პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს
საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი არ აქვს. ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 000-მდე ოჯა­ხი გა­მო­კი­თხა.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის 56%-ს სამი სა­ბავ­შვო წიგ­ნი მა­ინც აქვს, ბავ­შვე­ბის 44%-ს კი ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა მათ­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა მო­ნა­ცე­მე­ბის სხვა­დას­ხვა ჭრილ­ში გან­ხილ­ვაც. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის 26%-ს აქვს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხოლო ყვე­ლა­ზე მდი­დარ სეგ­მენ­ტში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 75%-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მდი­დარ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც კი, კვლე­ვამ სრუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ აჩ­ვე­ნა, რაც, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვთა წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

თუ მო­ნა­ცე­მებს ეთ­ნი­კურ ჭრილ­ში შევ­ხე­დავთ, სა­ხე­ზეა ბავ­შვთა უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით: ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის 70%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი წიგ­ნებ­ზე, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ბავ­შვე­ბის - 35%-ს, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11%-ია.

უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს შო­რი­საც. თუ დე­და­ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შვე­ბის 68%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, სოფ­ლის ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 38%-ია.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნი ბავ­შვე­ბის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში? რო­გორ უნდა შე­ვურ­ჩი­ოთ სწო­რად წიგ­ნე­ბი ბავ­შვს ასა­კის მი­ხედ­ვით? რამ­დე­ნად ას­რუ­ლე­ბენ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვთა წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას?

AMBEBI.GE ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს ანა ჯა­ნე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ბა­მი­სი, სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბის ქონა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შვის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. არამ­ხო­ლოდ სას­კო­ლო მზა­ო­ბის­თვის, არა­მედ მისი ემო­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხი­თაც.

წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა ბავ­შვსა და მშო­ბელს, აღ­მზრდელს შო­რის. რად­გა­ნაც ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვმა კი­თხვა არ იცის და მათ უფ­რო­სე­ბი უკი­თხა­ვენ, აც­ნო­ბენ წიგ­ნებს, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უყა­ლიბ­დე­ბათ პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი წიგნ­ზე და უვი­თარ­დე­ბათ წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­წყი­სი უნა­რე­ბი.

მა­გა­ლი­თად, ბავ­შვე­ბი პირ­ველ ჯერ­ზე იწყე­ბენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, იგე­ბენ იმას, რომ ის, რა­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მი­თაც გად­მო­ი­ცეს; რომ ში­ნა­არ­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თდრო­უ­ლად ნა­წე­რი სი­ტყვე­ბი­თა და ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ნა­ხა­ტე­ბი­თაც გად­მო­ი­ცეს; აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მა­გა­ლი­თად ჩვენ მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ ვკი­თხუ­ლობთ; რომ ტექ­სტი სი­ტყვე­ბის­გან შედ­გე­ბა, სი­ტყვე­ბი ასო­ე­ბის­გან; რომ სა­ჭი­როა წიგ­ნებს მო­ვუფრ­თხილ­დეთ და ასე შემ­დეგ.

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა, ერ­თად თვა­ლი­ე­რე­ბა ხელს უწყობს მათ შე­მეც­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ, წარ­მო­სახ­ვი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­დე­საც უფ­რო­სი უკი­თხავს ბავ­შვს წიგნს, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო, ახ­ლის შე­მეც­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა ბავ­შვის­თვის.

- რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად წიგ­ნე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით და რა ასა­კი­დან უნდა დი­წყოს წიგ­ნი­სა და ბავ­შვის ურ­თი­ერ­თო­ბა?

- წიგ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვას ასა­კის მი­ხედ­ვით დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი ბავ­შვის­თვის წიგ­ნის მი­წო­დე­ბი­სა, არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა ორი-სამი თვი­და­ნაც კი მივ­ცეთ მას წიგ­ნი, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი. არ­სე­ბობს ამ ასა­კის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი, რო­დე­საც შე­უძ­ლია კონ­ტრას­ტე­ბის და­ნახ­ვა, ფე­რე­ბის აღ­ქმა - მუ­ყა­ოს ფურ­ცლე­ბით, კონ­ტრას­ტუ­ლი ფე­რე­ბით, ტაქ­ტი­ლუ­რი წიგ­ნე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბია. ჭრა­ჭუ­ნობს, ფა­ფუ­კია და ა.შ.

თვე­ე­ბის ბავ­შვმაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, იწყებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სწავ­ლას, მა­გა­ლი­თად გა­და­ფურცვლას

ერთი წლი­დან უკვე სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნე­ბი შე­მო­დის. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სა­ბავ­შვო წიგ­ნებ­ში იმა­ტებს ტექ­სტი, თუმ­ცა სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად ილუსტრი­რე­ბუ­ლია. ერთ-ერთი ბა­ღის აღ­მზრდე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ვერ აინ­ტე­რე­სებს ბავ­შვებს წიგ­ნე­ბით. ვთხო­ვე, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა წიგ­ნი და ეს იყო დიდი ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნი, ყო­ველ­გვა­რი ილუსტრა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ცხა­დია, პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვს ასე­თი წიგ­ნით ვერ მი­ი­ზი­დავ. მას ტექ­სტის აღ­საქ­მე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა, მე­ტად აინ­ტე­რე­სებს, ფე­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლე­ბი, ილუსტრა­ცი­ე­ბი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

- რა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა წა­ვუ­კი­თხოთ ბავ­შვებს ად­რე­ულ ასაკ­ში?

- არ­სე­ბობს წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვე­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც მხო­ლოდ ზღაპ­რე­ბია გან­კუთ­ვნი­ლი, თუმ­ცა რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ასე ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა ტი­პის წიგ­ნე­ბი. არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი პა­ტა­რა ამ­ბე­ბი­თა და ის­ტო­რი­ე­ბით, პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბი, ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბი, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბი რა­ი­მე ცნე­ბე­ბის ან მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს წიგ­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბავ­შვს მისი ასა­კის­თვის შე­სა­ბა­მი­სი და გა­სა­გე­ბი ფორ­მით, ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემს ამ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წიგ­ნე­ბი იყოს ბავ­შვე­ბის უშუ­ა­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ახ­ლოს - მო­ცე­მუ­ლი თე­მე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი, რა­ი­მე სა­ხით უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს მათ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას.

ზო­გა­დად, რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­დოს­ნურ ზღაპ­რებს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ვი­დან ზღაპ­რე­ბი ხალ­ხურ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ში რო­გორც წესი ბავ­შვე­ბის­თვის არ შექ­მნი­ლა - მას ზრდას­რუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უყ­ვე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ზოგი ზღა­პა­რი სა­ბავ­შვო აუ­დი­ტო­რი­ას მო­არ­გეს.

ახლა ბევ­რი ძვე­ლი ზღა­პა­რი მო­ი­ცავს სა­შიშ ამ­ბებს, მოგ­ვი­თხრობს ძა­ლა­დო­ბა­ზე, სიკ­ვდილ­ზე. ზო­გი­ერ­თი იმ­დე­ნად სა­ში­შია, რომ ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა დათ­რგუ­ნოს და დას­ტრე­სოს, ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ში­შე­ბი რა­ღა­ცე­ე­ბის მი­მართ

ამის გამო, ტრა­დი­ცი­ულ ზღაპ­რებს სჭირ­დე­ბათ ადაპ­ტი­რე­ბა. თუმ­ცა იქ­მნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ახა­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბიც. ტენ­დენ­ცია არის იქეთ­კენ, რომ იქ­მნე­ბა ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი თუ ზღაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არის ახ­ლოს, მარ­ტი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შვე­ბი გა­ი­გე­ბენ მეტს გა­რე­სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, ის­წავ­ლი­ან თა­ნაგ­რძნო­ბას, სხვებ­ზე და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას და ა.შ.

- ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის თემა. "ფე­ის­ბუქ­ზე" მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ არაფ­რის მომ­ცე­მი და ასე ვთქვათ, უში­ნა­არ­სო ლექ­სის­თვის ბავ­შვე­ბის მოც­დე­ნა არ ღირს. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად სწო­რია ასე­თი მსჯე­ლო­ბა და რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბი?

- და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ არ უნდა იყოს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს, ან იმის წა­კი­თხვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც ახა­ლი უნდა გა­ვი­გოთ ან შე­ვი­მეც­ნოთ. ლი­ტე­რა­ტუ­რა ყო­ველ­თვის რა­ღა­ცის მი­სა­ცე­მად არ არის, რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ისე პა­ტა­რე­ბის­თვის.

პირ­ველ რიგ­ში ის უნდა ანი­ჭებ­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მკი­თხველს, ან სხვა­ნა­ი­რად ანა­ხებ­დეს ამა თუ იმ სა­კითხს, ან რით­მა ჰქონ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო. მთა­ვა­რი ლექსში არის მე­ტა­ფო­რა და რა­ღა­ცის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რო­დე­საც ბავ­შვე­ბის­თვის იქ­მნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის სამ­ყა­როს, მისი ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ის უფრო დიდი პრობ­ლე­მაა, როცა ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან ვრცელ ლექ­სებს აბ­სტრაქ­ტულ ცნე­ბებ­ზე, რაც დი­დე­ბის აზ­რით სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ ბავ­შვმა იცო­დეს. აი­ძუ­ლე­ბენ, და­ის­წავ­ლონ ლექ­სე­ბი - სამ­შობ­ლო­ზე, გმი­რო­ბა­ზე, სის­ხლზე, თავ­გან­წირ­ვა­ზე და ა.შ.

ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვის­თვის ასე­თი ლექ­სე­ბის ში­ნა­არ­სი გა­უ­გე­ბა­რია, ვერ აღიქ­ვამს და ამ პრო­ცესს მისი კოგ­ნი­ტუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, მე­ტიც - ამ დროს ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის, პო­ე­ზი­ის მი­მართ. რაც ბავ­შვს მოს­წონს და მის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ის უნდა წა­ვუ­კი­თხოთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ ერ­თად.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამ მხრივ? რამ­დე­ნად ფლო­ბენ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს?

- ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვართ. მშობ­ლებ­თან სა­ბავ­შვო ბაღი უნდა მუ­შა­ობ­დეს ამ კუ­თხით, უხ­სნი­დეს და ას­წავ­ლი­დეს, აც­ნობ­დეს, რა შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლონ, წა­უ­კი­თხონ ბავ­შვებს ასა­კის მი­ხედ­ვით, რო­გორ შე­არ­ჩი­ონ წიგ­ნე­ბი. მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში აღ­მზრდე­ლებს და პე­და­გო­გებს ხში­რად არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია.

2016 წლამ­დე "ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის" მი­ღე­ბამ­დე, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი თვი­თონ წყვეტ­და, რო­გო­რი აღ­მზრდე­ლი ჰყო­ლო­და. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბა­ღის აღ­მზრდელს. 2017 წელს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა “აღ­მზრდელ პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2024 წლი­დან უკვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ბა­ღის პე­და­გოგს ჰქონ­დეს დარ­გობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ არ­სე­ბობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ად­რე­უ­ლი სკო­ლამ­დე­ლი პე­და­გო­გი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უქ­მდა. ახლა ისევ ხდე­ბა პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს იქ­ნე­ბა 4 წლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი. უფრო ადრე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ელო­დე­ბი­ან სა­მი­ნის­ტროს მიერ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მოხ­დეს სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტი­რე­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით, ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უმ­რავ­ლე­სო­ბას არ ჰქო­ნია გა­დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც

ვი­საც აქვს ასე­თი გა­ნათ­ლე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბას 20-40 წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი. ამი­ტომ ეს ცოდ­ნა დღეს არ არის რე­ლე­ვან­ტუ­რი, ხში­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ახალ სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტებს და სა­ჭი­როა გა­დამ­ზა­დე­ბა.

არა­და სწო­რედ ეს ასა­კია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. პი­როვ­ნუ­ლი ფუნ­დმენ­ტუ­რი უნა­რე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. ამას­თან, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რო­დე­საც და­წყე­ბით კლა­სებ­ში ბავ­შვე­ბი შე­დი­ან არა­თა­ნა­ბა­რი სას­კო­ლო მზა­ო­ბით, შემ­დეგ კი­დევ უფრო ღრმავ­დე­ბა ეს უთა­ნას­წო­რო­ბა და დიდ ნაპ­რალს აჩენს აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბებს შო­რი­საც.

ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდელს შე­მოკ­რე­ბი­ლი ჰყავ­და ირ­გვლივ ბავ­შვე­ბი, წინ ედო წიგ­ნი და უკი­თხავ­და, თუმ­ცა ისე რომ არ აძ­ლევ­და ნა­ხა­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ არ იცო­და, რომ ილუსტრა­ცი­ე­ბი პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­არ­სის აღ­საქ­მე­ლად, წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­საღ­ვი­ვებ­ლად...

ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნა­რია, რა­საც უნდა ფლობ­დეს აღ­მზრდე­ლი. ასე­თი მარ­ტი­ვი უნა­რე­ბი, არ მო­ი­თხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ნუ­ვი­თარ­დეთ პე­და­გო­გებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­მზრდელ­თა და­ი­გეგ­მოს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

აქვე გთა­ვა­ზობთ 5 სა­ბავ­შვო წიგნს "პა­ლიტ­რა L"-სგან, რო­მე­ლიც სა­ა­ხალ­წლოდ უნდა წა­ა­კი­თხოთ თქვენს პა­ტა­რებს:

სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა, ჩარლზ დი­კენ­სი
ახა­ლი წლის ამ­ბე­ბი

გუნ­და და მისი მე­გობ­რე­ბი

ძმე­ბი გრი­მე­ბი - ოქ­როს კო­ლექ­ცია

ჩემი პირ­ვე­ლი სა­გან­ძუ­რი - თოვ­ლი­ა­ნი ზღაპ­რე­ბი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
3

ძალიან ცუდია, როცა ოჯახს არა აქვს ბავშვისთვის წიგნის შეძენის საშუალება, თუმცა, ჩემი აზრით, წიგნზე ხელმისაწვდომობაში მხოლოდ ყიდვა არ უნდა იგულისხმებოდეს. ჩვენი საბავშვო ბიბლიოთეკებიდან შეიძლება წიგნების გამოტანა და შესაძლოა, ბევრ მშობელს არ ჰქონდეს ინფორმაცია ასეთი ბიბლიოთეკებისა და შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ, კარგი იქნება მათი ინფორმირება იმაზე, რომ სრულიად უფასოდ შეუძლიათ საბავშვო ლიტერატურით ისარგებლონ. 

ლიახვისპირელი
0

ბოროტებას რომ ებრძვი და ამარცხებ, ძალადობაა? ჩემი თაობა ხალხურ ზღაპრებზე გაიზარდა, მაგრამ არც ვინმეზე გვიძალადია და არც რაიმეს შიში გვქონია.ასე,რომ რაღაც აბსურდს ნუ ლაპარაკობთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

საქართველოში ბავშვების თითქმის ნახევარს საბავშვო წიგნები არ აქვს. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა. ორგანიზაციამ სპეციალური კითხვარებით საქართველოში 14 000-მდე ოჯახი გამოკითხა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 56%-ს სამი საბავშვო წიგნი მაინც აქვს, ბავშვების 44%-ს კი ხელი არ მიუწვდება მათზე.

მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მონაცემების სხვადასხვა ჭრილში განხილვაც. მაგალითად, ყველაზე ღარიბ მოსახლეობაში, ბავშვების 26%-ს აქვს ხელმისაწვდომობა საბავშვო ლიტერატურაზე, ხოლო ყველაზე მდიდარ სეგმენტში ეს მაჩვენებელი 75%-ია. აღსანიშნავია, რომ მდიდარ მოსახლეობაშიც კი, კვლევამ სრული ხელმისაწვდომობა არ აჩვენა, რაც, შესაძლოა უკავშირდებოდეს, მშობლების ცნობიერების დაბალ დონეს ადრეულ ასაკში ბავშვთა წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ.

თუ მონაცემებს ეთნიკურ ჭრილში შევხედავთ, სახეზეა ბავშვთა უთანასწორო მდგომარეობა ეთნიკური ნიშნით: ეთნიკურად ქართველი ბავშვების 70%-ს მიუწვდება ხელი წიგნებზე, ეთნიკურად სომეხი ბავშვების - 35%-ს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებში კი ეს მაჩვენებელი 11%-ია.

უთანასწორო მდგომარეობაა სოფელსა და დედაქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორისაც. თუ დედაქალაქელი ბავშვების 68%-ს მიუწვდება ხელი საბავშვო ლიტერატურაზე, სოფლის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 38%-ია.

რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ბავშვების ადრეული განვითარების პროცესში? როგორ უნდა შევურჩიოთ სწორად წიგნები ბავშვს ასაკის მიხედვით? რამდენად ასრულებენ საბავშვო ბაღები ადრეულ ასაკში ბავშვთა წიგნიერების მიმართულებით დაკისრებულ მოვალეობას?

AMBEBI.GE ამ საკითხებზე სასაუბროდ გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტს ანა ჯანელიძეს დაუკავშირდა:

"ასაკობრივად შესაბამისი, სურათებიანი წიგნების ქონა უმნიშვნელოვანესია ბავშვის ადრეული განვითარების პროცესში. არამხოლოდ სასკოლო მზაობისთვის, არამედ მისი ემოციური, სოციალური განვითარების კუთხითაც.

წიგნის მეშვეობით ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კონტაქტი მყარდება ბავშვსა და მშობელს, აღმზრდელს შორის. რადგანაც ადრეულ ასაკში ბავშვმა კითხვა არ იცის და მათ უფროსები უკითხავენ, აცნობენ წიგნებს, რის მეშვეობითაც უყალიბდებათ პირველი წარმოდგენები წიგნზე და უვითარდებათ წიგნიერების საწყისი უნარები.

მაგალითად, ბავშვები პირველ ჯერზე იწყებენ გაცნობიერებას, იგებენ იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება სიმბოლურად, წერილობითი ფორმითაც გადმოიცეს; რომ შინაარსი შესაძლებელია ერთდროულად ნაწერი სიტყვებითა და ვიზუალურად, ნახატებითაც გადმოიცეს; აცნობიერებენ, რომ მაგალითად ჩვენ მარცხნიდან მარჯვნივ ვკითხულობთ; რომ ტექსტი სიტყვებისგან შედგება, სიტყვები ასოებისგან; რომ საჭიროა წიგნებს მოვუფრთხილდეთ და ასე შემდეგ.

ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა, ერთად თვალიერება ხელს უწყობს მათ შემეცნებით, სოციალურ-ემოციურ, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარებას. როდესაც უფროსი უკითხავს ბავშვს წიგნს, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო, ახლის შემეცნების მდგომარეობაა ბავშვისთვის.

- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად წიგნები ასაკის მიხედვით და რა ასაკიდან უნდა დიწყოს წიგნისა და ბავშვის ურთიერთობა?

- წიგნის სწორად შერჩევას ასაკის მიხედვით დიდი დატვირთვა აქვს. მინიმალური ასაკი ბავშვისთვის წიგნის მიწოდებისა, არ არსებობს. შეიძლება ორი-სამი თვიდანაც კი მივცეთ მას წიგნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისი. არსებობს ამ ასაკისთვისაც სპეციალური წიგნები, როდესაც შეუძლია კონტრასტების დანახვა, ფერების აღქმა - მუყაოს ფურცლებით, კონტრასტული ფერებით, ტაქტილური წიგნები, სადაც სხვადასხვა მასალებისგან დამზადებული ვიზუალებია. ჭრაჭუნობს, ფაფუკია და ა.შ.

თვეების ბავშვმაც კი შეიძლება გაიგოს მთავარი პრინციპი, იწყებს წიგნთან ურთიერთობის სწავლას, მაგალითად გადაფურცვლას

ერთი წლიდან უკვე სხვანაირი წიგნები შემოდის. ასაკის მატებასთან ერთად, საბავშვო წიგნებში იმატებს ტექსტი, თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის გამიზნული წიგნი აუცილებლად კარგად ილუსტრირებულია. ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი მეუბნებოდა, რომ ვერ აინტერესებს ბავშვებს წიგნებით. ვთხოვე, ეჩვენებინა წიგნი და ეს იყო დიდი ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი, ყოველგვარი ილუსტრაციების გარეშე. ცხადია, პატარა ასაკის ბავშვს ასეთი წიგნით ვერ მიიზიდავ. მას ტექსტის აღსაქმელად აუცილებლად სჭირდება, მეტად აინტერესებს, ფერები, ვიზუალები, ილუსტრაციები, გამოსახულებები.

- რა ტიპის ლიტერატურა უნდა წავუკითხოთ ბავშვებს ადრეულ ასაკში?

- არსებობს წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ბავშვებისთვის მაინცდამაინც მხოლოდ ზღაპრებია განკუთვნილი, თუმცა როგორც დიდებისთვის, ასე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის წიგნები. არსებობს წიგნები პატარა ამბებითა და ისტორიებით, პოეტური კრებულები, ჯადოსნური ზღაპრები, ენციკლოპედიები, კონკრეტული წიგნები რაიმე ცნებების ან მოვლენის შესახებ.

მაგალითად, შეიძლება იყოს წიგნი ფეხსაცმელების შესახებ, რომელიც ბავშვს მისი ასაკისთვის შესაბამისი და გასაგები ფორმით, ინფორმაციას მისცემს ამ კონკრეტულ თემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნები იყოს ბავშვების უშუალო გამოცდილებასთან ახლოს - მოცემული თემები, ურთიერთობები, მოვლენები, რაიმე სახით უნდა უკავშირდებოდეს მათ პირად გამოცდილებას.

ზოგადად, რაც შეეხება ჯადოსნურ ზღაპრებს, გასათვალისწინებელია, რომ თავიდან ზღაპრები ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში როგორც წესი ბავშვებისთვის არ შექმნილა - მას ზრდასრულები ერთმანეთს უყვებოდნენ. თუმცა შემდეგ, დროთა განმავლობაში ზოგი ზღაპარი საბავშვო აუდიტორიას მოარგეს.

ახლა ბევრი ძველი ზღაპარი მოიცავს საშიშ ამბებს, მოგვითხრობს ძალადობაზე, სიკვდილზე. ზოგიერთი იმდენად საშიშია, რომ ბავშვი შეიძლება დათრგუნოს და დასტრესოს, ტყუილ-უბრალოდ ჩამოუყალიბდეს შიშები რაღაცეების მიმართ

ამის გამო, ტრადიციულ ზღაპრებს სჭირდებათ ადაპტირება. თუმცა იქმნება თანამედროვე ახალი ჯადოსნური ზღაპრებიც. ტენდენცია არის იქეთკენ, რომ იქმნება ისეთი ისტორიები თუ ზღაპრები, რომლებიც ბავშვის გამოცდილებასთან არის ახლოს, მარტივი ისტორიები, რომლის საშუალებით ბავშვები გაიგებენ მეტს გარესამყაროს შესახებ, ისწავლიან თანაგრძნობას, სხვებზე და გარემოზე ზრუნვას და ა.შ.

- ბოლო დროს საზოგადოების აქტიური განსჯის საგანი გახდა საბავშვო ლექსების თემა. "ფეისბუქზე" მშობლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ არაფრის მომცემი და ასე ვთქვათ, უშინაარსო ლექსისთვის ბავშვების მოცდენა არ ღირს. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ასეთი მსჯელობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ლექსები?

- დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ არ უნდა იყოს სტერეოტიპული, რომ ის აუცილებლად ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, ან იმის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად რაღაც ახალი უნდა გავიგოთ ან შევიმეცნოთ. ლიტერატურა ყოველთვის რაღაცის მისაცემად არ არის, როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.

პირველ რიგში ის უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას მკითხველს, ან სხვანაირად ანახებდეს ამა თუ იმ საკითხს, ან რითმა ჰქონდეს საინტერესო. მთავარი ლექსში არის მეტაფორა და რაღაცის ახლებურად დანახვის შესაძლებლობა. როდესაც ბავშვებისთვის იქმნება ლიტერატურა, აუცილებელია ბავშვის სამყაროს, მისი ასაკობრივი თავისებურებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინება.

ის უფრო დიდი პრობლემაა, როცა ადრეული ასაკის ბავშვებს ასწავლიან ვრცელ ლექსებს აბსტრაქტულ ცნებებზე, რაც დიდების აზრით სავალდებულოა, რომ ბავშვმა იცოდეს. აიძულებენ, დაისწავლონ ლექსები - სამშობლოზე, გმირობაზე, სისხლზე, თავგანწირვაზე და ა.შ.

ადრეული ასაკის ბავშვისთვის ასეთი ლექსების შინაარსი გაუგებარია, ვერ აღიქვამს და ამ პროცესს მისი კოგნიტური თუ ემოციური განვითარებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მეტიც - ამ დროს ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება ლიტერატურის, პოეზიის მიმართ. რაც ბავშვს მოსწონს და მის განვითარების დონეს შეესაბამება ის უნდა წავუკითხოთ და დავათვალიეროთ ერთად.

- რა მდგომარეობაა სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ამ მხრივ? რამდენად ფლობენ საბავშვო ბაღების პედაგოგები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ ცოდნასა და უნარებს?

- ამ მხრივ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. მშობლებთან საბავშვო ბაღი უნდა მუშაობდეს ამ კუთხით, უხსნიდეს და ასწავლიდეს, აცნობდეს, რა შეიძლება ასწავლონ, წაუკითხონ ბავშვებს ასაკის მიხედვით, როგორ შეარჩიონ წიგნები. მაგრამ საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს და პედაგოგებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენციებია.

2016 წლამდე "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის" მიღებამდე, ყველა მუნიციპალიტეტი თვითონ წყვეტდა, როგორი აღმზრდელი ჰყოლოდა. მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულოა უმაღლესი განათლება ჰქონდეს ბაღის აღმზრდელს. 2017 წელს მთავრობამ დაამტკიცა “აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული სტანდარტი“, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან უკვე სავალდებულოა ბაღის პედაგოგს ჰქონდეს დარგობრივი განათლება.

დაახლოებით ათი წლის წინ არსებობდა უნივერსიტეტებში ადრეული სკოლამდელი პედაგოგიკის სპეციალობები, რომლებიც გაუქმდა. ახლა ისევ ხდება პროგრამების შემუშავება ამ მიმართულებებით. ეს იქნება 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები. უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო მომზადება, მაგრამ ჯერჯერობით უნივერსიტეტები ელოდებიან სამინისტროს მიერ დარგობრივი მახასიათებლების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების აკრედიტირება.

დღესდღეობით, ბაღის აღმზრდელების დიდ ნაწილს არ აქვს არანაირი ცოდნა ადრეული განათლების მიმართულებით. უმრავლესობას არ ჰქონია გადამზადების შესაძლებლობაც

ვისაც აქვს ასეთი განათლება, უმრავლესობას 20-40 წლის წინ მიღებული. ამიტომ ეს ცოდნა დღეს არ არის რელევანტური, ხშირად არ შეესაბამება ახალ სახელმწიფო სტანდარტებს და საჭიროა გადამზადება.

არადა სწორედ ეს ასაკია უმნიშვნელოვანესი ადამიანის ჩამოყალიბების განვითარების პროცესში. პიროვნული ფუნდმენტური უნარები და დამოკიდებულებები სწორედ ადრეულ ასაკში ყალიბდება. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც დაწყებით კლასებში ბავშვები შედიან არათანაბარი სასკოლო მზაობით, შემდეგ კიდევ უფრო ღრმავდება ეს უთანასწორობა და დიდ ნაპრალს აჩენს აკადემიურ მოსწრებებს შორისაც.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელს შემოკრებილი ჰყავდა ირგვლივ ბავშვები, წინ ედო წიგნი და უკითხავდა, თუმცა ისე რომ არ აძლევდა ნახატების დათვალიერების საშუალებას, რადგან სავარაუდოდ არ იცოდა, რომ ილუსტრაციები პატარა ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსის აღსაქმელად, წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად...

ეს ელემენტარული უნარია, რასაც უნდა ფლობდეს აღმზრდელი. ასეთი მარტივი უნარები, არ მოითხოვს განსაკუთრებულ თეორიულ ცოდნას, შესაძლებელია, ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობითაც განუვითარდეთ პედაგოგებს. აუცილებელია, აღმზრდელთა დაიგეგმოს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

აქვე გთავაზობთ 5 საბავშვო წიგნს "პალიტრა L"-სგან, რომელიც საახალწლოდ უნდა წააკითხოთ თქვენს პატარებს:

საშობაო სიმღერა, ჩარლზ დიკენსი
ახალი წლის ამბები

გუნდა და მისი მეგობრები

ძმები გრიმები - ოქროს კოლექცია

ჩემი პირველი საგანძური - თოვლიანი ზღაპრები

საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"

"ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა... მეუბნებოდა, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო" - რას ამბობს მეუღლე ბიჭზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა