კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ
რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

უკვე წლე­ბია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლე­ბის მი­მართ მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა. თა­ვად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­კი­თხვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ, ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა რუ­სე­თის ლი­დე­რის შვი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი, მათ ზუსტ სა­ხე­ლებ­ზეც კი კა­მა­თო­ბენ, ხოლო სხვა­დას­ხვა წყა­რო მათ გვა­რებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს.

მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ეკა­ტე­რი­ნა­სა და მა­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა პუ­ტინს მათი რე­ა­ლუ­რი ვი­ნა­ო­ბა არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბია. მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

მა­რია 1985 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და, ხოლო ეკა­ტე­რი­ნა გერ­მა­ნი­ა­ში 1986 წელს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი მოს­კოვ­ში გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, თუმ­ცა რაც პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ორი­ვემ და­ტო­ვა სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბას სახ­ლში იღებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გვა­რე­ბით ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ.

კა­ტე­რი­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, "რუ­სე­თის ბან­კის" ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რის ნი­კო­ლაი შა­მა­ლო­ვის შვილ­ზე, კი­რილ შა­მა­ლოვ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ნი­კო­ლაი შა­მა­ლო­ვი ბან­კის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსხვილ კომ­პა­ნი­ა­შია, მათ შო­რის "სი­ბურ ჰოლ­დინ­გის“, რუ­სუ­ლი ქი­მი­უ­რი კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. კა­ტე­რი­ნას მა­მამ­თი­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ძვე­ლი, ახლო მე­გო­ბა­რია, ბან­კი "რო­სია" კი "რუ­სუ­ლი ელი­ტის ბან­კად" არის ცნო­ბი­ლი.

უც­ნო­ბია, ჰყავთ თუ არა კა­ტე­რი­ნა­სა და კი­რილს შვი­ლე­ბი. თა­ვად ეკა­ტე­რი­ნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ცეკ­ვაო და არა მხო­ლოდ, სა­ცეკ­ვაო კა­რი­ე­რა აქვს. ის გახ­ლავთ მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ცოლ-ქმრის მფლო­ბე­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბაა, მათ შო­რის ვი­ლე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იახ­ტე­ბი ევ­რო­პა­ში. ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ პუ­ტი­ნის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­თან მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

უფრო მწი­რია ინ­ფორ­მა­ცია მა­რია პუ­ტი­ნა­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ფაქ­ტი, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის "პირ­ველ არხთან" ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ის შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­რია პუ­ტი­ნაა. მა­რი­ამ 894 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ის გახ­სნა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც კი­ბოს კვლე­ვებ­ზე იმუ­შა­ვებს.

BBC-ის ცნო­ბით, ეს რუ­სე­თის მას­შტა­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტია.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მოს­კო­ვის მდიდ­რულ უბან­ში და­სახ­ლდა. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ჰო­ლან­დი­ელ მა­მა­კაც­ზე და მათ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. 2017 წელს, მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ წყვილ­მა 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი პენ­ტჰა­უ­სი გა­ყი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ას გა­ნათ­ლე­ბას, ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია წერს, მა­რია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­კი­თხვა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რე­ცი­ა­ზე BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტმაც და­უს­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, კომ­პა­ნია "ინოპ­რაქ­ტი­კამ", რომ­ლის დი­რექ­ტო­რი კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვია, გა­სულ წელს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, მა­რია ვო­რონ­ცო­ვას კომ­პა­ნია კი აშე­ნებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ კლი­ნი­კას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, რა­შიც მათ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

"მათ ტე­ლე­ვი­ზი­ით სულ უფრო ხში­რად აჩ­ვე­ნე­ბენ, მათი სა­ხე­ლე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია. რო­დის აღი­ა­რებთ რომ ისი­ნი თქვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან?“ - მი­მარ­თა პუ­ტინს ჟურ­ნა­ლის­ტმა.

"თქვენ ახ­სე­ნეთ ერთი, მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი. ახ­სე­ნეთ გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბი, ბიზ­ნე­სე­ბი. თქვენ უბ­რა­ლოდ ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეთ. ეს საკ­მა­რი­სი არ არის. როცა მსგავს რა­ღა­ცე­ებ­ში ერე­ვი, უნდა გა­არ­კვი­ოთ, რა ბიზ­ნე­სია თუ მარ­თლა არის, ვის ეკუთ­ვნის, ვინ ეხ­მა­რე­ბა" - ორაზ­როვ­ნად უპა­სუ­ხა პუ­ტინ­მა შე­კი­თხვას.

ბოლო წლებ­ში, მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ცნო­ბე­ბი, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს კი­დევ ჰყავს შვი­ლე­ბი, რო­მელ­თა დე­დაც რუსი ტან­მო­ვარ­ჯი­შე, ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა. კა­ბა­ე­ვას მე­დია ხან პუ­ტი­ნის მე­გო­ბარ გო­გო­ნად, ხან სა­ცო­ლედ და ზოგ­ჯერ ცო­ლა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა თა­ვად რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს არც კა­ბა­ე­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და არც მას­თან სა­ერ­თო შვი­ლის ყოლა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ, The Sun გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია იმის შე­სა­ხებ, რომ 36 წლის კა­ბა­ე­ვას და 67 წლის ვლა­დი­მერ პუ­ტინს, ტყუ­პი ვა­ჟე­ბი ჰყავთ. ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ­მა მე­დი­ა­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით - „ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ტყუ­პი ვაჟი შე­ე­ძი­ნა და გაქ­რა“, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტაბ­ლო­ი­დი, რო­მე­ლიც ამის შე­სა­ხებ წერ­და, და­ი­ხუ­რა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ამ არა­ერ­თხელ სცა­და "სა­ი­დუმ­ლო შვი­ლე­ბის" შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის ეკი­თხა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. რო­დე­საც ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რე­ცი­ა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს, მან ჟურ­ნა­ლისტს უპა­სუ­ხა: "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, არ იდარ­დოთ".

ავ­ტო­რი: ნუკა კე­კე­ლია

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
0

სადაც მიხუილა დურაჩოკი ფლობს დიდ მაყუთს იქ პუწინი ოკუპანტის შვილები თუ ფლობენ რა გასაკვირია ჰა??

rrr-s
1

netar arian morcmuneni

ავტორი:

რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

უკვე წლებია, რუსეთის პრეზიდენტის შვილების მიმართ მედიისა და საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. თავად ვლადიმერ პუტინი შეკითხვებს პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ, ყოველთვის გაურბის.

ინტერნეტსივრცეში თითქმის არ მოიპოვება რუსეთის ლიდერის შვილების ოფიციალური ფოტოები, მათ ზუსტ სახელებზეც კი კამათობენ, ხოლო სხვადასხვა წყარო მათ გვარებსაც განსხვავებულად მოიხსენიებს.

მედიაში ყველაზე ხშირად ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ორ ქალიშვილზე - ეკატერინასა და მარიაზე ვრცელდება, თუმცა პუტინს მათი რეალური ვინაობა არასდროს დაუდასტურებია. მედიის ცნობით, ორივე რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან.

მარია 1985 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, ხოლო ეკატერინა გერმანიაში 1986 წელს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მოსკოვში გერმანულ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა რაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ორივემ დატოვა სკოლა და განათლებას სახლში იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე სხვადასხვა დროს სხვადასხვა გვარებით ფიქსირდებოდნენ.

კატერინა, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა, "რუსეთის ბანკის" ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის ნიკოლაი შამალოვის შვილზე, კირილ შამალოვზეა დაქორწინებული. ნიკოლაი შამალოვი ბანკის გარდა კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიაშია, მათ შორის "სიბურ ჰოლდინგის“, რუსული ქიმიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. კატერინას მამამთილი ვლადიმერ პუტინის ძველი, ახლო მეგობარია, ბანკი "როსია" კი "რუსული ელიტის ბანკად" არის ცნობილი.

უცნობია, ჰყავთ თუ არა კატერინასა და კირილს შვილები. თავად ეკატერინას წარმატებული საცეკვაო და არა მხოლოდ, საცეკვაო კარიერა აქვს. ის გახლავთ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდისა და ეროვნული ინტელექტუალური ცენტრის დირექტორი, ასევე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრს.

მედიის ცნობით, ცოლ-ქმრის მფლობელობაში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებაა, მათ შორის ვილები და ძვირადღირებული იახტები ევროპაში. ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პუტინის უმცროს ქალიშვილს რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან მრავალმილიონიანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

უფრო მწირია ინფორმაცია მარია პუტინაზე. სოციალურ ქსელებში და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება ფაქტი, რომ მარია ვორონცოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის "პირველ არხთან" ძვირადღირებული სამედიცინო კომპანიის შექმნაზე ისაუბრა, სინამდვილეში მარია პუტინაა. მარიამ 894 მილიონ დოლარად ღირებული სამედიცინო კომპანიის გახსნა დააანონსა, რომელიც კიბოს კვლევებზე იმუშავებს.

BBC-ის ცნობით, ეს რუსეთის მასშტაბით, სამედიცინო სექტორში ყველაზე მასშტაბური კერძო საინვესტიციო პროექტია.

რუსული გამოცემები წერენ, რომ პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად მოსკოვის მდიდრულ უბანში დასახლდა. ის დაქორწინებულია ჰოლანდიელ მამაკაცზე და მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. 2017 წელს, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ წყვილმა 3 მილიონ დოლარად შეფასებული პენტჰაუსი გაყიდა.

რაც შეეხება მარიას განათლებას, ის სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მარია აქტიურად არის ჩართული სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობაში.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა ქალიშვილების შესახებ რამდენიმე დღის წინ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე BBC-ის ჟურნალისტმაც დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, კომპანია "ინოპრაქტიკამ", რომლის დირექტორი კატერინა ტიხონოვია, გასულ წელს ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მარია ვორონცოვას კომპანია კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლინიკას სანკტ-პეტერბურგში, რაშიც მათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ეხმარებიან.

"მათ ტელევიზიით სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, მათი სახელები, გარეგნობა ყველასთვის ნაცნობია. როდის აღიარებთ რომ ისინი თქვენი შვილები არიან?“ - მიმართა პუტინს ჟურნალისტმა.

"თქვენ ახსენეთ ერთი, მეორე ქალბატონი. ახსენეთ გარკვეული წილები, ბიზნესები. თქვენ უბრალოდ ფაქტი დააფიქსირეთ. ეს საკმარისი არ არის. როცა მსგავს რაღაცეებში ერევი, უნდა გაარკვიოთ, რა ბიზნესია თუ მართლა არის, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება" - ორაზროვნად უპასუხა პუტინმა შეკითხვას.

ბოლო წლებში, მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ვლადიმერ პუტინს კიდევ ჰყავს შვილები, რომელთა დედაც რუსი ტანმოვარჯიშე, ალინა კაბაევაა. კაბაევას მედია ხან პუტინის მეგობარ გოგონად, ხან საცოლედ და ზოგჯერ ცოლადაც მოიხსენიებს, თუმცა თავად რუსეთის პრეზიდენტს არც კაბაევასთან ურთიერთობა და არც მასთან საერთო შვილის ყოლა არ დაუდასტურებია.

მიმდინარე წლის მაისში, ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ 36 წლის კაბაევას და 67 წლის ვლადიმერ პუტინს, ტყუპი ვაჟები ჰყავთ. ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გამოაქვეყნა სახელწოდებით - „ალინა კაბაევას ტყუპი ვაჟი შეეძინა და გაქრა“, თუმცა მოგვიანებით, ტაბლოიდი, რომელიც ამის შესახებ წერდა, დაიხურა.

საერთაშორისო მედიამ არაერთხელ სცადა "საიდუმლო შვილების" შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის ეკითხა, თუმცა უშედეგოდ. როდესაც ერთ-ერთ პრესკონფერეციაზე რუსეთის პრეზიდენტს ქალიშვილების შესახებ ჰკითხეს, მან ჟურნალისტს უპასუხა: "ყველაფერი კარგად არის, არ იდარდოთ".

ავტორი: ნუკა კეკელია