პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."
როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ, 25 დე­კემ­ბერს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე აან­თო. ნაძ­ვის ხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, რომ ის იტა­ლი­ა­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნეს და თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს 304 848 ევრო და­უჯ­და.

ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ სა­კითხს უამ­რა­ვი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი და კო­მენ­ტა­რი მი­ე­ძღვნა.

ამ ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხეა აღ­ბეჭ­დი­ლი - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ღა­მით, გა­ნა­თე­ბის ჩარ­თვის შემ­დეგ:

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნაძ­ვის ხის ვი­ზუ­ალ­მა ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზეც მო­იყ­ვა­ნა:

"რო­გო­რი ქვე­ყა­ნაც ვართ, ისე­თი ნაძ­ვის ხე გვაქვს, გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბუ­ლი"

"რო­გო­რი გამ­ხდა­რი ნაძ­ვის ხეა"

"ეს რო­გო­რი ნაძ­ვის ხეა, მტე­რი შე­მო­ე­სია?"

"ამას ქვია გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე. ერთი აზრი მაქვს: ხე­ე­ბის გა­დარ­გვა-გად­მორგვა­ში გა­მოც­დი­ლია ბ. ბი­ძი­ნა და ერთი ნაძ­ვის ხე აი­ღეთ, ჩარ­გეთ მანდ მუდ­მი­ვიც იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვიც და ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯვა­საც შე­ამ­ცი­რებთ"

"თქვენ ხო არ ღა­და­ობთ????? წინა წელს ძლივს ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი ნაძ­ვის ხე გვქონ­და და იმის მერე ესეთს რა­ტომ დგამთ? ვი­თომ ბუ­ნებ­რივს ჰგავ­სო? და ანუ მა­გა­რი­აო? ბუმ­ბულ­გა­პუ­ტულ ქა­თამს ჰგავს, ფუი!"

"მარ­თლა ულა­მა­ზე­სად გა­ა­ნა­თეთ თბი­ლი­სი, მაგ­რამ ეს გა­პანწკვლუ­ლი ნაძ­ვის ხე სად იშო­ვეთ, გა­ფი­ცებთ!"

"ყვე­ლა­ფე­რი ძაან ლა­მა­ზია ამ ნაძ­ვის გარ­და"

"ჩვე­ნი ნაძ­ვის ხე არაა, ჩაგ­ვი­დეს"

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნაძ­ვის ხეა. გა­ნა­თე­ბაც სადა და ლა­მა­ზია. ცოტა მარ­თლა ჰგავს მა­რი­ხუ­ა­ნას გაკ­რე­ფილ ძირს, მაგ­რამ ეს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ მიჩ­ვე­უ­ლე­ბი - ნაძ­ვის ხე მსუ­ქა­ნი უნდა იყოს ახა­ლი რძა­ლი­ვით"

"HAUTE COUTURE - რა ვიცი. სხვა ახ­სნა ვერ მო­ვუ­ძებ­ნე... ტრენ­დუ­ლი ნაძ­ვის ხეა"

"ანუ­კის ხაზი იგ­რძნო­ბა, ამ ნაძ­ვის ხეში"

"დო­ლა­რე­ბით მა­ინც გა­გე­ფორ­მე­ბი­ნა ბიჭო ეს ჯონ­ჯო­ლის ხე, ცოტა გულს გა­და­ა­ყო­ლებ­და ხალ­ხი. აზ­რზე არ ხარ რა"

"პირ­ვე­ლად მოხ­და როცა ნამ­დვილ ნაძვს ჰგავს და არა კო­ნუსს"

"ამა­ზეა ატე­ხი­ლი ამ­ბა­ვი? რას ერ­ჩი­ან მშვე­ნი­ე­რი ნაძ­ვის ხეა"

"სა­წყა­ლი ნაძ­ვი. ამ ახალ წელს ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის ეს ნაძ­ვი ცოდო არ არის?! მე მომ­წონს, მშვე­ნი­ე­რი ფი­გუ­რა აქვს და სა­ერ­თოდ ბევ­რი, ახა­ლი წლის მერე ასეთ ტან­ზე თუ დარ­ჩე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბა" - წე­რენ თბი­ლი­სის მე­რის ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე ნაძ­ვის ხის ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

სა­ა­ხალ­წლოდ გა­ნა­თე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი

თა­ვად თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ნაძ­ვის ხე მოს­წონს და რომ მსოფ­ლი­ო­ში ახლა ასე­თი ხე­ე­ბია ტრენ­დუ­ლი.

კი­თხვა­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაძ­ვის ხე მარ­თლაც ღირ­და, თუ არა მი­ლი­ო­ნი ლარი და ჩა­მო­ი­ტა­ნა თუ არა მი­ლა­ნი­დან, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: "ეჭვი გე­პა­რე­ბათ მა­გა­ში?!" თბი­ლი­სის მერ­მა ხუმ­რო­ბით ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ნაძ­ვის ხეს სა­ა­ხალ­წლოდ ნორ­ვე­გი­ი­დან ჩა­მო­ი­ტანს.

"ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, რომ მსგავ­სე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ნა­ტუ­რა­ლურ ნაძ­ვის ხეს­თან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაძ­ვის ხე სამ­კუ­თხე­დი ხუ­ფის სა­ხით გვქონ­და. ზო­გა­დად, ტრენ­დია მსოფ­ლი­ო­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, რომ მსგავ­სე­ბა იყოს ნა­ტუ­რა­ლურ ნაძ­ვის ხე­ებ­თან. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის, ვეც­დე­ბით, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნაძ­ვის ხე ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ ნორ­ვე­გი­ი­დან", - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

ვნა­ხოთ, რო­გო­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბია ტრენ­დუ­ლი ევ­რო­პა­ში, რო­გორ ხვდე­ბი­ან ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი 2020 წელს:

ლიტ­ვა - ვილ­ნი­უ­სი

ჩე­ხე­თი - პრა­ღა

საფ­რან­გე­თი - სტრას­ბურ­გი

გერ­მა­ნია - კი­ოლ­ნი

უკ­რა­ი­ნა - კი­ე­ვი

იტა­ლია - რომი

ავ­სტრია - ვენა

უნ­გრე­თი - ბუ­და­პეშ­ტი

ბელ­გია - ბრი­უ­სე­ლი

გერ­მა­ნია - ფრან­კფურ­ტი

პო­ლო­ნე­თი - ვარ­შა­ვა

შვე­დე­თი - სტოკ­ჰოლ­მი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
22

შემდეგი მერი დაგიდგამთ ეროვნულ ჩიჩილაკს !

s.s.
36

პრაღის, ბუდაპეშტის, ფრანკფურტის და ვარშავას ნაძვის ხეებს ჩვენი მირჩევნია.

ავტორი:

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 25 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ნაძვის ხის მიმართ საზოგადოებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რადგანაც ცნობილი იყო, რომ ის იტალიაში დაამზადებინეს და თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო დაუჯდა.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადამიანთა დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს უამრავი კრიტიკული პოსტი და კომენტარი მიეძღვნა.

ამ ფოტოკოლაჟზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეა აღბეჭდილი - ასე გამოიყურება ის დღის განმავლობაში და ღამით, განათების ჩართვის შემდეგ:

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ნაძვის ხის ვიზუალმა ხუმრობის ხასიათზეც მოიყვანა:

"როგორი ქვეყანაც ვართ, ისეთი ნაძვის ხე გვაქვს, გაძვალტყავებული"

"როგორი გამხდარი ნაძვის ხეა"

"ეს როგორი ნაძვის ხეა, მტერი შემოესია?"

"ამას ქვია გაუპატიურებული ნაძვის ხე. ერთი აზრი მაქვს: ხეების გადარგვა-გადმორგვაში გამოცდილია ბ. ბიძინა და ერთი ნაძვის ხე აიღეთ, ჩარგეთ მანდ მუდმივიც იქნება, ბუნებრივიც და ფინანსების ხარჯვასაც შეამცირებთ"

"თქვენ ხო არ ღადაობთ????? წინა წელს ძლივს ყველაზე ნორმალური ნაძვის ხე გვქონდა და იმის მერე ესეთს რატომ დგამთ? ვითომ ბუნებრივს ჰგავსო? და ანუ მაგარიაო? ბუმბულგაპუტულ ქათამს ჰგავს, ფუი!"

"მართლა ულამაზესად გაანათეთ თბილისი, მაგრამ ეს გაპანწკვლული ნაძვის ხე სად იშოვეთ, გაფიცებთ!"

"ყველაფერი ძაან ლამაზია ამ ნაძვის გარდა"

"ჩვენი ნაძვის ხე არაა, ჩაგვიდეს"

"შესანიშნავი ნაძვის ხეა. განათებაც სადა და ლამაზია. ცოტა მართლა ჰგავს მარიხუანას გაკრეფილ ძირს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მიჩვეულები - ნაძვის ხე მსუქანი უნდა იყოს ახალი რძალივით"

"HAUTE COUTURE - რა ვიცი. სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე... ტრენდული ნაძვის ხეა"

"ანუკის ხაზი იგრძნობა, ამ ნაძვის ხეში"

"დოლარებით მაინც გაგეფორმებინა ბიჭო ეს ჯონჯოლის ხე, ცოტა გულს გადააყოლებდა ხალხი. აზრზე არ ხარ რა"

"პირველად მოხდა როცა ნამდვილ ნაძვს ჰგავს და არა კონუსს"

"ამაზეა ატეხილი ამბავი? რას ერჩიან მშვენიერი ნაძვის ხეა"

"საწყალი ნაძვი. ამ ახალ წელს ამდენი უარყოფითი კომენტარებისთვის ეს ნაძვი ცოდო არ არის?! მე მომწონს, მშვენიერი ფიგურა აქვს და საერთოდ ბევრი, ახალი წლის მერე ასეთ ტანზე თუ დარჩებით, კარგი იქნება" - წერენ თბილისის მერის ფეისბუქ-გვერდზე ნაძვის ხის ფოტოს კომენტარებში.

საახალწლოდ განათებული რუსთაველის გამზირი

თავად თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ ნაძვის ხე მოსწონს და რომ მსოფლიოში ახლა ასეთი ხეებია ტრენდული.

კითხვაზე, აღნიშნული ნაძვის ხე მართლაც ღირდა, თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: "ეჭვი გეპარებათ მაგაში?!" თბილისის მერმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს საახალწლოდ ნორვეგიიდან ჩამოიტანს.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვნახოთ, როგორი ნაძვის ხეებია ტრენდული ევროპაში, როგორ ხვდებიან ევროპული ქვეყნები 2020 წელს:

ლიტვა - ვილნიუსი

ჩეხეთი - პრაღა

საფრანგეთი - სტრასბურგი

გერმანია - კიოლნი

უკრაინა - კიევი

იტალია - რომი

ავსტრია - ვენა

უნგრეთი - ბუდაპეშტი

ბელგია - ბრიუსელი

გერმანია - ფრანკფურტი

პოლონეთი - ვარშავა

შვედეთი - სტოკჰოლმი

გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - კალაძის ინფორმაციით, საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ

"ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე