პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წლის საუკეთესონი საქართველოს ზრდასრულთა განათლებაში
2019 წლის საუკეთესონი საქართველოს ზრდასრულთა განათლებაში

ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლი (GAEN) ტრა­დი­ცი­უ­ლად წლის ბო­ლოს ატა­რებს, 5 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა სას­ტუმ­რო „ბეტსში“. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო­ნი გა­მოვ­ლინ­დნენ და ასე­ვე - ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. სა­ნამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­გაც­ნობ­დეთ, მოკ­ლედ - თა­ვად ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

შე­მა­ჯა­მე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე ფარ­თოდ იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსელ­ში შე­მა­ვა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი, რო­მელ­თა რი­ცხვი დღეს უკვე 11-ია ქვე­ყა­ნა­ში და რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვად ასა­ხა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი, ცენ­ტრებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში შექ­მნილ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა. თე­ქის, ქვილ­თის, გო­ბე­ლე­ნის, ქარ­გვის, ქსო­ვის, სა­ი­უ­ვე­ლი­რო, ხის ნა­კე­თო­ბა­თა, სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­სე­სუ­ა­რებ­მა და სუ­ვე­ნი­რებ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან, დო­ნო­რი და პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მოღ­ვა­წე სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან.

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ჭა­ბუ­კი­ან­მა გახ­სნა. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სტუმ­რებს მობ­რძა­ნე­ბის­თვის, ქსე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის და თა­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში გან­ვლი­ლი წლის მან­ძილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა. რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ი­დან გა­ირ­კვა, წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა სიმ­რავ­ლით, პრო­ფე­სი­ულ კურ­სებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვით და კი­დევ ერთი ახა­ლი ცენ­ტრის შე­მა­ტე­ბით, რო­მე­ლიც DVV International სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ძა­ლის­ხმე­ვით ამ ზა­ფხულს ხა­რა­გა­ულ­ში გა­იხ­სნა

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ე­სალმნენ და თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მა­რი­კა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა; DVV International-ის კავ­კა­სი­ის, თურ­ქე­თი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა მაია ავ­რა­მოვ­სკამ და DVV International-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა ლალი სან­თე­ლა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა გა­მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი, „წლის სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რის“ ავ­ტო­რი გელა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კონ­კურ­სის პრი­ზი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცა; „წლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრის“ ტი­ტუ­ლი ლე­ლი­ა­ნი­სა და სე­ნა­კის ზრდას­რულ­თა/სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრებ­მა მო­ი­პო­ვეს; „წლის სა­უ­კე­თე­სო ტრე­ნე­რი“ გახ­და მა­ნო­ნი ფი­ფია ჯვა­რის სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან; „წლის სა­უ­კე­თე­სო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი“ - ბად­რი ვე­კუა, სე­ნა­კის სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან და ბო­ლოს, „წლის სა­უ­კე­თე­სო მო­ხა­ლი­სე“ - ვატო წე­რე­თე­ლი, რო­მელ­საც სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ე­ცა.

სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს გა­მარ­თულ­მა ფურ­შეტ­მა და ფო­ტო­სე­სი­ამ და­აგ­ვირ­გვი­ნა, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის შედ­გა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან ამ დროს მო­ვი­პო­ვეთ:

თა­მარ ჭა­ბუ­კი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლის დი­რექ­ტო­რი: - დღეს GAEN-ის 2019 წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქსე­ლის ცენ­ტრი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო; ასე­ვე, გა­მო­ვავ­ლი­ნეთ ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სის „ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო­ნი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „წლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრის სტა­ტუ­სი“ ამ­ჯე­რად ორმა ცემნტრმა მო­ი­პო­ვა; და­ვა­ჯილ­დო­ვეთ „წლის სა­უ­კე­თე­სო ტრე­ნე­რი“; „წლის სა­უ­კე­თე­სო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი“ და „წლის სა­უ­კე­თე­სო მო­ხა­ლი­სე“. ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ სწავ­ლა­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას ყო­ველ­თვის მო­აქვს პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზეც და თემ­შიც, ამი­ტომ დამ­სა­ხუ­რე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­ლო­ცავ მათ. გარ­და ამი­სა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნეთ 2019 წლის მოკ­ლე ან­გა­რი­ში და გა­ვა­ცა­ნით 2020 წლის გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი და, ძი­რი­თა­დად, ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­ე­რე­ბუ­ლი. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა სტუ­მარს - დო­ნო­რებს, პარტნი­ო­რებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ცენ­ტრებს, მათ თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

მა­რი­კა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე: - მი­მაჩ­ნია, რომ DVV International-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი და მისი შვი­ლო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია GAEN ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი არ არის არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია. არა­და, გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტი­ნი­უმ­ში არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სა­კა­მოდ ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია, რად­გან იგი სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე სთა­ვა­ზობს ზრდას­რუ­ლებს. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბაც და აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც სწო­რედ ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ ცენ­ტრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც მო­წყვლად რე­გი­ო­ნებ­ში ოპე­რი­რე­ბენ. იქ, ალ­ბათ, არც არ­სე­ბობს ბევ­რი სხვა სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ამი­ტომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არის ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი, გულ­წრფე­ლად და­დე­ბი­თი... მე გა­ვი­ცა­ნი ცენ­ტრე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ტი­ვა­ცია - ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ეს არის და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კარ­გად გა­მოჩ­ნდა. ზრდას­რულ­თა/სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბით ცდი­ლო­ბენ, შრო­მი­თი ბა­ზა­რის მო­თხოვ­ნე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი შეს­თა­ვა­ზონ ადა­მი­ა­ნებს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სხვა ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ, კი გერ­მა­ნუ­ლი ზრადსრულ­თა გა­ნათ­ლე­ბის მო­დელს იზი­ა­რებს. რო­გორც მი­თხრეს, უცხო ენე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და სხვა უნა­რე­ბის გარ­და, სა­დღაც, მა­გა­ლი­თად, იო­გას კურ­სი­ცაა გახ­სნი­ლი, სა­დღაც კი ცეკ­ვას ას­წავ­ლი­ან... ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნებ­ში და სულ სხვა ხა­ლის­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც, იქ­ნებ, სა­კუ­თა­რი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის გარ­და არც არა­ფე­რი აქვთ - არც სამ­სა­ხუ­რი, არც ინ­ტე­რე­სე­ბი... ამი­ტო­მაც მომ­წონს ეს კონ­ცეფ­ცია და ვთვლი, რომ უნი­კა­ლუ­რია - პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან შერ­წყმუ­ლი ზო­გა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და პლუს პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იშ­ვი­ა­თი სერ­ვი­სია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­აც, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ქმნის და შე­დე­გის რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბით თა­ვად­ვე აცო­ცხლებს ცენ­ტრებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვალ­ში მათი მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად (როცა ქვეყ­ნი­დან დო­ნო­რე­ბი გავ­ლენ). არ­სე­ბუ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და კი­დევ უფრო გან­სა­ვი­თა­რებ­ლად მეტ სტრა­ტე­გი­ულ ქმე­დე­ბებ­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ DVV International-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფისს, ქსელ­სა და ცენ­ტრებს, რო­მელ­თაც ამ სა­სი­კე­თო საქ­მე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რაც ექ­ნე­ბათ.

მაია ავ­რა­მოვ­სკა, DVV International-ის კავ­კა­სი­ის, თურ­ქე­თი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის დი­რექ­ტო­რი: - მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ DVV International სა­ქარ­თვე­ლოს მიდ­გო­მით სა­ქარ­თვე­ლო­ში ზრდას­რულ­თა /სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბის შექ­მნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ ქარ­თუ­ლი მა­გა­ლი­თი შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის და რე­გი­ო­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც მათ­თვის, ვინც ასე­ვე ცდი­ლობს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ამ მიზ­ნით DVV International სა­ქარ­თვე­ლოს ოფის­მა და ზრდას­რულ­თა / სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრებ­მა რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო ვი­ზიტს უმას­პინ­ძლეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, რათა მათ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქსე­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი­ყო. ვფიქ­რობ, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზრდას­რულ­თა /სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის 11 ცენ­ტრი და სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლი, რო­გორც ცენ­ტრე­ბის ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცია, მძლავ­რი სა­ფუძ­ვე­ლია ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის მდგრა­დი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა კი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის­კენ გლო­ბა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და იმი­სათ­ვის, რომ გვქონ­დეს უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი, რაც ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა ნა­თე­ლი სუ­რა­თია იმ დიდი შრო­მი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ი­სა, რომ­ლის თვალ­ხი­ლუ­ლი შე­დე­გე­ბით ასე მო­ვი­ხიბ­ლეთ დღეს. მე კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ცენ­ტრებს, ქარ­თველ ზრდას­რულ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლებს თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ვთხოვ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ეს მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, პროგ­რა­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის ხა­რის­ხი, რო­მელ­საც დღეს სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუ ხალ­ხი თქვე­ნი მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, ისი­ნი კვლა­ვაც მოვ­ლენ თქვენს ცენ­ტრში, კვლა­ვაც გა­ივ­ლი­ან თქვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ კურ­სებს და სწო­რედ კმა­ყო­ფი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბით შევ­ძლებთ, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბულ ის­ტო­რი­ად იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, „წლის სა­უ­კე­თე­სო მო­ხა­ლი­სის“, 16 წლის ვატო პავ­ლი­აშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც იე­სე­მის გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლის 11 კლა­სის მოს­წავ­ლეა და და­უ­ზა­რე­ლი შრო­მით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი: - ეს იყო ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი, რად­გან ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ჩემი ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­სამ­ჩნე­ვი და აღ­სა­ნიშ­ნი გახ­დე­ბო­და. დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის GAEN-ს და DVV-ს, რომ­ლებ­მაც ეს ასე და­ა­ფა­სეს და წა­მა­ხა­ლი­სეს. მო­ხა­ლი­სე­ო­ბა პირ­ვე­ლად შარ­შან ვცა­დე, რო­დე­საც ევ­რო­პის დღე­ებ­ში და­ვეხ­მა­რე DVV-ს. ეს ჩემ­თვის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის, შრო­მის კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა და მას შემ­დეგ მუ­დამ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვერ­თვე­ბი მათ აქ­ტი­ვო­ბებ­ში და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და სხვა­დას­ხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და სა­ო­ფი­სე საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბი. ვთვლი, რომ მო­ხა­ლი­სე­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და ახა­ლი უნა­რე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად, რაც შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მოგ­ვად­გე­ბა. ამი­ტომ ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ვურ­ჩევ­დი, არ და­ი­ზა­რონ უან­გა­როდ შრო­მა, რო­მე­ლიც მარ­თლაც სა­ხა­ლი­სოა და სა­პა­ტი­ოც და ბევ­რად სჯობს მთე­ლი დღე კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მა­სა თუ ქუ­ჩა­ში ყოფ­ნას. ეს ჯილ­დო კარ­გი მო­ტი­ვა­ცია და და­ფა­სე­ბაა ჩემ­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო სა­ზო­გა­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და სა­სარ­გებ­ლო შრო­მით დავ­კავ­დე, თა­ნაც მშობ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გა­ვა­ხა­რე... კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა GAEN-ს და DVV-ს! იღ­ბლი­ა­ნია ის, ვინც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მოხ­ვდე­ბა, რად­გან აქ შრო­მა­სა და მონ­დო­მე­ბას არ გი­კარ­გა­ვენ...

R

რიტა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

თამარ აბაშიძე
0

ჭქბუკიანი განათლების მინისტრის მოადგილედ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

2019 წლის საუკეთესონი საქართველოს ზრდასრულთა განათლებაში

2019 წლის საუკეთესონი საქართველოს ზრდასრულთა განათლებაში

ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) ტრადიციულად წლის ბოლოს ატარებს, 5 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო „ბეტსში“. ღონისძიებაზე ზრდასრულთა განათლების საუკეთესონი გამოვლინდნენ და ასევე - ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ზრდასრულთა განათლების თემაზე ყოველწლიურად იმართება. სანამ გამარჯვებულებს გაგაცნობდეთ, მოკლედ - თავად ღონისძიების შესახებ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ზრდასრულთა განათლების ქსელში შემავალი რეგიონული სათემო განათლების ცენტრები, რომელთა რიცხვი დღეს უკვე 11-ია ქვეყანაში და რომელთა წარმატება შთამბეჭდავად ასახა ღონისძიებაზე გამოფენილი, ცენტრებში განხორციელებული პროფესიული თუ პიროვნული განვითარების კურსების ფარგლებში შექმნილმა ნამუშევრებმა. თექის, ქვილთის, გობელენის, ქარგვის, ქსოვის, საიუველირო, ხის ნაკეთობათა, სხვადასხვა სახის აქსესუარებმა და სუვენირებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან, არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებიდან.

შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, ქსელის საქმიანობით დაინტერესებისთვის და თავის პრეზენტაციაში განვლილი წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები და შედეგები შეაჯამა. როგორც პრეზენტაციიდან გაირკვა, წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბენეფიციართა სიმრავლით, პროფესიულ კურსებზე მიღებული ცოდნით დასაქმებულთა რიცხვით და კიდევ ერთი ახალი ცენტრის შემატებით, რომელიც DVV International საქართველოს ოფისის ძალისხმევით ამ ზაფხულს ხარაგაულში გაიხსნა

შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიკა ზაქარეიშვილმა; DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა მაია ავრამოვსკამ და DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ.

ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური მომენტი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა გახლდათ. ტრადიციული ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული გახდა ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი, „წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის“ ავტორი გელა მამულაშვილი, რომელსაც კონკურსის პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცა; „წლის საუკეთესო ცენტრის“ ტიტული ლელიანისა და სენაკის ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებმა მოიპოვეს; „წლის საუკეთესო ტრენერი“ გახდა მანონი ფიფია ჯვარის სათემო განათლების ცენტრიდან; „წლის საუკეთესო ბენეფიციარი“ - ბადრი ვეკუა, სენაკის სათემო განათლების ცენტრიდან და ბოლოს, „წლის საუკეთესო მოხალისე“ - ვატო წერეთელი, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

საზეიმო განწყობა ღონისძიების დასასრულს გამართულმა ფურშეტმა და ფოტოსესიამ დააგვირგვინა, რომელიც შეხვედრის მონაწილეთათვის შედგა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც ღონისძიების მონაწილეებისგან ამ დროს მოვიპოვეთ:

თამარ ჭაბუკიანი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორი: - დღეს GAEN-ის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ქსელის ცენტრი ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო; ასევე, გამოვავლინეთ ყოველწლიური კონკურსის „ზრდასრულთა განათლების საუკეთესონი" გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ „წლის საუკეთესო ცენტრის სტატუსი“ ამჯერად ორმა ცემნტრმა მოიპოვა; დავაჯილდოვეთ „წლის საუკეთესო ტრენერი“; „წლის საუკეთესო ბენეფიციარი“ და „წლის საუკეთესო მოხალისე“. ყველა ეს ადამიანი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სწავლასა და თვითგანვითარებაზე ზრუნვას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური შედეგები ინდივიდუალურ დონეზეც და თემშიც, ამიტომ დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ მათ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე საზოგადოებას წარვუდგინეთ 2019 წლის მოკლე ანგარიში და გავაცანით 2020 წლის გეგმები, რომელიც საკმაოდ ამბიციური და, ძირითადად, ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტიერებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს - დონორებს, პარტნიორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ორგანიზაციებს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრებს, მათ თითოეულ თანამშრომელს თავიანთ რეგიონებში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის, საზოგადოებისა და თემის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

მარიკა ზაქარეიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - მიმაჩნია, რომ DVV International-ის საქართველოს ოფისი და მისი შვილობილი ორგანიზაცია GAEN ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი არ არის არაფორმალურ განათლებაზე მომუშავე ორგანიზაცია. არადა, განათლების კონტინიუმში არაფორმალურ განათლებას საკამოდ ღირსეული ადგილი უკავია, რადგან იგი საკუთარი თავის პოვნისა და თვითრეალიზაციის საშუალებას ცხოვრების ბოლომდე სთავაზობს ზრდასრულებს. ეს ღონისძიებაც და აქ წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია, განსაკუთრებით, იმ ცენტრების შემთხვევაში, რომლებიც მოწყვლად რეგიონებში ოპერირებენ. იქ, ალბათ, არც არსებობს ბევრი სხვა სერვისი, რომელიც მოსახლეობის ინტერესების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. ამიტომ ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილება არის ძალიან დადებითი, გულწრფელად დადებითი... მე გავიცანი ცენტრების დირექტორები, მათი ღირებულებები და მოტივაცია - ყველა ადამიანს საკუთარი თავის პოვნის თანაბარი შესაძლებლობა მისცენ. არაფორმალური განათლების მთავარი მიზანიც ეს არის და ამ ღონისძიებაზე კარგად გამოჩნდა. ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრები მრავალფეროვანი პროგრამებით ცდილობენ, შრომითი ბაზარის მოთხოვნები გაითვალისწინონ და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული სერვისები შესთავაზონ ადამიანებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ქვეყნების, კერძოდ, კი გერმანული ზრადსრულთა განათლების მოდელს იზიარებს. როგორც მითხრეს, უცხო ენების, კომპიუტერისა და სხვა უნარების გარდა, სადღაც, მაგალითად, იოგას კურსიცაა გახსნილი, სადღაც კი ცეკვას ასწავლიან... ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში და სულ სხვა ხალისსა და მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რომელთაც, იქნებ, საკუთარი შინამეურნეობის გარდა არც არაფერი აქვთ - არც სამსახური, არც ინტერესები... ამიტომაც მომწონს ეს კონცეფცია და ვთვლი, რომ უნიკალურია - პროფესიულ განვითარებასთან შერწყმული ზოგადი კომპეტენციები და პლუს პიროვნული უნარების განვითარება იშვიათი სერვისია ჩვენს რეალობაში. ძალიან მომეწონა, ასევე, სოციალური საწარმოების კონცეფციაც, რომელიც ადგილზე დასაქმების შესაძლებლობასაც ქმნის და შედეგის რეინვესტირებით თავადვე აცოცხლებს ცენტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფად (როცა ქვეყნიდან დონორები გავლენ). არსებულის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო განსავითარებლად მეტ სტრატეგიულ ქმედებებსა და პროდუქტიულობას ვუსურვებ DVV International-ის საქართველოს ოფისს, ქსელსა და ცენტრებს, რომელთაც ამ სასიკეთო საქმეში, ბუნებრივია, განათლების სამინისტროს მხარდაჭერაც ექნებათ.

მაია ავრამოვსკა, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი: - მე ძალიან კმაყოფილი ვარ DVV International საქართველოს მიდგომით საქართველოში ზრდასრულთა /სათემო განათლების ცენტრების შექმნისა და განვითარების საქმეში. მინდა გითხრათ, რომ ქართული მაგალითი შთაგონების წყაროდ იქცა ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და რეგიონის ფარგლებს გარეთაც მათთვის, ვინც ასევე ცდილობს ზრდასრულთა განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და წარმატებით ფუნქციონირებას. ამ მიზნით DVV International საქართველოს ოფისმა და ზრდასრულთა / სათემო განათლების ცენტრებმა რამდენიმე სასწავლო ვიზიტს უმასპინძლეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში ჩამოყალიბებული ქსელის ფუნქციონირებაზე და გამოცდილება გაზიარებულიყო. ვფიქრობ, დაფუძნებული ზრდასრულთა /სათემო განათლების 11 ცენტრი და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, როგორც ცენტრების ქოლგა ორგანიზაცია, მძლავრი საფუძველია ზრდასრულთა განათლების მდგრადი სისტემის განვითარებისთვის ქვეყანაში. განვითარებული ზრდასრულთა განათლების სისტემა კი თანამედროვე საზოგადოების მახასიათებელია, რომელიც მიმართულია საკუთარი მოსახლეობის განათლებისკენ გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად და იმისათვის, რომ გვქონდეს უფრო კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი, რაც ყველაზე დიდი სიმდიდრეა. დღევანდელ ღონისძიება ნათელი სურათია იმ დიდი შრომისა და მოტივაციისა, რომლის თვალხილული შედეგებით ასე მოვიხიბლეთ დღეს. მე კვლავაც წარმატებას ვუსურვებ ცენტრებს, ქართველ ზრდასრულთა განმანათლებლებს თავიანთ საქმიანობაში და ვთხოვ, შეინარჩუნონ ეს მაღალი მოტივაცია, პროგრამებისა და მეთოდების ხარისხი, რომელსაც დღეს სთავაზობენ საზოგადოებას. თუ ხალხი თქვენი მუშაობით კმაყოფილი იქნება, ისინი კვლავაც მოვლენ თქვენს ცენტრში, კვლავაც გაივლიან თქვენ მიერ შეთავაზებულ კურსებს და სწორედ კმაყოფილი ბენეფიციარებით შევძლებთ, ზრდასრულთა განათლება წარმატებულ ისტორიად იქცეს საქართველოში.

დაბოლოს, ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის, „წლის საუკეთესო მოხალისის“, 16 წლის ვატო პავლიაშვილის კომენტარი, რომელიც იესემის გერმანული სკოლის 11 კლასის მოსწავლეა და დაუზარელი შრომით, პასუხისმგებლობითა და მონდომებით გამოიჩინა თავი: - ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი სიხარული, რადგან ვერ ვიფიქრებდი, თუ ჩემი ასე მოკრძალებული წვლილი შესამჩნევი და აღსანიშნი გახდებოდა. დიდი მადლობა ამისთვის GAEN-ს და DVV-ს, რომლებმაც ეს ასე დააფასეს და წამახალისეს. მოხალისეობა პირველად შარშან ვცადე, როდესაც ევროპის დღეებში დავეხმარე DVV-ს. ეს ჩემთვის პასუხიმგებლობის, შრომის კარგი გაკვეთილი, გამოცდილება აღმოჩნდა და მას შემდეგ მუდამ სიამოვნებით ვერთვები მათ აქტივობებში და ღონისძიებებში და სხვადასხვა საორგანიზაციო და საოფისე საქმეებში ვეხმარები. ვთვლი, რომ მოხალისეობა საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და ახალი უნარების ასათვისებლად, რაც შემდეგ ცხოვრებაშიც გამოგვადგება. ამიტომ ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, არ დაიზარონ უანგაროდ შრომა, რომელიც მართლაც სახალისოა და საპატიოც და ბევრად სჯობს მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომასა თუ ქუჩაში ყოფნას. ეს ჯილდო კარგი მოტივაცია და დაფასებაა ჩემთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო საზოგადო საქმიანობაში და სასარგებლო შრომით დავკავდე, თანაც მშობლებიც ძალიან გავახარე... კიდევ ერთხელ მადლობა GAEN-ს და DVV-ს! იღბლიანია ის, ვინც ამ ორგანიზაციებში მოხვდება, რადგან აქ შრომასა და მონდომებას არ გიკარგავენ...

R

რიტა ბაინდურაშვილი

ნახეთ ფოტოები

თერმოინდუსტრია სითბოთი სავსე 2020 წელს გისურვებთ!

ნამდვილი ფასდაკლებები მეგატექნიკაში!

ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს