ავტორი:

ბათუმში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

"ერთად ერთის წინააღმდეგ” - ამ სახელწოდებით ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდა პარტია “ევროპული საქართველო”.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თუ “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა, უფრო მასშტაბურ და ყოვლისმომცველ პროტესტს მიიღებს.

აქციას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები. ეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რიგით მეორე რეგიონული აქციაა. მათი განმარტებით, აქციები გაგრძელდება და საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება. იხილეთ ფოტოები

კალაძე - " ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"

"ვანო მაჭავარიანმა შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა: მამუკა ბახტაძე იყო უტ....ო" - რას პასუხობს ინგა გრიგოლიას ბრალდებას ფინანსთა მინისტრი

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა