ავტორი:

პრინცი ჰარი სანტა კლაუსის ფორმაში - "სანტას ეს ვერსია უფრო მოგვწონს"

პრინცი ჰარი სანტა კლაუსის ფორმაში - "სანტას ეს ვერსია უფრო მოგვწონს"

დიდი ბრიტანეთის პრინცი, სასექსის ჰერცოგი ჰარი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებებით. მას არ აშინებს ბრიტანული სამეფო ოჯახის ეტიკეტის მკაცრი წესების დარღვევა. თავისი ქმედებების გამო პრინცს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

როგორც ჩანს, ჰარიმ გადაწყვიტა საშობაოდაც გაგვაოცოს. ამჯერად მან სანტა კლაუსის ფორმა მოირგო და ბავშვებისთვის ვიდეომიმართვა გადაიღო.

სამეფო ოჯახის 35 წლის წარმომადგენელელი მომღიმარი სახით პატარებს მიმართავს. მიმართვის მთავარი ადრესატები ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გარდაცვლილ ჯარისკაცთა ბავშვები არიან.

"ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავ დროს გაატარებთ. მინდა, მიმოიხედოთ და გააცნობიეროთ, რომ ოჯახის ნაწილი ხართ, რომ ნაწილი ხართ შესანიშნავი საზოგადოების და რომ ყოველ დღე მხარს გიჭერთ“, - ამბობს პრინცი ვიდეომიმართვაში.

ის ასევე საუბრობს მშობლების დაკარგვის სიმძიმეზე:

"დიახ, მშობლის დაკარგვა ძალიან რთულია, მაგრამ ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი, ერთმანეთის დახმარებით შესანიშნავ მომავალს შეიქმნით და რა თქმა უნდა, შესანიშნავი შობა გექნებათ", - ამბობს სასექსის ჰერცოგი.

Prince Harry has sent a special Christmas message to children at a festive party thrown by @CorporalScotty🎅🏻
The charity provides support to kids across the UK who have lost a parent who served in the British Armed Forces.

Watch in full here: https://t.co/x1TIEs5TKS pic.twitter.com/30ooLusqCr
— Omid Scobie (@scobie) December 20, 2019

პრინცის საქციელმა ადამიანები დადებითი ემოციებით დამუხტა, სასიამოვნო განწყობა მოუტანა და თითქმის ყველას ღიმილი მოჰგვარა.

ვიდეომიმართვა, ცხადია, Twitter-ზე განხილვის თემა გახდა.

"ჩვენ სანტას ეს ვერსია უფრო მოგვწონს“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებელები.

წელს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის თავიანთი პირველი შვილი, არჩი შეეძინათ. ჰარი შობას კანადაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად , მეგანის დედასთან, დორია რეგლანდთან შეხვდება. პრინცის ეს გადაწყვეტილებაც ბრიტანეთში სკანდალის საბაბი გახდა. როგორც ცნობილია, დედოფალ ელისაბედისთვის უმნიშვნელოვანესია, შობას მთელი ოჯახი ერთად შეხვდეს, თუმცა, როგორც ჩანს, პრინცს სხვა პრიორიტეტები აქვს.

ფრანგულ კომპანიაში ხელმძღვანელების ზეწოლის გამო 18-მა თანამშრომელმა თავი მოიკლა - სასამართლომ დირექტორები დამნაშავედ სცნო

ევროპაში ორი ქარიშხლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა

17 წლის გოგონამ აშშ-ში თვითმფრინავის გატაცება სცადა - "ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა და აეროპორტის შენობას დაეჯახა“