სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე
"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

დღე­ი­დან, 13 იან­ვრის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მობ­რძან­დეთ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში, სა­დაც დღის 12:00 სა­ა­თი­დან ღა­მის 00:00 სა­ა­თამ­დე გე­ლო­დე­ბათ სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტე­ბი, წარ­მოდ­გე­ნე­ბი, მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე სა­ზე­ი­მოდ აინ­თო.

მისი თქმით, დღე­ი­დან 13 იან­ვრამ­დე სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს ორ ლო­კა­ცი­ა­ზე, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის და ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე შე­ეძ­ლე­ბათ.

"ნაძ­ვის ხე ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლა აქ მო­სულ ადა­მი­ანს. მად­ლო­ბა მა­თაც, ვი­საც გუ­ლით უნ­დო­და აქ მოს­ვლა და ვერ მო­ა­ხერ­ხა. დღე­ი­დან, 25 დე­კემ­ბრი­დან 13 იან­ვრის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მობ­რძან­დეთ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში, სა­დაც დღის 12:00 სა­ა­თი­დან ღა­მის 00:00 სა­ა­თამ­დე, გე­ლო­დე­ბათ სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტე­ბი, წარ­მოდ­გე­ნე­ბი, მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი. პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი და ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი, ორი ლო­კა­ცია იქ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში, 25 დე­კემ­ბრი­დან 13 იან­ვრამ­დე, იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც თქვე­ნი შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით შე­გეძ­ლე­ბათ, მობ­რძან­დეთ და გა­ერ­თოთ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაძ­ვის ხე მარ­თლაც ღირ­და, თუ არა მი­ლი­ო­ნი ლარი და ჩა­მო­ი­ტა­ნა თუ არა მი­ლა­ნი­დან, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: "ეჭვი გე­პა­რე­ბათ მა­გა­ში?!" თბი­ლი­სის მერ­მა ხუმ­რო­ბით ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ნაძ­ვის ხეს სა­ა­ხალ­წლოდ ნორ­ვე­გი­ი­დან ჩა­მო­ი­ტანს.

"ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, რომ მსგავ­სე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ნა­ტუ­რა­ლურ ნაძ­ვის ხეს­თან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაძ­ვის ხე სამ­კუ­თხე­დი ხუ­ფის სა­ხით გვქონ­და. ზო­გა­დად, ტრენ­დია მსოფ­ლი­ო­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, რომ მსგავ­სე­ბა იყოს ნა­ტუ­რა­ლურ ნაძ­ვის ხე­ებ­თან. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის, ვეც­დე­ბით, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნაძ­ვის ხე ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ ნორ­ვე­გი­ი­დან", - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე სა­ზე­ი­მოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ აინ­თო. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­გან­გე­ბო წარ­მოდ­გე­ნით გა­იხ­სნა, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ზღაპ­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლით დრო­ში ამოგ­ზა­უ­რა. ცნო­ბილ­მა არ­ტის­ტებ­მა კი საყ­ვა­რე­ლი სა­ბავ­შვო ფილ­მე­ბის გმი­რე­ბი გა­ა­ცო­ცხლეს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
55

ხისთავიანი! ბურატინო!

რა გვეშველება?
10

მეტირება(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ.

"ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა აქ მოსვლა და ვერ მოახერხა. დღეიდან, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, ორი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც თქვენი შვილებით და შვილიშვილებით შეგეძლებათ, მობრძანდეთ და გაერთოთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, აღნიშნული ნაძვის ხე მართლაც ღირდა, თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: "ეჭვი გეპარებათ მაგაში?!" თბილისის მერმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს საახალწლოდ ნორვეგიიდან ჩამოიტანს.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ რამდენიმე საათის წინ აინთო. ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა კი საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"