საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს "ინტერპრესნიუსის" 20 წლის იუბილეზე ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს
"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს "ინტერპრესნიუსის" 20 წლის იუბილეზე ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" 20 წელი შე­უს­რულ­და... სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში და­არ­სე­ბის დღი­დან მუ­შა­ობს ჟურ­ნა­ლის­ტი კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი, რომ­ლის თვალ­წი­ნაც შე­იქ­მნა, ჩა­მო­ყა­ლიბ­და, გან­ვი­თარ­და და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლად საქ­მი­ა­ნობს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი", რო­მელ­მაც მკი­თხვე­ლის ნდო­ბა თა­ვი­დან­ვე მო­ი­პო­ვა.

კობა ბენ­დე­ლი­ა­ნის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე, 1992 წელს შემ­თხვე­ვით, სო­ხუმ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას და­ი­წყო... ამ სფე­რო­ში მა­შინ მო­ვი­და და დარ­ჩა. დღეს მის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია...

ბა­ტო­ნი კო­ბას ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ყო­ლი­ე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, კო­ლე­გე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, მა­ინც გა­მოგ­ვი­ვი­და. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და იხ­სე­ნებს სა­ა­გენ­ტო­ში გან­ვლილ წლებს და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, აფა­სებს კი­დეც მას.

"მა­შინ, როცა შო­რე­ულ 1999 წელს „ინ­ტერპრე­სი“ და­არ­სდა და ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვი­და, მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე უკვე იყ­ვნენ აღი­ა­რე­ბუ­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და სან­დო­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი - „პრა­იმ­ნი­უ­სი“, „კავ­კასპრე­სი“, „ბი­ესპრე­სი“, „მე­დი­ა­ნი­უ­სი“, „ბი-ჯი-აი”, „იფ­რინ­და“ და ა.შ.

შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სივ­რცის ამ სეგ­მენ­ტში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არც ად­ვი­ლი გახ­ლდათ და არც იო­ლად მი­საღ­წე­ვი საქ­მე, ვი­ნა­ი­დან, ბევრ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს უკვე ჰქონ­და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი ად­გი­ლი და ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ტი­პი­სა თუ ხა­რის­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით.

კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გორ ჯი­უ­ტად არ იმ­ჩნევ­დნენ ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სივ­რცის ლი­დე­რი გა­ზე­თე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი „ინ­ტერპრე­სის“ გა­მო­ჩე­ნას. ყვე­ლა იღებ­და ჩვენს ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ არ ბეჭ­დავ­და, თუ ბეჭ­დავ­და, ისიც იშ­ვი­ა­თად.

რა თქმა უნდა, კარ­გად მახ­სოვს რო­გორ აი­ძუ­ლა ისი­ნი "ინ­ტერპრეს­მა", მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ და ეღი­ა­რე­ბი­ნათ ყო­ველ­გვა­რი პრო­ტექ­ცი­ი­სა თუ ლო­ბი­რე­ბის გა­რე­შე

ახლა, თუნ­დაც 1999 წელ­თან შე­და­რე­ბით, სხვა დრო და ეპო­ქაა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა თუ გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ­ჯე­რად, გა­ზე­თებ­ზე მე­ტად, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამა თუ იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­დო­ბის გან­სა­ზღვრა.

ამ თვალ­საზ­რი­სით რომ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ერთ-ერთი ლი­დე­რია, კარ­გა ხა­ნია, აღი­ა­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია. ამი­ტომ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც „ინ­ტერპრე­სი“ და „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ძვირ­ფა­სია, კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ სა­ა­გენ­ტოს 20 წლის იუ­ბი­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვის­თა­ნაც მო­მი­წია ამ წლებ­ში მუ­შა­ო­ბამ. არ მინ­დამ ვინ­მე გა­მომ­რჩეს, ამი­ტომ ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლას არ და­ვი­წყებ" - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

- რა არის თქვენ­თვის ეს 20 წელი?

- ეს 20 წე­ლი­წა­დი ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სია... ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არის სფე­რო, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მა­ჯის­ცე­მას კარ­გად გაგ­რძნო­ბი­ნებს.

ჩვენ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს, ახ­ლო­დან ვა­დევ­ნოთ თვა­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ეს ერთი მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, რო­გორც ვთქვი, უკეთ გაგ­რძნო­ბი­ნებს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის მა­ჯის­ცე­მას. ეს კი, ის დი­ნა­მი­კაა, რო­მელ­შიც სა­ა­გენ­ტო ცხოვ­რობს. სხვაგ­ვა­რად მისი არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ჩვენს სა­ა­გენ­ტო­ში კი არ კეთ­დე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბი, არა­მედ ქვეყ­ნის ახა­ლი ამ­ბე­ბის აღ­ნუს­ხვა ხდე­ბა

ეს 20 წელი და სა­ერ­თოდ, ბოლო 30 წელი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან მძი­მე წლე­ბია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ ეს პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რი რამ აქვთ გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი, რაც ამ ეპო­ქას ახა­სი­ა­თებ­და.

- პირ­ველ ეტაპ­ზე, რა ხა­სი­ა­თის თე­მე­ბით გა­მოჩ­ნდა სა­ა­გენ­ტო ბა­ზარ­ზე?

- რო­გორც გი­თხა­რით, ჩემს მიერ უკვე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი გა­წა­ფულ­ნი იყ­ვნენ ბევრ რა­მე­ში. მათ შო­რის, ისე­თი სფე­რო­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში, რაც ეხე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე კრი­მი­ნალს, ეკო­ნო­მი­კას, ენერ­გე­ტი­კას, სამ­ხედ­რო სფე­როს, სა­ბან­კო სექ­ტორს. ყვე­ლა ამ თე­მებს ისი­ნი საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე აშუ­ქებ­დნენ და თა­ვი­დან, ძნე­ლი იყო მათ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შეს­ვლა.

შემ­დგომ ეტა­პებ­ზე, ჩემს მიერ უკვე ხსე­ნე­ბულ კონ­კუ­რენ­ტებს ამ სფე­რო­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში და­ვე­წი­ეთ კი­დეც, მაგ­რამ თა­ვი­დან ასე იყო.

არ მიყ­ვარს ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მო­მი­წევს იმის თქმა, რომ "ინ­ტერპრე­სი" ბა­ზარ­ზე კონ­ფლიქ­ტე­ბის თე­მით გა­მოჩ­ნდა, კონ­ფლიქ­ტე­ბის თე­მა­ტი­კის სფე­რო კი მე მე­ბა­რა. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნე­ბი­დან რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ვამ­ზა­დებ­დი თე­მებს. მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და სო­ხუმ­თან, ცხინ­ვალ­თან, ნა­წი­ლობ­რივ რუ­სეთ­თა­ნაც.

სა­ა­გენ­ტო ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბით გა­მოჩ­ნდა და თა­ვი­დან­ვე ჩვე­ნი სა­მარ­კო ნი­შა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბის თემა გახ­და. მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა დღე­ში რამ­დენ­ჯე­რაც დას­ჭირ­დე­ბო­და საქ­მეს, იმ­დენ­ჯერ დავ­კავ­ში­რე­ბო­დი სო­ხუმს თუ ცხინ­ვალს.

- 20 წლის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი ნდო­ბის მან­და­ტი სა­ა­გენ­ტოს დღე­საც მყა­რად უჭი­რავს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს?

- დღეს ჩვენ­თან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მე­ხუ­თე თა­ო­ბა მუ­შა­ობს. სა­ა­გენ­ტო­ში თა­ო­ბა­თა ცვლა ბუ­ნებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. სა­ა­გენ­ტომ შეძ­ლო თა­ო­ბა­თა ცვლა არ და­ტყო­ბო­და ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა თა­ო­ბას­თან საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს პირ­ვე­ლი-მე­ო­რე თა­ო­ბის მი­მართ, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სწო­რედ იმ ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას, რაც ახლა გვაქვს. ეს კი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის გარ­და, დიდი მე­გობ­რო­ბის, ერ­თი­ა­ნი გუნ­დის შეგ­რძნე­ბის, ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლის, ერ­თა­მე­ნე­თის პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­დე­გი იყო.

„ინ­ტერპრე­სის“ პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ ქალ­ბა­ტო­ნი ბაია ცა­ნა­ვა, სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი კონ­სულ­ტან­ტი კი ბა­ტო­ნი რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ბა­ტონ­მა რა­მაზ­მა სა­ა­გენ­ტოს საქ­მე ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­და. პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სწო­რედ მის ხელ­ში და­ვაჟ­კაც­და "ინ­ტერპრე­სის" პირ­ვე­ლი-მე­ო­რე თა­ო­ბა.

ნი­უ­სის წერა არ არის ად­ვი­ლი - მოკ­ლე ტექ­სტში დიდი აზ­რის ჩა­ტე­ვა ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან იო­ლია, მაგ­რამ ასე არ არის. ბა­ტო­ნი რა­მა­ზი „ინ­ტერპრე­სის“ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე თა­ო­ბი­სა­გან ნი­უ­სის და­წე­რას, სწო­რედ მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით მო­ი­თხოვ­და.

მე რომ მკი­თხოთ, ნი­უ­სი "ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დე­დო­ფა­ლია" და მას წე­რი­სას ისე­თი მო­ფე­რე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა, რო­გორც დე­დო­ფალს. "მო­ფე­რე­ბა­ში" ვგუ­ლის­ხმობ ფაქ­ტი­სა და აზ­რის სი­ზუს­ტის იმ კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნას, რომ ტექ­სტის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე გა­სა­გე­ბი იყოს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი.

ქალ­ბა­ტო­ნი ბაია, ბა­ტო­ნი რა­მა­ზი, ყვე­ლა რე­დაქ­ტო­რი ცდას არ აკ­ლებ­დნენ, რომ „ინ­ტერპრეს­ში“ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არც და­წე­რი­ლი­ყო და არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ამან შექ­მნა იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ა­გენ­ტოს თა­ვი­დან­ვე და­უმ­კვიდ­რდა ნდო­ბის მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ა­გენ­ტოს სა­ხე­ლი. ის, რომ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ დღე­საც ცო­ცხა­ლია, ამას ბევ­რი სხვა მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ ერთ-ერთი ისი­ცაა, რომ ამ სა­ა­გენ­ტოს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უვრცე­ლე­ბია.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ „ინ­ტერ­პერ­სის“ პირ­ველ და მე­ო­რე თა­ო­ბებს არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ ბა­ტონ რა­მა­ზის მო­თხოვ­ნა მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვრუ­ლი­ყო - „ლიდი“ (ანუ მთა­ვა­რი აზრი, რო­მე­ლიც თავ­ში იყო ასა­ტა­ნი), ნი­უსს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­ცა პა­სუ­ხი უმარ­ტი­ვეს 3-5 კი­თხვა­ზე. სამ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად! თუ ხუ­თი­ვე­ზე უკვე ცნო­ბი­ლი იყო პა­სუ­ხი, მთლად სრულ­ყო­ფი­ლი ნი­უ­სი გა­მო­ვი­დო­და.

კი­თხვე­ბი კი ასე­თი იყო და ასე­თი­ვე კი­თხვე­ბად რჩე­ბა - რა? რო­დის? სად? ვინ? რა­ტომ? სა­ვა­რა­უ­დოდ რის­თვის? თით­ქოს მარ­ტი­ვია არა? კი, ნამ­დვი­ლად მარ­ტი­ვია, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნი­უ­სის წე­რის და­წყე­ბამ­დე, ამ კი­თხვებ­ზე გაქვს პა­სუ­ხე­ბი.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა ნი­უსს უნდა ჰქო­ნო­და ე.წ. ბეგ­რა­უნ­დი. ის ნი­უსს თუ აქვს, ეს უკვე ნი­უ­სის დამ­წე­რის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის "ჰაი-კლას­ზე" მი­უ­თი­თებს. თუ სას­წრა­ფო ამ­ბა­ვი იყო გა­საშ­ვე­ბი, ნი­უ­სი "ბეგ­რა­უნ­დის" გა­რე­შე კი გა­ვი­დო­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მი­ე­მა­ტე­ბო­და ხოლ­მე.

- ეს 20 წე­ლი­წა­დი პი­რა­დად თქვენს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში რა ად­გილს იკა­ვებს?

- ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 1992 წლის აგ­ვის­ტოს, სო­ხუმ­ში, აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მე­სა­მე დღეს და­ი­წყო. ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო.

ბევ­რი რამ მაქვს ნა­ნა­ხი, ბევ­რი ისე­თიც, რა­საც ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს ნამ­დვი­ლად არ ვუ­სურ­ვებ. ძა­ლი­ან ბევრ რე­დაქ­ცი­ა­ში მი­მუ­შა­ვია, ამი­ტომ ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩემი რა­ი­მე­თი გაკ­ვირ­ვე­ბა იოლი არაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" დღე­ვან­დე­ლი მი­სა­მარ­თი ჩემ­თვის კარ­გა ხა­ნია მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა არაა. იგი ჩემ­თვის ჩემი სო­ხუ­მუ­რი სახ­ლი­ვით ახ­ლო­ბე­ლი და ძვირ­ფა­სია. ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს აქ ვა­ტა­რებ, ამი­ტომ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ჩემ­თვის მხო­ლოდ სა­მუ­შაო არაა...

სა­ა­გენ­ტო­ში სულ ხმა­უ­რია, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხმა­უ­რი. ამ ხმა­ურ­ში უფრო კარ­გად გრძნობ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მა­ჯის­ცე­მას. ასე­ვე იმას, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში.

შე­საძ­ლოა, ვინ­მემ თქვას, ან გა­ი­ფიქ­როს, ეს ხომ კომ­პი­უ­ტერ­თან ნე­ბის­მი­ერ მჯდომ­საც შე­უძ­ლია შე­იგ­რძნოს?! კი ასეა, მაგ­რამ სა­ა­გენ­ტო­ში ამ ამ­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დგომ რე­აქ­ცი­ებ­ზე ნი­უ­სე­ბის კე­თე­ბის პრო­ცე­სი არა მარ­ტო ად­რე­ნა­ლი­ნი, არა­მედ ცხოვ­რე­ბის წე­სია.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სამ­დე“ მე ნი­უ­სებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი „ალი­ო­ნი-ექ­სპრეს­ში“, შემ­დეგ „მო­ამ­ბე-ექ­სპრეს­ში“, ასე რომ, სა­ერ­თო ჯამ­ში ნი­უ­სე­ბის წე­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­ლი­ლე­ბა მაქვს.

2007 წლი­დან ფაქ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან აზ­რი­სა თუ მო­საზ­რე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვმუ­შა­ობ. მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­აზ­როვ­ნო და სა­ექ­სპერ­ტო სივ­რცე იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და დი­დია, ვიდ­რე მე ვწვდე­ბი. მაგ­რამ, რაც გა­მო­დის, რო­გორც ვიცი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა და არც მკი­თხვე­ლი აკ­ლია.

ამ­დე­ნი ხა­ნია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში“ ვმუ­შა­ობ და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აქ ხელ­შე­წყო­ბის მეტი არა­ფე­რი მქო­ნია იმა­ში, რა­საც ჩავ­თვლი სა­ჭი­როდ ვა­კე­თო. გარ­წმუ­ნებთ, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ეს დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა!

ამას წი­ნათ, შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მა­მის, ჯო­ზეფ პუ­ლი­ცე­რის ჟურ­ნა­ლის­ტურ ან­ბან­ში პრო­ფე­სი­უ­ლი კრე­დოს ასეთ გან­სა­ზღვრას - „არა­სო­დეს გახ­დეთ მხა­რე; არა­სო­დეს გახ­დეთ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წევ­რი; იბ­რძო­ლეთ დე­მა­გო­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; იყა­ვით უაღ­რე­სად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი; არას­დროს და­კარ­გოთ თა­ნაგ­რძნო­ბა; არას­დროს შე­უ­შინ­დეთ ბრძო­ლას უკე­თუ­რო­ბას­თან. ამი­ტომ, კარ­გად იფიქ­რე, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­დე, ხოლო თუ მა­ინც უკვე იქა ხარ და გა­გი­ჭირ­და, წას­ვლა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი სირ­ცხვი­ლია“.

პუ­ლი­ცე­რის 7 შე­გო­ნე­ბა-გაფრ­თხი­ლე­ბი­დან რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფაქ­ტია. რამ­დე­ნად შევ­ძე­ლი შვი­დი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ ძა­ლი­ან კი ვე­ცა­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა პუ­ლი­ცე­რის ბოლო შე­გო­ნე­ბა-რჩე­ვას - „თუ მა­ინც უკვე იქა ხარ (იგუ­ლის­ხმე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა) და გა­გი­ჭირ­და, წას­ვლა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი სირ­ცხვი­ლია“, ამა­ზეც ბევ­რი ვი­ფიქ­რე. რად­გან გრი­ბო­ე­დოვ-ჩაც­კის სი­ტყვე­ბი - Служить бы рад, прислуживаться тошно, კარ­გა ხა­ნია გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს და გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს, პუ­ლი­ცე­რის ბოლო რჩე­ვა-შე­გო­ნე­ბა­ზე ჩემი პა­სუ­ხი ასე­თია: შვი­დი­ვე შე­გო­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ჯერ ისე არ მი­ჭირს, რომ მერ­ვე შე­გო­ნე­ბა­ზე, ანუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე ვი­ფიქ­რო.

ამის­თვის კი მად­ლო­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­სა“ და მე­დი­აჰოლ­დინგ „პა­ლიტ­რას“!

- უამ­რა­ვი რამ გი­ნა­ხავთ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს ახლა ვერ გა­იხ­სე­ნებთ, მაგ­რამ AMBEBI.GE-ს რას გაგ­ვან­დობ­დით?

- უამ­რა­ვი ამ­ბა­ვი მომ­ხდა­რა, რაც ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ის­ტო­რია კი არა, უახ­ლო­ე­სი სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბაა. რო­გორც ვთქვი, მუ­დამ ამ პრო­ცე­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ახ­ლო­დან ვუ­ყუ­რებ­დით ხში­რად დრა­მა­ტულ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა. ასე­თი ამ­ბა­ვი ბევ­რია, ზო­გის გახ­სე­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. ოდეს­მე შე­ვეც­დე­ბი, ეს აღვწე­რო. ახლა სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ, ჯობს გავ­ხა­ლის­დეთ...

გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ბაია ცა­ნა­ვა კარ­გი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, სა­უ­კე­თე­სო მე­დია-მე­ნე­ჯე­რი და უკარ­გე­სი კო­ლე­გა გახ­ლდათ, ის ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმის ანა­ლი­ზით, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ცე­სე­ბი.

2003 წლის ნო­ემ­ბე­რია, რო­გორც იტყვი­ან, ქუ­ჩა­ში რე­ვო­ლუ­ცია მძვინ­ვა­რებს. პარ­ლა­მენ­ტის წინ მდე­ბა­რე მო­ე­დან­სა და აქ­ცი­ა­ზე ვარ. მი­რე­კავს ბაია და მე­უბ­ნე­ბა - "ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი კან­ცე­ლა­რი­ას­თან დგა­ნან, გა­და­დი კან­ცე­ლა­რი­ას­თან, შენს პო­ზი­ცი­ა­ზე გო­გო­ნე­ბი გად­მოვ­ლენ. თავს გა­უფრ­თხილ­დი, ისე მი­დის საქ­მე, შე­იძ­ლე­ბა დღეს კან­ცე­ლა­რი­აც აი­ღონ. მოკ­ლედ, გა­და­დი!"

რო­გორც იქნა, მი­ვაღ­წიე კან­ცე­ლა­რი­ას. უი, სა­ოც­რე­ბავ, ცოტა ხან­ში რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა კან­ცე­ლა­რი­ის „შტურ­მი“ მარ­თლაც და­ი­წყეს. ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩი­დან და­ი­წყო პრო­ცე­სი. ანუ კან­ცე­ლა­რი­ის ზედა შე­სას­ვლელ­თან ზე­და­ხო­რაა... ვგრძნობ და­ი­ლე­წე­ბა აქა­უ­რო­ბა. არა­და, ამ შე­ნო­ბა­ში შე­სას­ვლე­ლი საშ­ვი 11 წე­ლია მაქვს და მე­ნა­ნე­ბა აქა­უ­რო­ბის მი­ლეწ-მო­ლეწ­ვა.

გა­ვე­რიე ხალ­ხში, ვთხოვ, არ და­ლე­წონ არა­ფე­რი, არ და­ამ­სხვრი­ონ და გა­ა­ფუ­ჭონ. ერთი კი შე­მომ­ხე­დეს უც­ნა­უ­რად, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა რა­ტამ­ღაც მა­ინც თა­ვი­სი­ა­ნად ჩამ­თვა­ლეს.

სულ ცოტა ხან­ში კან­ცე­ლა­რია გა­ივ­სო ხალ­ხით. უზარ­მა­ზა­რი ხალ­ხის ნა­კა­დით გა­ივ­სო კო­რი­დო­რე­ბი და კი­ბე­ე­ბი. რო­გორც იქნა, მე­თერ­თმე­ტე სარ­თუ­ლამ­დე ავე­დი. და­ი­წყო შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნე­ტის და­ლუქ­ვის პრო­ცე­სი. ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა, მე არ შევ­სულ­ვარ. ეტყო­ბა იმი­ტომ არ მო­ვინ­დო­მე შეს­ვლა, რომ მა­ნამ­დე ამ კა­ბი­ნეტ­ში სულ ცოტა 5-ჯერ მა­ინც ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი.

მას შემ­დეგ, რაც შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნე­ტი და­ი­ლუ­ქა, გია ბა­რა­მი­ძე მოვ­ძებ­ნე, ვუ­თხა­რი, კი­ბე­ებ­ზე იმ­დე­ნი ხალ­ხი დგას, შე­საძ­ლოა, ვერ გა­უძ­ლოს და რამე უბე­დუ­რე­ბა რომ არ მოხ­დეს, იქ­ნებ რო­გორ­მე და­ი­წყონ ქვე­მოთ ჩას­ვლა-თქო.

რო­გორც ჩანს, ბა­რა­მი­ძეს ჩემი ნათ­ქვა­მი ჭკუ­ა­ში და­უჯ­და. მე­გა­ფო­ნით მი­მარ­თა ხალ­ხს და სთხო­ვა, ქვე­მოთ ჩა­სუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც ჩანს, იმის გამო, რომ შე­ნო­ბის მე­თერ­თმე­ტე სარ­თუ­ლის მი­სად­გო­მებ­თან მეგ­რუ­ლი ლა­პა­რა­კი ის­მო­და, გია ბა­რა­მი­ძემ სა­მეგ­რე­ლო­დან ჩა­მო­სულ ხალ­ხს მი­მარ­თა - თქვენ მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო უნდა ჩა­გა­ბა­რო­თო.

ამის თქმა იყო, ისე სწრა­ფად ჩა­ვე­დით მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე, მეც კი გა­მიკ­ვირ­და. რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი ყვე­ლა სარ­თულ­ზე ტო­ვებ­დნენ 10-10 კაცს, საკ­მა­ოდ სწრა­ფად ჩა­ვე­დით ვეს­ტი­ბი­ულ­ში, რო­მელ­შიც შე­სას­ვლე­ლი ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩი­და­ნაა.

"და­ლაშ­ქრუ­ლი" კან­ცე­ლა­რი­ი­დან კარ­გად ჩანს, რომ შე­ნო­ბის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ხალ­ხია. ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ის აღე­ბით რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ.

კან­ცე­ლა­რი­ის ვერ­სტი­ბი­ულ­ში ასე­თი სცე­ნაა: რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი გო­რო­ზია (შემ­დგომ­ში სა­მეგ­რე­ლო-ზემო-სვა­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი) გია ბა­რა­მი­ძეს ეუბ­ნე­ბა - ბა­ტო­ნო გია, ხალ­ხი შე­ვარ­დნა­ძის სკამს ითხოვს. გია ბა­რა­მი­ძე - რას სკამს, ადა­მი­ა­ნო? გო­რო­ზია პა­სუ­ხობს: "შე­ვარ­დნა­ძის სკა­მის დაწ­ვას ითხო­ვენ".

გია ბა­რა­მი­ძე და­ფიქ­რდა, რა ქნას. გო­რო­ზია მიხ­ვდა, რომ შე­ვარ­დნა­ძის სკა­მი არა­ვის ჩა­მო­უ­ტა­ნია, ოთა­ხი მხო­ლოდ და­ი­ლუ­ქა და იწყებს სკა­მის ძებ­ნას. ორი­ოდ წუთ­ში მო­აქვს საკ­მა­ოდ მშვე­ნი­ე­რი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მე­ლიც შე­სას­ვლელ­ში მდე­ბა­რე გარ­დე­რო­ბის მუ­შაკ ქალ­ბა­ტონს ეკუთ­ვნო­და. გო­რო­ზია ამ სა­ვარ­ძელს ბა­რა­მი­ძეს აჩ­ვე­ნებს და თან ეკი­თხე­ბა - ივარ­გებს? ბა­რა­მი­ძე - "მშვე­ნი­ე­რია. რას იზამ შე­ე­წი­როს რე­ვო­ლუ­ცი­ას!!!"

კან­ცე­ლა­რი­ის ფო­ი­ე­დან თვალს ვა­დევ­ნებთ თუ რო­გორ გა­აქვთ „შე­ვარ­დნა­ძის სკა­მი“. ხალ­ხი ხმა­უ­რი­ა­ნი ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბა ამ ამ­ბავს. ცოტა ხან­ში კან­ცე­ლა­რი­ის წი­ნამ­დე­ბა­რე მო­ე­დან­ზე ასე­თი სუ­რა­თია - ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სკა­მი „რე­ვო­ლუ­ცი­უ­რად“ იწ­ვის. ასე შე­ე­წი­რა 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ის მე­გარ­დე­რო­ბეს სა­ვარ­ძე­ლი...

- კი­დევ ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით რა­მეს?

- 2005 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა. ვუ­რე­კავ სო­ხუ­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი შამ­ბას. სო­ხუმ­ში ახა­ლი არ­ჩე­უ­ლია პრე­ზი­დენ­ტად სერ­გეი ბა­ღაფ­ში. ალ­ბათ გახ­სოვთ, თუ რა და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და აფხა­ზეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს არ­ძინ­ბას მიერ მხარ­და­ჭე­რილ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ რაულ ხა­ჯინ­ბა­სა და სერ­გეი ბა­ღაფშს შო­რის.

სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე შამ­ბა ისევ მსაყ­ვე­დუ­რობს, ქარ­თველ კო­ლე­გებს მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მერს რომ ვაძ­ლევ. არა­ფე­რი მეთ­ქმის, ბო­დი­შებს ვუხ­დი იმის გა­მოც, რომ თურ­მე ჩემი კო­ლე­გე­ბი ვერ აგე­ბი­ნე­ბენ, რა უნ­დათ და სა­ერ­თოდ, რა­ტომ ურე­კა­ვენ. ვე­ბო­დი­შე­ბი და პი­რო­ბას ვდებ, რომ მეტს არა­ვის მივ­ცემ მის მო­ბი­ლურს.

არ ვიცი, იმ დღეს სერ­გეი შამ­ბა კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო თუ რა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბა - ახალ ნო­მერს მოგ­ცემ, იცო­დე არა­ვის უთხრა, ვნა­ხავ ერთი, ახლა მა­ინც თუ შე­ას­რუ­ლებ პი­რო­ბას.

მეც ჩა­ვი­წე­რე მისი მო­ბი­ლუ­რის ახა­ლი ნო­მე­რი. სა­უ­ბარს რომ მოვ­რჩი და ახლა ის დროა, ამ სა­უბ­რის შე­დე­გი ნი­უ­სად ვაქ­ციო, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო შამ­ბას ახა­ლი მო­ბი­ლუ­რის ბოლო ციფრ­მა.

თავ­ში გა­მი­ელ­ვა აზ­რმა - რო­გორც ჩანს, სო­ხუ­მის მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას ახა­ლი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ნომ­რე­ბი აქვთ. მას შემ­დეგ რაც, არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბულ­მა ხა­ჯიმ­ბამ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი და­ი­კა­ვა, აფხა­ზურ იერ­არ­ქი­ა­ში, შამ­ბა ახლა მე­ექ­ვსე კა­ცია, შე­საძ­ლოა, - 06 ამი­ტო­მაა ბოლო ციფ­რი. აი, - 01 რომ ავ­კრი­ფო, სერ­გეი ბა­ღაფ­შის ხომ არ იქ­ნე­ბა?!

უმწვა­ვე­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რჯერ მი­სა­უბ­რია "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" კან­დი­დატ სერ­გეი ბა­ღაფშთან მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­ზე.

ვიცი, საკ­მა­ოდ კარ­გად მიც­ნობს, იგი მე ჯერ კი­დევ ომამ­დე­ლი პე­რი­ო­დი­დან მიც­ნობ­და, თან, საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც. ეს რომ გა­ვიხ­სე­ნე, მო­მე­მა­ტა სი­თა­მა­მე და ინ­ტე­რე­სიც. არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე ავ­კრი­ფე სა­ვა­რა­უ­დოდ „პრე­ზი­დენტ“ სერ­გეი ბა­ღაფ­შის მო­ბი­ლუ­რის ახა­ლი ნო­მე­რი. და აი, სა­ოც­რე­ბავ - ალო, სლუ­შა­იუ! - მეს­მის სწო­რედ სერ­გეი ბა­ღაფ­შის ხმა.

კი გა­უკ­ვირ­და ჩემი ზარი, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე კო­მენ­ტარ­ზე უარი არ უთ­ქვამს. მოკ­ლედ, ასე აღ­მო­მაჩ­ნდა სო­ხუ­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთავ­რო­ბის მო­ბი­ლუ­რე­ბი.

ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან რო­გორ გა­ვუშ­ვებ­დი. ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის, ანაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი სო­ხუ­მის მთავ­რო­ბის ლა­მის მთელ შე­მად­გენ­ლო­ბას.

ამ­ჯე­რად, სერ­გეი შამ­ბას და­ნა­პი­რე­ბი შე­ვუს­რუ­ლე - არც მისი, არც ბა­ღაფ­შის და სხვა­თა ნომ­რე­ბი, არა­ვის­თვის მი­მი­ცია.

ასე­თი კავ­ში­რი მქონ­და სო­ხუმ­თან და ცხინ­ვალ­თან 2008 წლის აგ­ვის­ტომ­დე. ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე ვუ­რე­კავ­დი, მა­შინ კავ­ში­რი იოლი იყო, 2008 წლის ომის შემ­დეგ სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბი გარ­თულ­და, რად­გან მოს­კოვ­მა აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს რუ­სუ­ლი კოდი მი­ა­ნი­ჭა და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბიც უფრო რთუ­ლი გახ­და.

სულ ბო­ლოს, რი­თიც და­ვი­წყე, ისევ იმით და­ვას­რუ­ლებ - ვუ­ლო­ცავ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ 20 წლის იუ­ბი­ლეს ყვე­ლას, ვი­საც ცოტა ხანს მა­ინც უმუ­შა­ვია ამ სა­ა­გენ­ტო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც სა­ა­გენ­ტოს სა­თა­ვე­ებ­თან იდგა და ამ სა­ა­გენ­ტოს ფეხ­ზე დად­გო­მა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

ასე­ვე მა­თაც, ვინც დღეს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში“ ჟურ­ნა­ლის­ტთა მე­ხუ­თე თა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს და ამ­ჟა­მად არ აკ­ლებს მცდე­ლო­ბას ღირ­სე­უ­ლად ატა­როს „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სე­ლის“ სა­ხე­ლი და გა­აგ­რძე­ლოს აქამ­დე მო­ტა­ნი­ლი ტრა­დი­ცია, რა­მაც ეს სა­ა­გენ­ტო ქვეყ­ნის ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­ულ სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბად აქ­ცია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურღუ
1

ვენაცვალე სოხუმელებს!

ნანა
1

ყველაზე სანდო მედიასააგენტო.წარმატებები თქვენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს "ინტერპრესნიუსის" 20 წლის იუბილეზე ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს

"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს "ინტერპრესნიუსის" 20 წლის იუბილეზე ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს

"ინტერპრესნიუსს" 20 წელი შეუსრულდა... საინფორმაციო სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს ჟურნალისტი კობა ბენდელიანი, რომლის თვალწინაც შეიქმნა, ჩამოყალიბდა, განვითარდა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს "ინტერპრესნიუსი", რომელმაც მკითხველის ნდობა თავიდანვე მოიპოვა.

კობა ბენდელიანის ჟურნალისტობა გაცილებით ადრე, 1992 წელს შემთხვევით, სოხუმში საომარი მოქმედებებისას დაიწყო... ამ სფეროში მაშინ მოვიდა და დარჩა. დღეს მისთვის, ჟურნალისტური საქმიანობა ცხოვრების წესია...

ბატონი კობას ინტერვიუზე დაყოლიება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. თუმცა, კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, მაინც გამოგვივიდა. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუმარია და იხსენებს სააგენტოში განვლილ წლებს და, გარკვეულწილად, აფასებს კიდეც მას.

"მაშინ, როცა შორეულ 1999 წელს „ინტერპრესი“ დაარსდა და ასპარეზზე გამოვიდა, მედიაბაზარზე უკვე იყვნენ აღიარებული, ავტორიტეტული და სანდოობით გამორჩეული საინფორმაციო სააგენტოები - „პრაიმნიუსი“, „კავკასპრესი“, „ბიესპრესი“, „მედიანიუსი“, „ბი-ჯი-აი”, „იფრინდა“ და ა.შ.

შესაბამისად, ქართული მედიასივრცის ამ სეგმენტში თავის დამკვიდრება არც ადვილი გახლდათ და არც იოლად მისაღწევი საქმე, ვინაიდან, ბევრ საინფორმაციო სააგენტოს უკვე ჰქონდა დამკვიდრებული თავისი ადგილი და ბაზარი გაჯერებული იყო სხვადასხვა ტიპისა თუ ხარისხის ინფორმაციით.

კარგად მახსოვს, თუ როგორ ჯიუტად არ იმჩნევდნენ ქართული მედიასივრცის ლიდერი გაზეთები და ტელევიზიები „ინტერპრესის“ გამოჩენას. ყველა იღებდა ჩვენს ინფორმაციას, მაგრამ არ ბეჭდავდა, თუ ბეჭდავდა, ისიც იშვიათად.

რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს როგორ აიძულა ისინი "ინტერპრესმა", მისთვის ყურადღება მიექციათ და ეღიარებინათ ყოველგვარი პროტექციისა თუ ლობირების გარეშე

ახლა, თუნდაც 1999 წელთან შედარებით, სხვა დრო და ეპოქაა ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა თუ გავრცელების თვალსაზრისით. ამჯერად, გაზეთებზე მეტად, ინტერნეტსივრცეზეა დამოკიდებული ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალების მოთხოვნადობის განსაზღვრა.

ამ თვალსაზრისით რომ „ინტერპრესნიუსი“ ერთ-ერთი ლიდერია, კარგა ხანია, აღიარებული ფაქტია. ამიტომ, ყველას, ვისთვისაც „ინტერპრესი“ და „ინტერპრესნიუსი“ ძვირფასია, კიდევ ერთხელ ვულოცავ სააგენტოს 20 წლის იუბილეს. განსაკუთრებით მათ, ვისთანაც მომიწია ამ წლებში მუშაობამ. არ მინდამ ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ" - გვეუბნება რესპონდენტი.

- რა არის თქვენთვის ეს 20 წელი?

- ეს 20 წელიწადი ჩემთვის ჟურნალისტური ცხოვრების წესია... ჟურნალისტიკა არის სფერო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაჯისცემას კარგად გაგრძნობინებს.

ჩვენ სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, უპირატესობა გვაქვს, ახლოდან ვადევნოთ თვალი მიმდინარე პროცესებს, ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ვთქვი, უკეთ გაგრძნობინებს მიმდინარე ამბების მაჯისცემას. ეს კი, ის დინამიკაა, რომელშიც სააგენტო ცხოვრობს. სხვაგვარად მისი არსებობა წარმოუდგენელია.

ჩვენს სააგენტოში კი არ კეთდება ახალი ამბები, არამედ ქვეყნის ახალი ამბების აღნუსხვა ხდება

ეს 20 წელი და საერთოდ, ბოლო 30 წელი საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე წლებია და ჟურნალისტიკამ ეს პერიოდი საზოგადოებასთან ერთად გაიარა. შესაბამისად, ჟურნალისტებს ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი, რაც ამ ეპოქას ახასიათებდა.

- პირველ ეტაპზე, რა ხასიათის თემებით გამოჩნდა სააგენტო ბაზარზე?

- როგორც გითხარით, ჩემს მიერ უკვე დასახელებული სააგენტოები გაწაფულნი იყვნენ ბევრ რამეში. მათ შორის, ისეთი სფეროების გაშუქებაში, რაც ეხებოდა პრეზიდენტის კანცელარიისა და პარლამენტის საქმიანობას, ასევე კრიმინალს, ეკონომიკას, ენერგეტიკას, სამხედრო სფეროს, საბანკო სექტორს. ყველა ამ თემებს ისინი საკმაოდ მაღალ დონეზე აშუქებდნენ და თავიდან, ძნელი იყო მათთან კონკურენციაში შესვლა.

შემდგომ ეტაპებზე, ჩემს მიერ უკვე ხსენებულ კონკურენტებს ამ სფეროების გაშუქებაში დავეწიეთ კიდეც, მაგრამ თავიდან ასე იყო.

არ მიყვარს ჩემზე საუბარი, მაგრამ ამჯერად მომიწევს იმის თქმა, რომ "ინტერპრესი" ბაზარზე კონფლიქტების თემით გამოჩნდა, კონფლიქტების თემატიკის სფერო კი მე მებარა. კონფლიქტის ზონებიდან რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვამზადებდი თემებს. მუდმივი კავშირი მქონდა სოხუმთან, ცხინვალთან, ნაწილობრივ რუსეთთანაც.

სააგენტო ამ ტიპის აქტივობით გამოჩნდა და თავიდანვე ჩვენი სამარკო ნიშანი კონფლიქტების თემა გახდა. მქონდა საშუალება დღეში რამდენჯერაც დასჭირდებოდა საქმეს, იმდენჯერ დავკავშირებოდი სოხუმს თუ ცხინვალს.

- 20 წლის წინ მოპოვებული ნდობის მანდატი სააგენტოს დღესაც მყარად უჭირავს, როგორ მოახერხა ეს?

- დღეს ჩვენთან ჟურნალისტების მეხუთე თაობა მუშაობს. სააგენტოში თაობათა ცვლა ბუნებრივი ამბავია. სააგენტომ შეძლო თაობათა ცვლა არ დატყობოდა ჩვენს საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა თაობასთან საკმაოდ ნორმალური დამოკიდებულება მქონდა, უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პირველი-მეორე თაობის მიმართ, რომელმაც საკმაოდ მყარი საფუძველი ჩაუყარა სწორედ იმ ნდობის მოპოვებას, რაც ახლა გვაქვს. ეს კი დაუღალავი შრომის გარდა, დიდი მეგობრობის, ერთიანი გუნდის შეგრძნების, ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლის, ერთამენეთის პროფესიული წარმატებისა თუ წარუმატებლობის გაზიარების შედეგი იყო.

„ინტერპრესის“ პირველი მთავარი რედაქტორი გახლდათ ქალბატონი ბაია ცანავა, სააგენტოს მთავარი კონსულტანტი კი ბატონი რამაზ ქართველიშვილი. ბატონმა რამაზმა სააგენტოს საქმე ზედმიწევნით კარგად იცოდა. პროფესიული თვალსაზრისით სწორედ მის ხელში დავაჟკაცდა "ინტერპრესის" პირველი-მეორე თაობა.

ნიუსის წერა არ არის ადვილი - მოკლე ტექსტში დიდი აზრის ჩატევა ერთი შეხედვით, ძალიან იოლია, მაგრამ ასე არ არის. ბატონი რამაზი „ინტერპრესის“ პირველი და მეორე თაობისაგან ნიუსის დაწერას, სწორედ მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით მოითხოვდა.

მე რომ მკითხოთ, ნიუსი "ჟურნალისტიკის დედოფალია" და მას წერისას ისეთი მოფერება და ზრუნვა სჭირდება, როგორც დედოფალს. "მოფერებაში" ვგულისხმობ ფაქტისა და აზრის სიზუსტის იმ კონდიციამდე მიყვანას, რომ ტექსტის წაკითხვისთანავე გასაგები იყოს, რაზეა საუბარი.

ქალბატონი ბაია, ბატონი რამაზი, ყველა რედაქტორი ცდას არ აკლებდნენ, რომ „ინტერპრესში“ დაუზუსტებელი ინფორმაცია არც დაწერილიყო და არც გავრცელებულიყო.

ამან შექმნა იმის წინაპირობა, რომ სააგენტოს თავიდანვე დაუმკვიდრდა ნდობის მაღალი რეპუტაციის მქონე სააგენტოს სახელი. ის, რომ „ინტერპრესნიუსი“ დღესაც ცოცხალია, ამას ბევრი სხვა მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ისიცაა, რომ ამ სააგენტოს დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დარწმუნებული ვარ „ინტერპერსის“ პირველ და მეორე თაობებს არასდროს დაავიწყდებათ ბატონ რამაზის მოთხოვნა მასალაზე მუშაობისას თავიდანვე განსაზღვრულიყო - „ლიდი“ (ანუ მთავარი აზრი, რომელიც თავში იყო ასატანი), ნიუსს მაქსიმალურად გაეცა პასუხი უმარტივეს 3-5 კითხვაზე. სამზე აუცილებლად! თუ ხუთივეზე უკვე ცნობილი იყო პასუხი, მთლად სრულყოფილი ნიუსი გამოვიდოდა.

კითხვები კი ასეთი იყო და ასეთივე კითხვებად რჩება - რა? როდის? სად? ვინ? რატომ? სავარაუდოდ რისთვის? თითქოს მარტივია არა? კი, ნამდვილად მარტივია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნიუსის წერის დაწყებამდე, ამ კითხვებზე გაქვს პასუხები.

გარდა ამისა, ყველა ნიუსს უნდა ჰქონოდა ე.წ. ბეგრაუნდი. ის ნიუსს თუ აქვს, ეს უკვე ნიუსის დამწერის ჟურნალისტობის "ჰაი-კლასზე" მიუთითებს. თუ სასწრაფო ამბავი იყო გასაშვები, ნიუსი "ბეგრაუნდის" გარეშე კი გავიდოდა, მაგრამ მალევე მიემატებოდა ხოლმე.

- ეს 20 წელიწადი პირადად თქვენს ბიოგრაფიაში რა ადგილს იკავებს?

- ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა 1992 წლის აგვისტოს, სოხუმში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების მესამე დღეს დაიწყო. ალბათ გახსოვთ, რომ საომარი მოქმედებები 14 აგვისტოს დაიწყო.

ბევრი რამ მაქვს ნანახი, ბევრი ისეთიც, რასაც ახალგაზრდა კოლეგებს ნამდვილად არ ვუსურვებ. ძალიან ბევრ რედაქციაში მიმუშავია, ამიტომ ბევრი თვალსაზრისით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩემი რაიმეთი გაკვირვება იოლი არაა.

"ინტერპრესნიუსის" დღევანდელი მისამართი ჩემთვის კარგა ხანია მხოლოდ სამსახურის ადგილმდებარეობა არაა. იგი ჩემთვის ჩემი სოხუმური სახლივით ახლობელი და ძვირფასია. ცხოვრების დიდ ნაწილს აქ ვატარებ, ამიტომ „ინტერპრესნიუსი“ ჩემთვის მხოლოდ სამუშაო არაა...

სააგენტოში სულ ხმაურია, მაგრამ საქმიანი და შემოქმედებითი ხმაური. ამ ხმაურში უფრო კარგად გრძნობ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაჯისცემას. ასევე იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში.

შესაძლოა, ვინმემ თქვას, ან გაიფიქროს, ეს ხომ კომპიუტერთან ნებისმიერ მჯდომსაც შეუძლია შეიგრძნოს?! კი ასეა, მაგრამ სააგენტოში ამ ამბებზე რეაგირებისა და, შესაბამისად, შემდგომ რეაქციებზე ნიუსების კეთების პროცესი არა მარტო ადრენალინი, არამედ ცხოვრების წესია.

„ინტერპრესნიუსამდე“ მე ნიუსებზე ვმუშაობდი „ალიონი-ექსპრესში“, შემდეგ „მოამბე-ექსპრესში“, ასე რომ, საერთო ჯამში ნიუსების წერის მრავალწლიანი გამოცლილება მაქვს.

2007 წლიდან ფაქტის ჟურნალისტიკიდან აზრისა თუ მოსაზრებების ჟურნალისტიკაში ვმუშაობ. მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით სააზროვნო და საექსპერტო სივრცე იმაზე გაცილებით საინტერესო და დიდია, ვიდრე მე ვწვდები. მაგრამ, რაც გამოდის, როგორც ვიცი, საკმაოდ საინტერესოცაა და არც მკითხველი აკლია.

ამდენი ხანია „ინტერპრესნიუსში“ ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ხელშეწყობის მეტი არაფერი მქონია იმაში, რასაც ჩავთვლი საჭიროდ ვაკეთო. გარწმუნებთ, ჟურნალისტისთვის ეს დიდი ფუფუნებაა!

ამას წინათ, შემთხვევით გადავაწყდი ამერიკული ჟურნალისტიკის მამის, ჯოზეფ პულიცერის ჟურნალისტურ ანბანში პროფესიული კრედოს ასეთ განსაზღვრას - „არასოდეს გახდეთ მხარე; არასოდეს გახდეთ რომელიმე პარტიის წევრი; იბრძოლეთ დემაგოგების წინააღმდეგ; იყავით უაღრესად დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები; არასდროს დაკარგოთ თანაგრძნობა; არასდროს შეუშინდეთ ბრძოლას უკეთურობასთან. ამიტომ, კარგად იფიქრე, ვიდრე პროფესიას აირჩევდე, ხოლო თუ მაინც უკვე იქა ხარ და გაგიჭირდა, წასვლა ბევრად ნაკლები სირცხვილია“.

პულიცერის 7 შეგონება-გაფრთხილებიდან რომ ყველა მნიშვნელოვანია, ფაქტია. რამდენად შევძელი შვიდივეს გათვალისწინება, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კი ვეცადე.

რაც შეეხება პულიცერის ბოლო შეგონება-რჩევას - „თუ მაინც უკვე იქა ხარ (იგულისხმება ჟურნალისტიკა) და გაგიჭირდა, წასვლა ბევრად ნაკლები სირცხვილია“, ამაზეც ბევრი ვიფიქრე. რადგან გრიბოედოვ-ჩაცკის სიტყვები - Служить бы рад, прислуживаться тошно, კარგა ხანია გაცნობიერებული მაქვს და განსაკუთრებით მიყვარს, პულიცერის ბოლო რჩევა-შეგონებაზე ჩემი პასუხი ასეთია: შვიდივე შეგონების შესრულებაში ჯერ ისე არ მიჭირს, რომ მერვე შეგონებაზე, ანუ ჟურნალისტიკიდან წასვლაზე ვიფიქრო.

ამისთვის კი მადლობა „ინტერპრესნიუსსა“ და მედიაჰოლდინგ „პალიტრას“!

- უამრავი რამ გინახავთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცხადია, ყველაფერს ახლა ვერ გაიხსენებთ, მაგრამ AMBEBI.GE-ს რას გაგვანდობდით?

- უამრავი ამბავი მომხდარა, რაც ჩვენი სააგენტოს ისტორია კი არა, უახლოესი საქართველოს კუთვნილებაა. როგორც ვთქვი, მუდამ ამ პროცესების ამსახველები ვიყავით, ახლოდან ვუყურებდით ხშირად დრამატულ მოვლენებს, რომლებიც ბოლო წლებში განვითარებულა. ასეთი ამბავი ბევრია, ზოგის გახსენება ძალიან მძიმეა. ოდესმე შევეცდები, ეს აღვწერო. ახლა საიუბილეოდ, ჯობს გავხალისდეთ...

გარდა იმისა, რომ ჩვენი მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა კარგი მთავარი რედაქტორი, საუკეთესო მედია-მენეჯერი და უკარგესი კოლეგა გახლდათ, ის ყოველთვის გამოირჩეოდა იმის ანალიზით, თუ როგორ განვითარდებოდა სავარაუდოდ, პროცესები.

2003 წლის ნოემბერია, როგორც იტყვიან, ქუჩაში რევოლუცია მძვინვარებს. პარლამენტის წინ მდებარე მოედანსა და აქციაზე ვარ. მირეკავს ბაია და მეუბნება - "ჩვენი გოგონები კანცელარიასთან დგანან, გადადი კანცელარიასთან, შენს პოზიციაზე გოგონები გადმოვლენ. თავს გაუფრთხილდი, ისე მიდის საქმე, შეიძლება დღეს კანცელარიაც აიღონ. მოკლედ, გადადი!"

როგორც იქნა, მივაღწიე კანცელარიას. უი, საოცრებავ, ცოტა ხანში რევოლუციონერებმა კანცელარიის „შტურმი“ მართლაც დაიწყეს. ინგოროყვას ქუჩიდან დაიწყო პროცესი. ანუ კანცელარიის ზედა შესასვლელთან ზედახორაა... ვგრძნობ დაილეწება აქაურობა. არადა, ამ შენობაში შესასვლელი საშვი 11 წელია მაქვს და მენანება აქაურობის მილეწ-მოლეწვა.

გავერიე ხალხში, ვთხოვ, არ დალეწონ არაფერი, არ დაამსხვრიონ და გააფუჭონ. ერთი კი შემომხედეს უცნაურად, მაგრამ რევოლუციონერებმა რატამღაც მაინც თავისიანად ჩამთვალეს.

სულ ცოტა ხანში კანცელარია გაივსო ხალხით. უზარმაზარი ხალხის ნაკადით გაივსო კორიდორები და კიბეები. როგორც იქნა, მეთერთმეტე სართულამდე ავედი. დაიწყო შევარდნაძის კაბინეტის დალუქვის პროცესი. ჟურნალისტებს შემოგვთავაზეს შევარდნაძის კაბინეტში შესვლა, მე არ შევსულვარ. ეტყობა იმიტომ არ მოვინდომე შესვლა, რომ მანამდე ამ კაბინეტში სულ ცოტა 5-ჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი.

მას შემდეგ, რაც შევარდნაძის კაბინეტი დაილუქა, გია ბარამიძე მოვძებნე, ვუთხარი, კიბეებზე იმდენი ხალხი დგას, შესაძლოა, ვერ გაუძლოს და რამე უბედურება რომ არ მოხდეს, იქნებ როგორმე დაიწყონ ქვემოთ ჩასვლა-თქო.

როგორც ჩანს, ბარამიძეს ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა. მეგაფონით მიმართა ხალხს და სთხოვა, ქვემოთ ჩასულიყვნენ. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ შენობის მეთერთმეტე სართულის მისადგომებთან მეგრული ლაპარაკი ისმოდა, გია ბარამიძემ სამეგრელოდან ჩამოსულ ხალხს მიმართა - თქვენ მეშვიდე სართულზე უშიშროების საბჭო უნდა ჩაგაბაროთო.

ამის თქმა იყო, ისე სწრაფად ჩავედით მეშვიდე სართულზე, მეც კი გამიკვირდა. რევოლუციონერები ყველა სართულზე ტოვებდნენ 10-10 კაცს, საკმაოდ სწრაფად ჩავედით ვესტიბიულში, რომელშიც შესასვლელი ინგოროყვას ქუჩიდანაა.

"დალაშქრული" კანცელარიიდან კარგად ჩანს, რომ შენობის ირგვლივ უამრავი ხალხია. ხალხი აღფრთოვანებულია პრეზიდენტის კანცელარიის აღებით რევოლუციონერების მიერ.

კანცელარიის ვერსტიბიულში ასეთი სცენაა: რევოლუციონერი გოროზია (შემდგომში სამეგრელო-ზემო-სვანეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) გია ბარამიძეს ეუბნება - ბატონო გია, ხალხი შევარდნაძის სკამს ითხოვს. გია ბარამიძე - რას სკამს, ადამიანო? გოროზია პასუხობს: "შევარდნაძის სკამის დაწვას ითხოვენ".

გია ბარამიძე დაფიქრდა, რა ქნას. გოროზია მიხვდა, რომ შევარდნაძის სკამი არავის ჩამოუტანია, ოთახი მხოლოდ დაილუქა და იწყებს სკამის ძებნას. ორიოდ წუთში მოაქვს საკმაოდ მშვენიერი სავარძელი, რომელიც შესასვლელში მდებარე გარდერობის მუშაკ ქალბატონს ეკუთვნოდა. გოროზია ამ სავარძელს ბარამიძეს აჩვენებს და თან ეკითხება - ივარგებს? ბარამიძე - "მშვენიერია. რას იზამ შეეწიროს რევოლუციას!!!"

კანცელარიის ფოიედან თვალს ვადევნებთ თუ როგორ გააქვთ „შევარდნაძის სკამი“. ხალხი ხმაურიანი ოვაციებით ხვდება ამ ამბავს. ცოტა ხანში კანცელარიის წინამდებარე მოედანზე ასეთი სურათია - ცეცხლმოკიდებული სკამი „რევოლუციურად“ იწვის. ასე შეეწირა 2003 წლის რევოლუციას პრეზიდენტის კანცელარიის მეგარდერობეს სავარძელი...

- კიდევ ხომ არ გაიხსენებდით რამეს?

- 2005 წლის გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღეა. ვურეკავ სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას. სოხუმში ახალი არჩეულია პრეზიდენტად სერგეი ბაღაფში. ალბათ გახსოვთ, თუ რა დაპირისპირება უძღოდა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებს არძინბას მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯინბასა და სერგეი ბაღაფშს შორის.

საუბრის დაწყებამდე შამბა ისევ მსაყვედურობს, ქართველ კოლეგებს მისი მობილურის ნომერს რომ ვაძლევ. არაფერი მეთქმის, ბოდიშებს ვუხდი იმის გამოც, რომ თურმე ჩემი კოლეგები ვერ აგებინებენ, რა უნდათ და საერთოდ, რატომ ურეკავენ. ვებოდიშები და პირობას ვდებ, რომ მეტს არავის მივცემ მის მობილურს.

არ ვიცი, იმ დღეს სერგეი შამბა კარგ ხასიათზე იყო თუ რა, მაგრამ მეუბნება - ახალ ნომერს მოგცემ, იცოდე არავის უთხრა, ვნახავ ერთი, ახლა მაინც თუ შეასრულებ პირობას.

მეც ჩავიწერე მისი მობილურის ახალი ნომერი. საუბარს რომ მოვრჩი და ახლა ის დროა, ამ საუბრის შედეგი ნიუსად ვაქციო, ჩემი ყურადღება მიიპყრო შამბას ახალი მობილურის ბოლო ციფრმა.

თავში გამიელვა აზრმა - როგორც ჩანს, სოხუმის მთავრობის ახალ შემადგენლობას ახალი კორპორატიული ნომრები აქვთ. მას შემდეგ რაც, არჩევნებში დამარცხებულმა ხაჯიმბამ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, აფხაზურ იერარქიაში, შამბა ახლა მეექვსე კაცია, შესაძლოა, - 06 ამიტომაა ბოლო ციფრი. აი, - 01 რომ ავკრიფო, სერგეი ბაღაფშის ხომ არ იქნება?!

უმწვავესი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ბევრჯერ მისაუბრია "პრეზიდენტობის" კანდიდატ სერგეი ბაღაფშთან მისი საარჩევნო შტაბის ქალაქის ტელეფონზე.

ვიცი, საკმაოდ კარგად მიცნობს, იგი მე ჯერ კიდევ ომამდელი პერიოდიდან მიცნობდა, თან, საკმაოდ კარგადაც. ეს რომ გავიხსენე, მომემატა სითამამე და ინტერესიც. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე სავარაუდოდ „პრეზიდენტ“ სერგეი ბაღაფშის მობილურის ახალი ნომერი. და აი, საოცრებავ - ალო, სლუშაიუ! - მესმის სწორედ სერგეი ბაღაფშის ხმა.

კი გაუკვირდა ჩემი ზარი, მაგრამ იმ მომენტისათვის აქტუალურ თემაზე კომენტარზე უარი არ უთქვამს. მოკლედ, ასე აღმომაჩნდა სოხუმის ხელისუფლების მთავრობის მობილურები.

ამ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გავუშვებდი. ვითარების გამწვავების, ანაც საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ვუკავშირდებოდი სოხუმის მთავრობის ლამის მთელ შემადგენლობას.

ამჯერად, სერგეი შამბას დანაპირები შევუსრულე - არც მისი, არც ბაღაფშის და სხვათა ნომრები, არავისთვის მიმიცია.

ასეთი კავშირი მქონდა სოხუმთან და ცხინვალთან 2008 წლის აგვისტომდე. ნებისმიერ საკითხზე ვურეკავდი, მაშინ კავშირი იოლი იყო, 2008 წლის ომის შემდეგ სოხუმსა და ცხინვალთან სატელეფონო კავშირები გართულდა, რადგან მოსკოვმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსული კოდი მიანიჭა და სატელეფონო კავშირებიც უფრო რთული გახდა.

სულ ბოლოს, რითიც დავიწყე, ისევ იმით დავასრულებ - ვულოცავ „ინტერპრესნიუსის“ 20 წლის იუბილეს ყველას, ვისაც ცოტა ხანს მაინც უმუშავია ამ სააგენტოში. განსაკუთრებით მათ, ვინც სააგენტოს სათავეებთან იდგა და ამ სააგენტოს ფეხზე დადგომაში თავისი წვლილი შეიტანა.

ასევე მათაც, ვინც დღეს „ინტერპრესნიუსში“ ჟურნალისტთა მეხუთე თაობას წარმოადგენს და ამჟამად არ აკლებს მცდელობას ღირსეულად ატაროს „ინტერპრესნიუსელის“ სახელი და გააგრძელოს აქამდე მოტანილი ტრადიცია, რამაც ეს სააგენტო ქვეყნის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ საინფორმაციო მედიასაშუალებად აქცია.

79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა - ფოტოები აეროპორტიდან

"ერთი თვეა სახლიდან არ გავსულვარ, ამის მეტს არაფერს ვაკეთებ..." - ქალი რომელიც იასამნებს ვერ კრეფს, მაგრამ ქარგავს

"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით იხურება - კომპანიის განცხადება