ავტორი:

"ვაჟა გაფრიდაშვილი სამი წლის არ იყო, მე ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ..." - მეუფე იაკობი ბოლო დროის მნიშვნელოვან მოვლენებზე

"ვაჟა გაფრიდაშვილი სამი წლის არ იყო, მე ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ..." - მეუფე იაკობი ბოლო დროის მნიშვნელოვან მოვლენებზე

თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არა მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია მათ შორის, რაღაც შეთანხმებაზე მივლენ აუცილებლად. მთავარია ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. მეუფემ ქვეყანაში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მეუფემ ვრცლად ისაუბრა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების და ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. მან ოსეთს და რუსეთს გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთს სურს, აუცილებლად მოხდება მისი გათავისუფლება.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ყურადღება გაამახვილა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობაზე და ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე. მან ასევე ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, თუ პოზიციასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ მოხდება, ქვეყანაში მუდმივად იქნება დაძაბული ფონი.

“ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკოსებმა ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე ეს ტემპერატურა დაწიონ იმიტომ, რომ მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არა არის, რომელი პარტიაა სათავეში, ან აპირებს მოსვლას, მთავარია, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არა მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია მათ შორის, რაღაც შეთანხმებაზე მივლენ აუცილებლად. მთავარია ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს.

ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ყოველი ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია.

ვაჟა გაფრიდაშვილი სამი წლის არ იყო, მე ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით ვმეგობრობთ - წესიერი კაცი იყო, კარგად სწავლობდა, პროფესიონალი იყო. იცით, გააკეთა, რა იცოდა, რომ ადამიანს უჭირდა და წავიდა მის დასახმარებლად. რომ არ დაეძახნათ, ვერც გაიგებდა და არ წავიდოდა. არც დააცადეს მისულიყო და დახმარებოდა ადამიანს. მერე ათასი ჭორი მოიგონეს, არ ეკადრებათ. რომელ ომზეა საუბარი, ვაჟა ყოველთვის მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა. ვაჟამ პირველი სკოლა დაამთავრა და არასოდეს ყოფილა ჩხუბის ინიციატორი, სულ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა. მე ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსების მიმართ, მეზობლებიც ბევრი გვყავდა. ის დაიჭირეს და მიუსაჯეს, თუმცა ამით ვაჟას არაფერი არ აკლდება. შეხედონ აბა, ლაჩარი ვაჟა უნდათ, რაც გულში აქვს იმას ამბობს, კაცია. ძალიან სწორად იქცევა. მინდა, მივმართო ოსეთის ხელისუფლებას და რუსების იმ ნაწილს, მათ დააფასონ კაცის ეს საქციელი, მართმადიდებელი ადამიანის და კარგი ქართველის. მას ხომ ვინმეს სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის. ხომ არ უბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ, მათაც უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება, მე არასოდეს არ მიმიტოვებია ჩემი მეგობრები. ეხლაც ვხედავ სახელმწიფოც ბევრს ცდილობს, მაგრამ ერთი კაცი რომ დაიხსნას, ამდენი ხანი ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ პოზიციის და ოპოზიციის და ერთობლივი დამსახურებაა, რომ გვიყურებენ შიგნით, როგორ ვჭამთ ერთმანეთს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გონიერება გამოიჩინონ, თუ უნდათ რომ წესიერად მოიქცნენ, სკამებს არ გადააყოლონ საქართველო, იმიტომ რომ ხალხი ირჩევს მათ და ხალხივე უშვებს. ნურცერთ მხარეს ნუ გადავუსმევთ თავზე ხელს. სჯობია საქართველოსთვის იზრუნონ. ყველა გავერთიანდეთ, რომ ლუკას და ცოტნეს მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს. ოსებს და რუსებს მივმართავ, ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არ არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებალდ შეძლებენ გააკეთონ. მე უფრო გამიკვირდება, თუ ოსეთის ხელისუფლება დროულად გამოუშვებს ვაჟა გაფრინდაშვილს. როგორც ვაჟას საქციელს ვიწონებ, ასევე მოვიწონებ მათ საქციელსაც, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან.

რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ, პირველ ხელისუფლებას არ დავაცადეთ, რაც ჩანაფიქრში ჰქონდათ. შემდეგი იყო და სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ, ერთი რამე იცოდნენ, ქართველი ხალხი სკამების დაკავებაზე არ ვართ. თუ ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა, ერთის ცუდი მეორეს არ ამართლებს”, - განაცხადა მეუფემ.

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლე საზოგადოებამ წლების წინ სკანდალით გაიცნო