ავტორი:

5 საჩუქარი, რომლითაც ნებისმიერ ბავშვს გაახარებთ

5 საჩუქარი, რომლითაც ნებისმიერ ბავშვს გაახარებთ

წინასაახალწლო დღეებში ყველაზე დიდი დრო და ყურადღება, როგორც წესი, საჩუქრების შერჩევას სჭირდება. ძნელია, ყველა ახლობლის გემოვნება და ინტერესი გაითვალისწინო, ფიზიკურად ყველაფრის შეძენა მოასწრო და თან ფინანსურადაც ყველაფერს გასწვდე. ყველაზე მეტად საჩუქრებს ბავშვები ელიან. საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური საჩუქარი რომლითაც ყოველთვის ასიამოვნებთ ადამიანს, კარგი ჟესტი იქნება როგორც შედარებით უცხო, ასევე უახლოესი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, კი ბავშვებისთვის, რომელიც მათ წლების განმავლობაში დარჩებათ. სწორედ ასეთი საჩუქარი გახლავთ წიგნი, განსაკუთრებით კი კარგად ილუსტრირებული და მაღალი ხარისხის გამოცემები.თუ თქვენც ფიქრობთ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, გადახედეთ ამ გამოცემებს. იქნებ ისინი სწორედ მათთვისაა, ვისთვისაც საჩუქარს ეძებთ.

1. ჩარლზ დიკენსის უკვდავი "საშობაო სიმღერა"

მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ." - ასეთი მინაწერი გაუკეთა დიდმა მწერალმა ამ წიგნს.

2. ჯ.რ.რ ტოლკინის "შობის პაპის წერილები"

ცნობილი მწერლის, ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილებს შობის პაპა ყოველ წელს სწერდა წერილებს, რომელშიც სიტყვიერად და დასურათებულად აღწერდა ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე მის სახლს, იქაურ მეგობრებს და თავს გადამხდარ სასაცილო თუ შემაშფოთებელ ამბებს.პირველი წერილი 1920 წელს მოვიდა, როცა ჯონი, ტოლკინის უფროსი შვილი, მხოლოდ სამი წლის იყო; და მოდიოდა ყოველ შობადღეს, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ტოლკინის მომდევნო სამი შვილი – მაიკლი, ქრისტოფერი და პრისცილა – ბავშვობის ასაკიდან გამოვიდოდა.

3. ლელა ცუცქირიძის "თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა".

ეს თოვლის გუნდას ახალი თავგადასავილია. ამ ზღაპარში გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, და კარგ ვია და მის მოსაძებნად მიეშურება.

4. დიანა ანფიმიადის "თოვლზე ნაწერი წერილები"

ეს სიკეთისა და გულისხმიერების საოცარი ამბავია. ახალი წელი ახლოვდება და გიოს ოჯახშიც წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისია. მაგრამ ბიჭუნა ნაღვლიანია, რადგან იცის, რომ სადღაც შორს, ცხელი უდაბნოს ერთ-ერთ ქვეყანაში ომია და ამ ომმა ერთ პატარა გოგონას ყველაფერი წაართვა...ვინ მიულოცავს ამ გოგონას ახალ წელს? წაიკითხავ, რას მოიფიქრებს გიო, როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს და რით და როგორ გაახარებს გოგონას.

5. მაია ლუნდეს "თოვლის და"

ნორვეგიელი მწერლის ყველაზე საახალწლო წიგნიულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში მართლაც ჯადოსნური, იდუმალი და ფანტასტიკური საშობაო ამბავი გელოდებათ!"იცი, შობის წინადღეს ჩემი დაბადების დღეა. ამიტომაც მქვია იულიანი და წელს 11-ის ვხდები. მშვენიერი მიზეზი იყო სიხარულისთვის. თუმცა მე საერთოდაც არ მიხაროდა" - ასე იწყება ეს ამბავი, რომელიც არცერთ პატარა მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.

საქმიანი დღიური - წლის სწორად დაგეგმვის ალტერნატივა

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე