ავტორი:

"ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა" - ზუგდიდში ჭის წმენდის დროს მამაკაცი დაიღუპა

"ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა" - ზუგდიდში ჭის წმენდის დროს მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჭის გაწმენდის დროს, მუშას მიწით სავსე ვედრო დაეცა.

"ჭის მწმენდავები მუშაობდნენ. ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა. ეს ხალხი სოფელში სულ დადის და ჭებს წმენდს, გუშინაც მუშაობდნენ აქვე სამეზობლოში. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სამწუხაროდ. ექსპერტები წინასწარი მონაცემებით ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა", - ამბობს ბესო ერემაძე, რომლის სახლშიც მოხდა უბედური შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული. შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

17 წლის მოზარდები არიან, ერთ კლასში სწავლობდნენ - მტირალას მთასთან მომხდარი ავარიის დეტალები

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება