ავტორი:

"ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიას?!" - სამი ტელეკომპანიის ინსკასო  და მათი დირექტორების მწვავე პასუხები

"ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიას?!" - სამი ტელეკომპანიის ინსკასო  და მათი დირექტორების მწვავე პასუხები

ტელეკომპანიების: "რუსთავი 2", "ტვ პირველი" და "კავკასია" საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო. ამასთან დაკავშირებით დღეს "კავკასიის" შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრებმა, ასევე პოლიტიკოსებმა ტელეკომპანიის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ტელეკომპანია "კავკასიის" შენობიდან "ტვ პირველის" შენობასთან გადაინაცვლეს.

ტელევიზიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ. როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს ტელევიზიის შენობასთან გამართულ აქციაზე განუცხადა, ჯერ „იმედმა" და „მაესტრომ" უნდა გადაიხადოს დავალიანება.

„მე ველოდებოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სახელმწიფო და ველოდები იმიტომ, რომ ვთქვი - ეს იყო მოახლოებული არჩევნების წინ დაგეგმილი ახალი შტურმი და ახალი შეტევა მედიაზე. გადაიხადოს ჯერ ბევრი მილიონი ტელეკომპანია „იმედმა" და „მაესტრომ" და მერე გველაპარაკონ ჩვენ. გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ რომ დაეწყვნენ დღეს ხელისუფლების ლიდერები და განცხადებებს აკეთებდნენ, ხალხის ფული ბიუჯეტში ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგას ვამბობთ ზუსტად ჩვენც, რომ ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? ჩვენ ხომ არ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ გვაჩუქეთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სახელმწიფოს რაიმე ვთხოვოთ, უბრალოდ აქ იყო გადადებაზე ლაპარაკი“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მან „ტვ პირველის" წინ შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინკასოს დადების ფაქტზე ისაუბრა ასევე ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „კავკასიის“ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

„რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ვერ ვიხდით ვალდებულებებს, მათ შორის კრედიტს, მიმდინარე კომუნალურ თუ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს და ტელევიზიის ფუნქციონირებას ამით ექმნება საფრთხე. თუმცა ამასაც დავძლევთ, უარესებისთვის გაგვიძლია და თქვენც გარწმუნებთ, რომ ამასაც მოვერევით. ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა - რატომ არ ადევს ინკასო „იმედისა“ და „მაესტროს“ ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს. ფინინსთა მინისტრის განცხადებით, იმიტომ არ აყადაღებდა 55- მილიონიანი დავალიანებების მქონე ტელევიზიებს, რომ მათ მუშაობა არ შეფერხებოდათ, როგორც ჩანს „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა.

ამასთან, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ინფორმაციით, ხვალ ტელევიზიების წარმომადგენლებსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის შეხვედრა გაიმართება.

„ეს არ არის ადეკვატური კომპენსაცია იმის, რა უთანასწორო მდგომარეობაშიც გვაყენებენ იმ არხებს, რომლებიც ყოველთვის ვიხდიდით გადასახადებს, იმ არხებთან მიმართებაში, რომელთაც ჰქონდათ ძალიან გაუმართლებელი საბანკო უპირატესობა და წლების განმავლობაში იყვნენ გათავისუფლებულნი გადასახადებისგან. გუშინ გვითხრეს, რომ ხვალ შეგვხვდება მინისტრი, მე მისგან ველოდები იმის გარკვევას, თუ რა მდგომაროებაშია ის 55 - მილიონიანი დავალიანება იმიტომ, რომ მე მხოლოდ ამ დავალიანებასთან კონტექსტში განვიხილავ ჩვენს დავალიანებას“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)