებს.

„შეხ­ვედ­რა დავ­ტო­ვე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, იმი­ტომ რომ უბ­რა­ლოდ შეხ­ვედ­რა შედ­გა მი­ნის­ტრსა და მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რებს შო­რის, ამის­თვის ნამ­დვი­ლად ვერ ვიჯ­დე­ბო­დი. მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც და­ა­ვა­ლეს, რომ უბ­რა­ლოდ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, იდგა და იმის ნაც­ვლად, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცა, რა­ტომ ჩაგ­ვა­ყე­ნა ასეთ უსა­მარ­თლო პი­რო­ბებ­ში, გვიყ­ვე­ბო­და ხან­გრძლივ და და­უს­რუ­ლე­ბელ ის­ტო­რი­ას, რა­ტომ და­ე­დო ვა­ლე­ბი „რუს­თა­ვი 2“-ს, რა­ტომ და­ე­დო ვა­ლე­ბი „იმედს“. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ მი­ნის­ტრის­გან ვი­თხოვ­დით პა­სუხს, რა­ტომ ჩაგ­ვა­ყე­ნა ასეთ უსა­მარ­თლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩემ­თვის ეს იყო დი­დად უინ­ტე­რე­სო. არ ვა­პი­რებ მი­ნის­ტრის დე­მა­გო­გი­ის მოს­მე­ნას, მი­თუ­მე­ტეს, რომ პა­სუ­ხე­ბი არ ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე რჩე­ბი­ან „ტვ პირ­ვე­ლის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი და „კავ­კა­სი­ის“ დი­რექ­ტო­რი, ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი. რო­გორც გრი­გო­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, "ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ იავ­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს სა­უბ­რი­სას წა­მოს­ცდა, რომ აქამ­დე კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ებს ვალი რომ არ გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო".

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გრი­გო­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პირ­ვე­ლი“ „გა­ჯი­ქე­ბას“ არ აპი­რებს და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იხ­დის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა სხვა და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის მქო­ნე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან.

„მო­დით, ვი­ყოთ ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი და პა­ტი­ოს­ნე­ბი: მე არა­ვის და­ხურ­ვა არ მინ­და. მე ვამ­ბობ იმას, რომ უსინ­დი­სო­ბაა, და­აბ­რა­ლო კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს „კავ­კა­სი­ას“ და ჩვენ თავს ვგუ­ლის­ხმობ, რომ გა­და­სა­ხა­დებს არ იხ­დის ბი­უ­ჯეტ­ში, მა­შინ რო­დე­საც 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უზარ­მა­ზარ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ ახ­დე­ვი­ნებ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რო­მე­ლიც კოჭს გი­გო­რებს. ინ­კა­სო­ზე მე­ტად ამ თე­მა­ზე ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ჩვენ ვართ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გა­დამ­ხდე­ლე­ბი, მხო­ლოდ 2 კვი­რით ვი­თხოვ­დით გა­და­წე­ვას. გა­ჯი­ქე­ბას არ ვა­პი­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ინგა გრი­გო­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე დაგ­რო­ვი­ლი აქვთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, ერთი დღის ვადა მის­ცა, რათა 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან დაგ­რო­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ძირი თან­ხა და­ე­ფა­რათ. შემ­დეგ კი, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის „რუს­თა­ვი2“-ის, „ტვ პირ­ვე­ლის“ და „კავ­კა­სი­ის“ ან­გა­რი­შებს ინ­კა­სო და­ე­დო.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
43

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ინგა გრიგოლია პატიოსნებაზე და წესიერებაზე რომ ლაპარაკობს!

pante
79

საქართველოს პრეზიდენტად მენახე ინგა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ტვ პირველის“ დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა მინისტრს მათ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და დემაგოგიის მოსმენას არ აპირებს.

„შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედიამენეჯერებს შორის, ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს, რატომ დაედო ვალები „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. ჩემთვის ეს იყო დიდად უინტერესო. არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას, მითუმეტეს, რომ პასუხები არ ჰქონდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე რჩებიან „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი და „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, "ფინანსთა მინისტრ იავნე მაჭავარიანს საუბრისას წამოსცდა, რომ აქამდე კონკრეტული ტელევიზიებს ვალი რომ არ გადაახდევინეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო".

შეხვედრის დაწყებამდე გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველი“ „გაჯიქებას“ არ აპირებს და აუცილებლად გადაიხდის დავალიანებას, თუმცა მას შემდეგ, რაც თანაბარ პირობებში იქნება სხვა დავალიანებების მქონე ტელევიზიებთან.

„მოდით, ვიყოთ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები: მე არავის დახურვა არ მინდა. მე ვამბობ იმას, რომ უსინდისობაა, დააბრალო კერძო კომპანიებს „კავკასიას“ და ჩვენ თავს ვგულისხმობ, რომ გადასახადებს არ იხდის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მოყოლებული უზარმაზარ დავალიანებას არ ახდევინებ ტელევიზიებს, რომელიც კოჭს გიგორებს. ინკასოზე მეტად ამ თემაზე ვარ გაბრაზებული. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მხოლოდ 2 კვირით ვითხოვდით გადაწევას. გაჯიქებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. შემდეგ კი, ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

კახა კალაძე ოპოზიციას "ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში" გაერთიანებას სთავაზობს - "მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა"

"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?