სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"
რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

39 ქარ­თუ­ლი "ფე­ის­ბუქ" ან­გა­რი­ში, 344 გვერ­დი, 13 ჯგუ­ფი, 22 "ინ­სტაგ­რამ" ან­გა­რი­ში და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია - სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook- ის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ცხა­დე­ბუ­ლად აგ­რძე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი და მა­დეს­კრი­დი­ტი­რე­ბე­ლი გვერ­დე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას.

"მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ, რათა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და შე­ვა­ჩე­როთ მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რად­გან არ გვსურს, რომ ჩვე­ნი სერ­ვი­სი ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ვა­უქ­მებთ აღ­ნიშ­ნულ გვერ­დებს, ჯგუ­ფებ­სა და ან­გა­რი­შებს მათი ქცე­ვი­დან და არა იმ კონ­ტენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ.

ყვე­ლა ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მიღ­მა მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ და ფეიკ ან­გა­რი­შებს იყე­ნებ­დნენ თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის და­სა­მა­ლად და სწო­რედ ეს გახ­და ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

ჩვენ გვაქვს პროგ­რე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, ეს ხან­გრძლი­ვი გა­მოწ­ვე­ვაა. ჩვენ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ უნა­რებს, რათა მუ­დამ წინ ვი­ყოთ - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შევ­ქმნით უკე­თეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს, და­ვი­ქი­რა­ვებთ უფრო მეტ თა­ნამ­შრო­მელს და მჭიდ­როდ ვი­მუ­შა­ვებთ სა­მარ­თალ­დამ­ცველ, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­თან და სხვა ექპერ­ტებ­თან“ - ნათ­ქვა­მია Facebook-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი გვერ­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მო­ნი­ტო­რინგს Facebook-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობ­და და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უზი­ა­რებ­და.

ერთ-ერთი ასე­თია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მი­ხე­ილ ბე­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ "ფე­ის­ბუ­ქის" მიერ გა­უქ­მე­ბულ გვერ­დებ­სა და ან­გა­რი­შებს შო­რის ისე­თე­ბიც იყო, რომ­ლებ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცია უწევ­და მო­ნი­ტო­რინგს.

"სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მიგ­ნე­ბა იყო დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­და.

მე­ო­რე მიგ­ნე­ბა იყო ე.წ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ღი­რე­ბუ­ლე­ბით სა­კი­თხებ­ზე ცდი­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას.

ესე­ნი იყო ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი, ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი, ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი, ის­ლა­მო­ფო­ბი­უ­რი, ან­ტი­ლი­ბე­რა­ლუ­რი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი

ამის შე­სა­ხებ ჩვენ არა­ერ­თი ან­გა­რი­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო "ფე­ის­ბუქ­თან" კო­მუ­ნი­კა­ცია, ვფიქ­რობ­დით, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი ან ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის ყვე­ლა­ზე კარ­გი გზა იქ­ნე­ბო­და თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გავ­ლა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის, უბ­რა­ლოდ ჩვენ მათ ვაწ­ვდი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ეს იყო ჩვე­ნი როლი ამ პრო­ცეს­ში - ან­გა­რი­შე­ბის მი­წო­დე­ბა, რა­ზეც მათი რე­აქ­ცია იყო რომ და­ი­წყებ­დნენ შეს­წავ­ლას“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბე­ნი­ძემ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმა­ზე ბევ­რი გვერ­დია გა­უქ­მე­ბუ­ლი, ვიდ­რე მათ ან­გა­რიშ­ში იყო მოხ­ვედ­რი­ლი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი ათე­უ­ლო­ბით ან­გა­რი­ში და გვერ­დი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წმენ­დას გა­და­ურჩნენ.

AMBEBI.GE-მ სა­თი­თა­ოდ შე­ა­მოწ­მა ის ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 25 გვერ­დი­დან 12 ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს (წით­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­უქ­მე­ბუ­ლი გვერ­დე­ბი):

არის ისე­თი ცნო­ბი­ლი გვერ­დე­ბიც, რომ­ლე­ბიც წმენ­დას ვერ გა­და­ურ­ჩა მაგ­რამ, მა­ლე­ვე ახ­ლი­დან შე­იქ­მნა. ასე­თია, ცნო­ბი­ლი ფბ-გვერ­დი მი­ხე­ილ უკ­რა­ი­ნო­ლო­გი, რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბი­დან მა­ლე­ვე, ისევ აღად­გი­ნეს.

მი­ხე­ილ ბე­ნი­ძე მსგავს გვერ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ ტენ­დენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს:

"ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­რას­კე­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად ქრე­ბა ზო­გი­ერ­თი დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი გვერ­დი, რო­მე­ლიც გა­და­ურ­ჩა "ფე­ის­ბუ­ქის" წმენ­დას. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ისი­ნი თვი­თონ აუქ­მე­ბენ გვერ­დებს ან დრო­ე­ბით დე­აქ­ტი­ვა­ცი­ას აკე­თე­ბენ.

არ ვიცი, რა მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ან რა­ი­მე კონ­ტენ­ტის წაშ­ლა უნ­დათ, ან არ სურთ, დრო­ე­ბით გა­მოჩ­ნდნენ. ასე­თი იყო მა­გა­ლი­თად „ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მე­დია“. ეს გვერ­დი გამ­ქრა­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ ისევ გაჩ­ნდა“ - გან­მარ­ტა მი­ხე­ილ ბე­ნი­ძემ.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­მარ­ტა, რომ "ფე­ის­ბუ­ქის წმენ­და" შე­ე­ხო არა იმ­დე­ნად ან­გა­რი­შებს, რამ­დე­ნა­დაც კონ­კრე­ტულ გვერ­დებს:

"თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, გა­უქ­მე­ბუ­ლია 344 გვერ­დი და 39 ან­გა­რი­ში. რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, ეს ან­გა­რი­ში ეკუთ­ვნით პერ­სო­ნებს, ვინც ამ გვერ­დე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, ანუ შე­საძ­ლოა, იქ "ტრო­ლე­ბიც" იყ­ვნენ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი რე­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბიც იყოს" - ამ­ბობს ბე­ნი­ძე.

"ფე­ის­ბუ­ქის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა­ში და­ა­სა­ხე­ლა ორი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი - ერთი მათ­გა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“, მე­ო­რე კი სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „პან­და“.

რეპ-შე­მოქ­მე­დე­ბით ცნო­ბილ­მა "პან­დამ", რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო გა­ა­კე­თა, გუ­შინ ბრალ­დე­ბის სა­პა­სუ­ხო ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით "ცი­ლის­წა­მე­ბით და­მარ­ხვა", სა­დაც გა­უქ­მე­ბულ გვერ­დებ­თან კავ­ში­რი უარ­ყვეს.

"არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ჩვენ­ზე და ჩვენს ოჯა­ხებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და. ჩვე­ნი კომ­პა­ნია ფლობს და აქი­რა­ვებს დიდ რე­სურ­სებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, შე­სა­ბა­მი­სად არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გვქო­ნია სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის­გან იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

არა­სო­დეს არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა ჩვენს პრინ­ცი­პებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რი­სიც გვწამს. ჩვენ გვქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა „მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ და „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის­გან“, მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბა და ორი დღეა ჩვენ­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი შტურ­მი მო­ა­წყვეს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო ცი­ლის­წა­მე­ბი­დან მათ­თვის ნაც­ნობ და ტრა­დი­ცი­ულ ბუ­ლინ­გში გა­და­ი­ზარ­და“ - ნათ­ქვა­მია „პან­დას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა „მთა­ვა­რი" და "ფორ­მუ­ლა", ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს­თან გა­ნა­ცხა­დეს, რომ "პან­დას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ეს ნა­წი­ლი, ტყუ­ი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ლა­მას, "ფე­ის­ბუ­ქის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ფე­ის­ბუქ­სა" და "ინ­სტაგ­რამ­ზე" ამ გვერ­დე­ბის რეკ­ლა­მის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 316 000 აშშ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
37

ბენიძე ყოფილა ქართული საზოგადოების სიცრუისგან მთავარი დამცველი,მაგრამ არაფერს ამბობს მაგ. პრესა.ჯი-ზე,რომელიც არის მიტაცებული მედიასაშუალება და საოცარი ტყუილების გავრცელებას უწყობს ხელს. ეჰჰ, ბენიძე.

ზურაბ-ს
44

შენც მოგწვდებიან ბატონო ზურაბ, ყურადღებით იყავი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

39 ქართული "ფეისბუქ" ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 22 "ინსტაგრამ" ანგარიში და ეს მხოლოდ დასაწყისია - სოციალურ ქსელ Facebook- ის ადმინისტრაცია გაცხადებულად აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი და მადესკრიდიტირებელი გვერდებისა და ანგარიშების წინააღმდეგ კამპანიას.

"მუდმივად ვმუშაობთ, რათა აღმოვაჩინოთ და შევაჩეროთ მსგავსი ტიპის აქტივობა სოციალურ ქსელში, რადგან არ გვსურს, რომ ჩვენი სერვისი ადამიანებით მანიპულაციისთვის იყოს გამოყენებული. ვაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს, ჯგუფებსა და ანგარიშებს მათი ქცევიდან და არა იმ კონტენტიდან გამომდინარე, რასაც ისინი ავრცელებენ.

ყველა ამ შემთხვევაში აღნიშნული აქტივობის მიღმა მყოფი ადამიანები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ და ფეიკ ანგარიშებს იყენებდნენ თავისი ვინაობის დასამალად და სწორედ ეს გახდა ჩვენი ქმედებების საფუძველი.

ჩვენ გვაქვს პროგრესი სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის მიმართულებით, თუმცა, ეს ხანგრძლივი გამოწვევაა. ჩვენ გავაუმჯობესებთ უნარებს, რათა მუდამ წინ ვიყოთ - ეს იმას ნიშნავს, რომ შევქმნით უკეთეს ტექნოლოგიებს, დავიქირავებთ უფრო მეტ თანამშრომელს და მჭიდროდ ვიმუშავებთ სამართალდამცველ, უსაფრთხოების სამსახურებთან და სხვა ექპერტებთან“ - ნათქვამია Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დისკრედიტაციული გვერდების აღმოჩენასა და მონიტორინგს Facebook-ის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა და დაკვირვების შედეგებს სოციალური ქსელის წარმომადგენლებსაც უზიარებდა.

ერთ-ერთი ასეთია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ "ფეისბუქის" მიერ გაუქმებულ გვერდებსა და ანგარიშებს შორის ისეთებიც იყო, რომლებსაც ორგანიზაცია უწევდა მონიტორინგს.

"საარჩევნო პერიოდში დავიწყეთ სოციალური მედიის მონიტორინგი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგნება იყო დისკრედიტაციული კამპანიები, რომლებიც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მაგრამ არჩევნების შემდეგაც აქტიურად გაგრძელდა.

მეორე მიგნება იყო ე.წ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება, რომლებიც ღირებულებით საკითხებზე ცდილობდა საზოგადოების გახლეჩას.

ესენი იყო ნაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ისლამოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური გზავნილები

ამის შესახებ ჩვენ არაერთი ანგარიში გამოვაქვეყნეთ. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო "ფეისბუქთან" კომუნიკაცია, ვფიქრობდით, რომ პოტენციური პარტნიორი ან ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე კარგი გზა იქნებოდა თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან გავლა გარკვეული საკითხების, უბრალოდ ჩვენ მათ ვაწვდიდით ინფორმაციას.

ეს იყო ჩვენი როლი ამ პროცესში - ანგარიშების მიწოდება, რაზეც მათი რეაქცია იყო რომ დაიწყებდნენ შესწავლას“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. მისივე განმარტებით, იმაზე ბევრი გვერდია გაუქმებული, ვიდრე მათ ანგარიშში იყო მოხვედრილი, თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი ათეულობით ანგარიში და გვერდი, რომლებიც სოციალური ქსელის წმენდას გადაურჩნენ.

AMBEBI.GE-მ სათითაოდ შეამოწმა ის ანგარიშები, რომლებიც სავარაუდოდ "ქართულ ოცნებასთან" იყო დაკავშირებული. 25 გვერდიდან 12 ჯერ კიდევ არსებობს (წითლად აღნიშნულია გაუქმებული გვერდები):

არის ისეთი ცნობილი გვერდებიც, რომლებიც წმენდას ვერ გადაურჩა მაგრამ, მალევე ახლიდან შეიქმნა. ასეთია, ცნობილი ფბ-გვერდი მიხეილ უკრაინოლოგი, რომელიც გაუქმებიდან მალევე, ისევ აღადგინეს.

მიხეილ ბენიძე მსგავს გვერდებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს და განმარტავს:

"ამ ორი დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული, პერიოდულად ქრება ზოგიერთი დისკრედიტაციული გვერდი, რომელიც გადაურჩა "ფეისბუქის" წმენდას. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ისინი თვითონ აუქმებენ გვერდებს ან დროებით დეაქტივაციას აკეთებენ.

არ ვიცი, რა მიზანი შეიძლება იყოს, ან რაიმე კონტენტის წაშლა უნდათ, ან არ სურთ, დროებით გამოჩნდნენ. ასეთი იყო მაგალითად „ბიძინა ივანიშვილი და მედია“. ეს გვერდი გამქრალი იყო დაახლოებით 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ისევ გაჩნდა“ - განმარტა მიხეილ ბენიძემ.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა განმარტა, რომ "ფეისბუქის წმენდა" შეეხო არა იმდენად ანგარიშებს, რამდენადაც კონკრეტულ გვერდებს:

"თუ დააკვირდებით, გაუქმებულია 344 გვერდი და 39 ანგარიში. როგორც "ფეისბუქის" წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ეს ანგარიში ეკუთვნით პერსონებს, ვინც ამ გვერდებისა და ჯგუფების ადმინისტრირებით იყვნენ დაკავებულნი, ანუ შესაძლოა, იქ "ტროლებიც" იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი რეალური ანგარიშებიც იყოს" - ამბობს ბენიძე.

"ფეისბუქის" ადმინისტრაციამ განცხადებაში დაასახელა ორი ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული - ერთი მათგანი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, მეორე კი სარეკლამო სააგენტო „პანდა“.

რეპ-შემოქმედებით ცნობილმა "პანდამ", რომელმაც მოგვიანებით სარეკლამო სააგენტო გააკეთა, გუშინ ბრალდების საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნა სახელწოდებით "ცილისწამებით დამარხვა", სადაც გაუქმებულ გვერდებთან კავშირი უარყვეს.

"არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება „მთავარი არხისგან“ და „ფორმულა კრეატივისგან“, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება და ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა“ - ნათქვამია „პანდას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულის საპასუხოდ, ტელეკომპანიებმა „მთავარი" და "ფორმულა", ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადეს, რომ "პანდას" მიერ გავრცელებული განცხადების ეს ნაწილი, ტყუილია.

რაც შეეხება რეკლამას, "ფეისბუქის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ამ გვერდების რეკლამისთვის, დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე