ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ მომდევნო სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 18 საათზე დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს საღამოს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოთარ ლორთქიფანიძე მოქალაქემ დაჭრა. ბრალდებული მეწყვილემ ადგილზე დააკავა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გულს მოხალისეებს ასეთი კარგი ამბების მოსმენა. გილოცავთ ყველას.აჭარის ხელისუფლებამ სასწაული მოახდინა ხალხს ბინები დაურიგა .სამუშაო ადგილები გამოჩნდა. გილოცავთ გულით.