გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მას დაველაპარაკებით, - ასე უპასუხა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას.
მისი შეფასებით, კვირიკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია.
„გიორგი კვირიკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანი, ის არის ძალიან დიდი აქტივი ჩვენი ქვეყნის, დიდი გამოცდილებით. მისი ბოლო განცხადება ერთად მოვისმინეთ ყველამ, რომ იგი არის ახლა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უახლოეს ხანში, არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, თუ დააპირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მას დაველაპარაკებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.