მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები
სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ხუ­მის სკო­ლებ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი­სა და კან­ფე­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი არ ცხრე­ბა. რე­გი­ონ­ში ხმო­ვა­ნი სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­შიც აფხა­ზუ­რი და სომ­ხუ­რი გვა­რე­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბი მო­ზარ­დებ­ში სა­ში­ში კან­ფე­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"ჩვენც შევ­თა­ვა­ზეთ მო­ზარ­დებ­სა და პა­ტა­რა ბი­ჭებს კან­ფე­ტე­ბი და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ ქა­ლე­ბი ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი სო­ხუ­მის ერთ-ერთი სკო­ლის ნო­მერ­საც ასა­ხე­ლებს.

აფხა­ზურ­მა ტე­ლე­რა­დი­ო­კომ­პა­ნი­ამ (АГТРК) თე­მას სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა. კად­რებ­ში ჩანს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი წარ­წე­რით: "აიღე კან­ფე­ტი". ერთ-ერთი მშო­ბე­ლი კი იმ მო­ზარ­დზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც კან­ფე­ტი ჭამა.

სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ე.წ. მი­ლი­ცია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. თუმ­ცა აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრომ ის მა­შინ­ვე უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ "ქვე­ყა­ნა­ში" ამ მხრივ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

"ჩვენ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან და ვა­კონ­ტრო­ლებთ მო­ნა­ცე­მებს, ვინ შეჰ­ყავთ ან გა­მოჰ­ყავთ. თა­ვად ნარ­კო­ლო­გე­ბიც მუდ­მი­ვად სტუმ­რო­ბენ სკო­ლას, რათა ვი­თა­რე­ბა უფრო ახ­ლოს შე­ის­წავ­ლონ. თა­ვის მხრივ ეს ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან მო­ზარდს მათ მავ­ნებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან", - აცხა­დე­ბენ აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ "შსს-ს რაც არ აწყობს, მა­შინ­ვე უარ­ყოფს".

"ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ რა­ღა­ცას მა­ლა­ვენ და ვი­ღა­ცას ხელს აფა­რე­ბენ. ახალ­გაზ­რდე­ბის 80% ნარ­კო­მა­ნია და ახლა ბავ­შვებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ასე­თი არ­გუ­მენ­ტი აქვთ - არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მი­უყ­ვა­ნი­ა­თო - ვის სჯე­რა ექი­მე­ბის, რო­დე­საც აქ ბან­დი­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის კლა­ნე­ბის გა­რან­ტე­ბი არი­ან", - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით "ბელი ბაშ­ლი­კი".

"ვის უნდა ენდო ამ ქვე­ყა­ნა­ში?! ექი­მე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს უკვე ვი­ცით, არც მი­ლი­ცია სარ­გებ­ლობს ნდო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხომ სა­ერ­თოდ არა­ვის სჯე­რა. რაში სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა?!", - წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი.

სხვე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი კან­ფე­ტე­ბი­სა და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რესს ასე ხსნი­ან:

"მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - უნ­დათ, მო­ზარ­დე­ბი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­დონ, რათა შემ­დეგ ისი­ნი ად­ვი­ლად მარ­თონ. ეს არის ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი. თუ მო­ზარ­დებს მშობ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღაც თან­ხას აძ­ლე­ვენ, ეს თან­ხა მათ ჯი­ბე­ებ­ში წავა, რაც მათ­თვის მზარ­დი შე­მო­სა­ვა­ლია. ახა­ლი ამ­ბა­ვია, რომ ჩვენ­თან არა­ნა­ირ შე­მო­სა­ვალს არ თა­კი­ლო­ბენ ვი­ღა­ცე­ე­ბი?! იღე­ბენ წი­ლებს და ცხოვ­რო­ბენ ბედ­ნი­ე­რად".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
4

აფხაზებო ამას კომენტარი არ სჭირდება უბრალოდ ყველაფერი გვიანია!!

ანდრი
21

სომხებს დაჩქარებული წესით უნდათ ადგილობრივების გაქვითვა და ბავშვებს მიადგნენ :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

რამდენიმე დღეა სოხუმის სკოლებში, ნარკოტიკების შემცველი საღეჭი რეზინისა და კანფეტების გავრცელების გამო, აგორებული სკანდალი არ ცხრება. რეგიონში ხმოვანი საუბრის ჩანაწერებიც ვრცელდება, რომელშიც აფხაზური და სომხური გვარების მქონე ქალები მოზარდებში საშიში კანფეტების გავრცელების გზებზე საუბრობენ.

"ჩვენც შევთავაზეთ მოზარდებსა და პატარა ბიჭებს კანფეტები და საღეჭი რეზინები", - აღნიშნავენ ქალები ხმოვან შეტყობინებებში. აფხაზური მედიის ცნობით, ქალი სოხუმის ერთ-ერთი სკოლის ნომერსაც ასახელებს.

აფხაზურმა ტელერადიოკომპანიამ (АГТРК) თემას სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. კადრებში ჩანს ინტერნეტში გავრცელებული ტკბილეული წარწერით: "აიღე კანფეტი". ერთ-ერთი მშობელი კი იმ მოზარდზე საუბრობს, რომელმაც კანფეტი ჭამა.

სკოლის მასწავლებლები და ე.წ. მილიცია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა. თუმცა აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ ის მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ "ქვეყანაში" ამ მხრივ მძიმე ვითარებაა, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებენ.

"ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საავადმყოფოებთან და ვაკონტროლებთ მონაცემებს, ვინ შეჰყავთ ან გამოჰყავთ. თავად ნარკოლოგებიც მუდმივად სტუმრობენ სკოლას, რათა ვითარება უფრო ახლოს შეისწავლონ. თავის მხრივ ეს ნარკომანიის პრევენციასაც ემსახურება, რადგან მოზარდს მათ მავნებლობაზე ესაუბრებიან", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში.

აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში აფხაზები წერენ, რომ "შსს-ს რაც არ აწყობს, მაშინვე უარყოფს".

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცას მალავენ და ვიღაცას ხელს აფარებენ. ახალგაზრდების 80% ნარკომანია და ახლა ბავშვებზე გადავიდნენ, ასეთი არგუმენტი აქვთ - არცერთი მათგანი საავადმყოფოში არ მიუყვანიათო - ვის სჯერა ექიმების, როდესაც აქ ბანდიტები ერთმანეთის კლანების გარანტები არიან", - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "ბელი ბაშლიკი".

"ვის უნდა ენდო ამ ქვეყანაში?! ექიმების ნდობა არ შეიძლება, ეს უკვე ვიცით, არც მილიცია სარგებლობს ნდობით, ხელისუფლების ხომ საერთოდ არავის სჯერა. რაში სჭირდებათ ბავშვებში ნარკოტიკების გავრცელება?!", - წერს კიდევ ერთი აფხაზი.

სხვები ნარკოტიკების შემცველი კანფეტებისა და საღეჭი რეზინის გამავრცელებლების ინტერესს ასე ხსნიან:

"მიზეზი მარტივია - უნდათ, მოზარდები ნარკოდამოკიდებული გახადონ, რათა შემდეგ ისინი ადვილად მართონ. ეს არის ნარკომოვაჭრეების ინტერესი. თუ მოზარდებს მშობლები ყოველდღიურად რაღაც თანხას აძლევენ, ეს თანხა მათ ჯიბეებში წავა, რაც მათთვის მზარდი შემოსავალია. ახალი ამბავია, რომ ჩვენთან არანაირ შემოსავალს არ თაკილობენ ვიღაცეები?! იღებენ წილებს და ცხოვრობენ ბედნიერად".

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს