მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?
"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?

სა­ბერ­ძნეთ­ში, ქა­ლაქ კა­ლი­მა­რე­ში 25 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, ოზურ­გე­თე­ლი მეგი კუპ­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ ქა­ლა­ქის პარკში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ნახა. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმე­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­მა­ნა­შა­ვეს მალე მი­აგ­ნე­ბენ. თით­ქმის ყვე­ლა ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­დაც კი მომ­ხდარ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, აღ­ნიშ­ნავს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მეგი სა­ბერ­ძნეთ­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ზრდის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს გარ­დაც­ვლი­ლის მამა სოსო კუპ­რა­ძეც. მეგი მათ სა­ნა­ხა­ვად სამ­შობ­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და.

ტრა­გე­დი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი ოზურ­გე­თე­ლი მე­ზო­ბე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ულა­მა­ზე­სი გოგო იყო მეგი, ასე­თი ზღაპ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის სიკ­ვდი­ლი დიდი სი­სას­ტი­კეა! ვინ იცის, მეგი მე­რამ­დე­ნეა, ვინც ასე და­ი­ღუ­პა... გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოს გამო. მისი დედ-მამა სიყ­ვა­რუ­ლით შე­უღლდნენ თა­ვის დრო­ზე, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ და მე­გი­საც იქ ზრდიდ­ნენ. თუმ­ცა გა­ჭირ­ვე­ბას მათ­მა ქორ­წი­ნე­ბა­მაც ვე­ღარ გა­უძ­ლო... და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნას დედა სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, შვილს კი მამა ზრდი­და. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის. მეგი ნა­ად­რე­ვად გა­თხოვ­და და სო­სოც ოზურ­გეთ­ში დაბ­რუნ­და... ალ­ბათ ფიქ­რობ­და, შვილს რა­ი­ო­ნი­დან უკეთ მი­ვეხ­მა­რე­ბიო. თუმ­ცა, კაცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო, - ოჯა­ხი მე­გი­საც და­ენგრა, რის შემ­დე­გაც სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა დე­დას­თან.

მე­გის ორი შვი­ლი ჰყავს. მის შვი­ლებ­საც მისი ბედი ერ­გოთ, - ბავ­შვე­ბი მე­გის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იზ­რდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, დედა მათ სა­ნა­ხა­ვად ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
15

გაჭირვებამ ოჯახი კი არ უნდა დაანგრიოს, პირიქით ოჯახი უნდა შედუღაბდეს და ცოლმაც და ქმარმაც ერთად უნდა იბრძოლონ და იშრომონ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ! სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოიჩინონ ერთმანეთის და სამშობლოს მიმართ! ვგმობ ქალბატონების საზღვარგარეთ წასვლას გაჭირვების გამო. არც ისეთი გაჭირვებაა როგორი გმინვაც ისმის. იმას უნდა დასჯერდე რაც ღმერთმა მოგცა, შეუღლებისას ალტართან თქმულ ცოლქმრობის სიტყვა არ უნდა გატეხო...

კოტე
8

გაჭირვება ერთია და მეორე კიდევ ქვეყანას ჭირდება რომ 2 მილიონმა ადამიანმა სასწრაფოდ დატოვოს ტერიტორია და წავიდეს საზღვარგარეთ. ეგრე თქვა მამა მარჩენალმა თან ისე კი არ გვაგზავნის, ჯერ სწავლა მერე გავლა! დავეუფლებით მომვლელის მიმტანის და ასე შემდეგ კურსებს მერე წავალთ საზღვარგარეთ და იქ დავრჩებით, მერე კიდევ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?

"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?

საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ის საბერძნეთის პოლიციამ ქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი ნახა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, იმედია, სამართალდამცავები დამანაშავეს მალე მიაგნებენ. თითქმის ყველა ბერძნული გამოცემა, სადაც კი მომხდარზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, აღნიშნავს გარდაცვლილი გოგონას განსაკუთრებულ სილამაზეს. როგორც ირკვევა, მეგი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც მისი ყოფილი მეუღლე ზრდის. საქართველოში ცხოვრობს გარდაცვლილის მამა სოსო კუპრაძეც. მეგი მათ სანახავად სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა.

ტრაგედიაზე გარდაცვლილის ერთ-ერთი ოზურგეთელი მეზობელი გვესაუბრება:

- ულამაზესი გოგო იყო მეგი, ასეთი ზღაპრული სილამაზის სიკვდილი დიდი სისასტიკეა! ვინ იცის, მეგი მერამდენეა, ვინც ასე დაიღუპა... გაჭირვებული და გაღატაკებული სამშობლოს გამო. მისი დედ-მამა სიყვარულით შეუღლდნენ თავის დროზე, თბილისში ცხოვრობდნენ და მეგისაც იქ ზრდიდნენ. თუმცა გაჭირვებას მათმა ქორწინებამაც ვეღარ გაუძლო... დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც გოგონას დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, შვილს კი მამა ზრდიდა. ყველაფერს აკეთებდა, ქალიშვილისთვის. მეგი ნაადრევად გათხოვდა და სოსოც ოზურგეთში დაბრუნდა... ალბათ ფიქრობდა, შვილს რაიონიდან უკეთ მივეხმარებიო. თუმცა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, - ოჯახი მეგისაც დაენგრა, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრა დედასთან.

მეგის ორი შვილი ჰყავს. მის შვილებსაც მისი ბედი ერგოთ, - ბავშვები მეგის ყოფილ მეუღლესთან ერთად იზრდებიან საქართველოში, დედა მათ სანახავად ხშირად ჩამოდიოდა. წაიკითხეთ სრულად

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"