ავტორი:

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

საქმის პროკურორის, მარიკა გოგოხიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თორნიკე ქვათაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს. ამის შესახებ გოგოხიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი მასალებით, შეაფასა სიტუაცია სამართლებრივად და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 4 პირის მიმართ, რომლებსაც შეეფარდათ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახედ. პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ჯგუფურად ორივეს შეეფარდათ პატიმრობა, რაც შეეხება ერთ პირს რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა სასამართლომ იმსჯელა, რომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილება გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში", - განაცხადა გოგოხიამ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება. ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს

გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა