პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიაში გარდაცვლილი მოზარდების მერხები ჩაქვის სკოლის ეზოში დაალაგეს
ავარიაში გარდაცვლილი მოზარდების მერხები ჩაქვის სკოლის ეზოში დაალაგეს

"ჩაქ­ვი გლო­ვობს, უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი სი­ცო­ცხლით სავ­სე ვაჟ­კა­ცე­ბო! გამ­ძლე­ო­ბა თქვენს ოჯა­ხებს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ხუთი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ჩაქ­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლაში.

VIDEO: დრა­მა­ტუ­ლი კად­რე­ბი ჩაქ­ვი­დან: მოს­წავ­ლე­ე­ბი ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლილ მო­ზარ­დებს გლო­ვო­ბენ, გარ­დაც­ვლილ­თა მერ­ხე­ბი სკო­ლის ეზო­ში და­ა­ლა­გეს

მტი­რა­ლას პარკთან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­ღუ­პუ­ლი 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი­დან ოთხი - ჩაქ­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი: საბა დი­ა­სა­მი­ძე, ნიკა ბეჟა­ნი­ძე და გიგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ასე­ვე ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე ლუკა ზა­ქა­რა­ძე იყ­ვნენ, კი­დევ ერთი და­ღუ­პუ­ლი კი, მათი თა­ნა­ტო­ლი და მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი არ­ძე­ნა­ძე, ჩაქ­ვის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე იყო.

დღეს ჩაქ­ვის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის ეზო­ში, მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დე­ბის მე­გობ­რებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა გლო­ვის ნიშ­ნად და­ა­ლა­გეს და­ღუ­პუ­ლე­ბის სას­კო­ლო მერ­ხე­ბი.

17 წლის ბი­ჭე­ბი გუ­შინ მტი­რა­ლას პარკში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. და­ღუ­პუ­ლებს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და. ცხედ­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სახ­ლებ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

ავა­რი­ის მი­ზე­ზი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

საშინელებაა! სულ მთლად ბავშვები არიან. ალბათ დაუკითხავად წაიყვანეს მანქანა და ასეთი ტრაგედია დაატრიალეს. 

ზურაბ
0

გასკდა გული! შვილებო, რატომ იხოცავთ თავებს, ჩვენ ვინ გვიპატრონებს, ვის უტოვებთ ამ ქვეყანას. :(

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

ავარიაში გარდაცვლილი მოზარდების მერხები ჩაქვის სკოლის ეზოში დაალაგეს

ავარიაში გარდაცვლილი მოზარდების მერხები ჩაქვის სკოლის ეზოში დაალაგეს

"ჩაქვი გლოვობს, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი სიცოცხლით სავსე ვაჟკაცებო! გამძლეობა თქვენს ოჯახებს" - ასე ეხმაურებიან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდის გარდაცვალებას ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში.

VIDEO: დრამატული კადრები ჩაქვიდან: მოსწავლეები ავარიაში გარდაცვლილ მოზარდებს გლოვობენ, გარდაცვლილთა მერხები სკოლის ეზოში დაალაგეს

მტირალას პარკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 5 არასრულწლოვანიდან ოთხი - ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: საბა დიასამიძე, ნიკა ბეჟანიძე და გიგა ფალავანდიშვილი, ასევე ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ლუკა ზაქარაძე იყვნენ, კიდევ ერთი დაღუპული კი, მათი თანატოლი და მეგობარი გიორგი არძენაძე, ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო.

დღეს ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ეზოში, მთავარ შესასვლელთან, გარდაცვლილი მოზარდების მეგობრებმა და მასწავლებლებმა გლოვის ნიშნად დაალაგეს დაღუპულების სასკოლო მერხები.

17 წლის ბიჭები გუშინ მტირალას პარკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ. მსუბუქი ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დაღუპულებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მათი იდენტიფიცირება მოხდა. ცხედრები ოჯახის წევრებმა სახლებში გადაასვენეს.

ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისის ზღვაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მეტრო "სადგურის მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

ატენის და რკონის ხეობებში, ასევე სოფელ ფახულანში ხანძრს  100-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს