პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?
რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ონ­ლა­ინ და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­მი­ნის­ტრო კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წრე­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და­უ­პი­რის­პი­რებს. ამის შე­სა­ხებ ჩხენ­კელ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მას "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

"ეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რთუ­ლი სა­კი­თხია, ეს არის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შეა. სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გია ამ გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვის არის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წრე­ე­ბის და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა წრე­ე­ბის შექ­მნის და ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით. ეს ეხე­ბა რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვაძ­ლი­ე­როთ სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სკო­ლებ­ში. სწო­რედ ამ გზით უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ზო­გი­ერ­თი ბავ­შვის და­მო­კი­დებ­ლე­ბას აზარ­ტულ და ონ­ლა­ინ თამaშებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მო­ზარ­დებ­ზე მძი­მე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში, სა­დაც თე­მა­ზე - "ახალ­გაზ­რდებ­ში და მო­ზარ­დებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა დ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია” მრგვა­ლი მა­გი­და იმარ­თე­ბა.

მე­უ­ფე შიოს თქმით, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ან­გრევს ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბას და ახ­დენს დეგ­რა­დი­რე­ბას, მის­ვე ცნო­ბით, სა­პატ­რი­არ­ქოს ჩარ­თუ­ლო­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი მუ­შავ­დე­ბა, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი და მათი ხელ­შე­წყო­ბა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, იმი­ტომ რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა, ვი­ნა­ი­დან ან­გრევს ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბას, ახ­დენს დეგ­რა­დი­რე­ბას. ჩვენ უნდა ვი­ღო­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ მოხ­დეს შე­ზღუდ­ვა. სა­პატ­რი­არ­ქო მო­ნა­წი­ლე­ობ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ებს უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს და იმე­დია, ასე­თი შეხ­ვედ­რა ხელს შე­უ­წყობს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას”,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
7

ჯერ ადრეა რა გეჩქარებოდათ ყურების შებერტყვა 

!!!
4

კლასგარეშე კულტურული აქტივობები და სპორტი კარგია, მაგრამ არა გამოსავალი. გამოსავალი არის აზარტული თამაშების აკრძალვა.

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?

რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არასრულწლოვნებში ონლაინ და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სამინისტრო კლასგარეშე აქტივობებს, კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების ხელშეწყობას დაუპირისპირებს. ამის შესახებ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, ეს არის გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშეა. საუკეთესო სტრატეგია ამ გამოწვევის დაძლევის არის კლასგარეშე აქტივობების კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების და ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა. ამ მიმართულებით დაწყებულია ინტენსიური მუშაობა წრეების შექმნის და ხელშეწყობის კუთხით. ეს ეხება როგორც ხელოვნების მიმართულებას, ასევე მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სპორტული აქტივობები სკოლებში. სწორედ ამ გზით უნდა დავუპირისპირდეთ ზოგიერთი ბავშვის დამოკიდებლებას აზარტულ და ონლაინ თამaშებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩხენკელმა.

აზარტული თამაშების მოზარდებზე მძიმე გავლენის შესახებ ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში, სადაც თემაზე - "ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია” მრგვალი მაგიდა იმართება.

მეუფე შიოს თქმით, აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას, მისვე ცნობით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.

"აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა