მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი
მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ კომ­პი­ენ­ში ფლო­რენ­ცი­ე­ლი მხატ­ვრის, ჩი­მა­ბუ­ეს უც­ნო­ბი შე­დევ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნა­ხა­ტი 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­ხუ­ცი ქა­ლის სახ­ლში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იპო­ვეს.

ქალი ამ­ბობს, რომ არ ახ­სოვს, რო­გორ გაჩ­ნდა ნა­ხა­ტი იქ. მი­სი­ვე თქმით, წლე­ბია ის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, თეფ­შე­ბის კა­რა­დის თავ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალ­მა ნა­ხა­ტი შემ­ფა­სე­ბელ­თან თა­ვად მი­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ჩათ­ვა­ლა, რომ ის უძ­ვე­ლე­სი ხატი იყო.

ნა­ხა­ტი სექ­ტემ­ბერ­ში­ვე აუქ­ცი­ონ­ზე 24 მი­ლი­ონ ევ­როდ გა­ი­ყი­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფომ შე­დევ­რის საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ტა­ნა აკ­რძა­ლა.

Christ Mocked (ქრის­ტეს და­ცინ­ვა) - ასე ჰქვია შე­დევ­რს, რო­მე­ლიც, რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, ფლო­რენ­ცი­ელ მხატ­ვარს, ჩი­მა­ბუ­ეს ეკუთ­ვნის. ჩი­მა­ბუე მხატ­ვარ ჩენი დი პე­პოს ფსევ­დო­ნი­მია, რო­მე­ლიც ფლო­რენ­ცი­ა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1240 წელს და­ი­ბა­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­მა­ბუე პრო­ტო­რე­ნე­სას­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრის, ჯო­ტოს მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო.

"მსოფ­ლი­ო­ში ჩი­მა­ბუ­ეს მხო­ლოდ 11 ნა­ხა­ტია ცნო­ბი­ლი და მისი ტი­ლო­ე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბაა“, - ამ­ბობს СNN-თან ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, ჟე­რომ მონ­ტკო­კი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­ხა­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1280 წლით თა­რიღ­დე­ბა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ხა­ტა ჩი­მა­ბუ­ემ 8 სცე­ნა, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ხაზი იესო ქრის­ტეს წა­მე­ბა იყო.

საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფომ ნა­ხატს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, რაც მისი ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნას კრძა­ლავს. იგეგ­მე­ბა ნა­ხა­ტის ლუვრში, სხვა შე­დევ­რე­ბის გვერ­დით გა­მო­ფე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0

ერთი ესეთი ნახატი რას დახატავდა საქართველოს. თუმცა ჩვენი თავადები ფულის გულისათვის ყველაფერს გაყიდდნენ.. აქ რა მოსატანია და თბილისელი ცნობილი მხატვარი ბაჟბეუქ- მელიქოვიც ვერ შევიშინოვეთ და ფარაჯანოვის ნაღდი თბილისელის, ყიფიანის ქუჩაზე გაზრდილი დიდი ხე;ლოვანის ნამუშევრები მშვიდად გადავეცით სასომხეთს. აბა რაა. ჩვენ მაგრები ვართ.

haa?
12

პატრონს რამდენი მისცეს? ხო არ გადააგდეს მოხუცი ქალი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

საფრანგეთში, ქალაქ კომპიენში ფლორენციელი მხატვრის, ჩიმაბუეს უცნობი შედევრი აღმოაჩინეს. ნახატი 2019 წლის სექტემბერში მოხუცი ქალის სახლში, სამზარეულოში იპოვეს.

ქალი ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ გაჩნდა ნახატი იქ. მისივე თქმით, წლებია ის სამზარეულოში, თეფშების კარადის თავზეა ჩამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ქალმა ნახატი შემფასებელთან თავად მიიტანა, რადგანაც ჩათვალა, რომ ის უძველესი ხატი იყო.

ნახატი სექტემბერშივე აუქციონზე 24 მილიონ ევროდ გაიყიდა, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის სახელმწიფომ შედევრის საფრანგეთის ტერიტორიიდან გატანა აკრძალა.

Christ Mocked (ქრისტეს დაცინვა) - ასე ჰქვია შედევრს, რომელიც, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ფლორენციელ მხატვარს, ჩიმაბუეს ეკუთვნის. ჩიმაბუე მხატვარ ჩენი დი პეპოს ფსევდონიმია, რომელიც ფლორენციაში, დაახლოებით, 1240 წელს დაიბადა. როგორც ცნობილია, ჩიმაბუე პროტორენესასნული პერიოდის გენიალური მხატვრის, ჯოტოს მასწავლებელი იყო.

"მსოფლიოში ჩიმაბუეს მხოლოდ 11 ნახატია ცნობილი და მისი ტილოები იშვიათობაა“, - ამბობს СNN-თან ხელოვნებათმცოდნე, ჟერომ მონტკოკილი.

მისივე თქმით, აღმოჩენილი ნახატი, სავარაუდოდ, 1280 წლით თარიღდება. სწორედ ამ პერიოდში დახატა ჩიმაბუემ 8 სცენა, რომელთა მთავარი ხაზი იესო ქრისტეს წამება იყო.

საფრანგეთის სახელმწიფომ ნახატს ეროვნული საგანძურის სტატუსი მიანიჭა, რაც მისი ქვეყნიდან გატანას კრძალავს. იგეგმება ნახატის ლუვრში, სხვა შედევრების გვერდით გამოფენა.