ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად, - ამის შესახებ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „შენების მოძრაობამ“ „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“ და სხვა მოქალაქეების სახით იპოვა ის ხალხი, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში ეძებდა.
„შენების მოძრაობა“ გააგრძელებს არსებობას, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება. ჩვენ გვქონდა ძალიან ხმამაღლა გაცხადებული, რომ ვართ მოსურნე სერიოზული პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობის და დღეს სწორედ ეს მოვლენაა. „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“, სხვა მოქალაქეების სახით ჩვენ ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში. თავად „შენების მოძრაობა“ გაიზარდა და სერიოზულადაა წარმოდგენილი, რამდენიმე ასეული ჩვენგანი. ასე რომ, ჩვენ ერთ ორგანიზაციად გაერთიანებული გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და სწორ გზაზე დასაყენებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.