პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-მ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი 4 პირი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ შსს-ში გან­ცხა­დე­ბა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ა­კე­თა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ღ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ყ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

„ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ტ.ღ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 19 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, გა­ლის ქუ­ჩა­ზე, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დაჭ­რი­ლი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს”,-გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს კი - 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზღაპრები
7

7 წელი კაცის მკვლელობაზე და პლანის მოწევაზე 15 წელი

 

მალადეც ჰოროსკოპი

!!!
7

ხო, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზე, რა ღირს კონა მწვანილიო? და 100 კილოან ლამის ორმეტრიან კაცს ერთმა ტილმა მიაყენა ამდენი ჭრილობა თავში ასეთი დარტყმით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-მ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი. აღნიშნულის შესახებ შსს-ში განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს”,-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

"ვაჟა გაფრიდაშვილი სამი წლის არ იყო, მე ორი წლის არ ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ..." - მეუფე იაკობო ბოლო დროის მნიშვნელოვან მოვლენებზე

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)