პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"
ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 26 დე­კემ­ბერს მო­სა­ლოდ­ნე­ლი მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლევს:

"მე­გობ­რე­ბო, წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა უკვე შევ­დი­ვართ ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში. რა არის, რას წარ­მო­ად­გენს დე­რე­ფა­ნი? საქ­მე ისაა, რომ დაბ­ნე­ლე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი და სე­ზონ­ზე, რო­გორც წესი, გვაქვს ხოლ­მე ერთი მზის და ერ­თიც მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, ხოლო პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ერთი დაბ­ნე­ლე­ბი­დან მე­ო­რემ­დე გრძელ­დე­ბა წარ­მო­ად­გენს კი­დეც მათ შო­რის არ­სე­ბულ დრო­ის დე­რე­ფანს. თუმ­ცა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნა ერთი კვი­რით ადრე მა­ინც იგ­რძნო­ბა ხოლ­მე და ამ­დე­ნი­ვე ხანი გა­დაჰ­ყვე­ბა დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც.

მთვა­რის ეკ­ლიპ­სი იან­ვრის 10 რი­ცხვში გვექ­ნე­ბა

იქამ­დე კი­დევ არის დრო და ჩვენ მას­ზე ცალ­კე ვი­სა­უბ­რებთ. ახლა კი 26 დე­კამ­ბერს დი­ლის 06:18-ზე თხის რქის მე-5 გრა­დუს­ზე ამ წლის ბოლო მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლის, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 3 წუთ­სა და 40 სე­კუნდს გას­ტანს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ხან­მოკ­ლე­ო­ბი­სა, მისი ზე­გავ­ლე­ნა სამ­ყა­რო­ზე ძა­ლი­ან მძლავ­რი იქ­ნე­ბა.

როცა ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბა­ში მო­დი­ან. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალმთვა­რე­ო­ბას­თან გვაქვს საქ­მე და თუკი ყო­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა ახ­დენს საკ­მა­ოდ ძლი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ჩვენ­ზე, რო­გო­რი­ღა იქ­ნე­ბა ეს გავ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც დაბ­ნე­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე?

რო­გორც ყო­ველ­თვის, ეკ­ლიფ­სებს ანუ დაბ­ნე­ლე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ კარ­მუ­ლი ხა­სი­ა­თი. ისი­ნი ყო­ველ­თვის აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქვს დრო­მოჭ­მუ­ლის დას­რუ­ლე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ახ­ლის და­სა­წყი­სი. ერთი ესაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბუ­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რია და, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია შე­უჩ­ვე­ველ სი­კე­თეს. ჩვენ გვა­ში­ნებს სი­ახ­ლე­ე­ბი, რად­გან არ ვი­ცით, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ცვლი­ლე­ბებს. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღა­ცე­ებ­მა თავი ამო­წუ­რეს, რომ სა­ჭი­როა ძვე­ლის გაშ­ვე­ბა და ახ­ლის შე­ნე­ბა. მა­შინ სამ­ყა­რო ამას ძა­ლით აკე­თე­ბი­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ აღიქ­მე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი ასე ფა­ტა­ლუ­რად. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
6

მზის ზეგავლენა სამყაროზე ცოტა ხმა მაღალი ნათქვამია) სამყარო იმხელაა ჩვენი მზე კია არა მთლიანად ჩვენი გალაქტიკა რწყილის ხელაც კი არაა)

vava
12

უიმე, მადლობთ გაფრთხილებისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 26 დეკემბერს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს გაფრთხილებას აძლევს:

"მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ფაქტობრივად, ახლა უკვე შევდივართ ე.წ. დაბნელებების დერეფანში. რა არის, რას წარმოადგენს დერეფანი? საქმე ისაა, რომ დაბნელებებს გააჩნიათ სეზონური ხასიათი და სეზონზე, როგორც წესი, გვაქვს ხოლმე ერთი მზის და ერთიც მთვარის დაბნელება, ხოლო პერიოდი, რომელიც ერთი დაბნელებიდან მეორემდე გრძელდება წარმოადგენს კიდეც მათ შორის არსებულ დროის დერეფანს. თუმცა არცთუ იშვიათად დაბნელებების ზეგავლენა ერთი კვირით ადრე მაინც იგრძნობა ხოლმე და ამდენივე ხანი გადაჰყვება დასრულების შემდგომაც.

მთვარის ეკლიპსი იანვრის 10 რიცხვში გვექნება

იქამდე კიდევ არის დრო და ჩვენ მასზე ცალკე ვისაუბრებთ. ახლა კი 26 დეკამბერს დილის 06:18-ზე თხის რქის მე-5 გრადუსზე ამ წლის ბოლო მზის დაბნელება გველის, რომელიც სულ რაღაც 3 წუთსა და 40 სეკუნდს გასტანს, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხანმოკლეობისა, მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება.

როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან. ანუ, ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე და თუკი ყოველი ახალმთვარეობა ახდენს საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ჩვენზე, როგორიღა იქნება ეს გავლენები, როდესაც დაბნელებასთან გვაქვს საქმე?

როგორც ყოველთვის, ეკლიფსებს ანუ დაბნელებებს გააჩნიათ კარმული ხასიათი. ისინი ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად მოაქვს დრომოჭმულის დასრულება ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისი. ერთი ესაა, რომ ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. ჩვენ გვაშინებს სიახლეები, რადგან არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცეებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ აღიქმება დაბნელებების შედეგები ასე ფატალურად. წაიკითხეთ სრულად

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ