მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - რას აცხადებენ სუს-ში
ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - რას აცხადებენ სუს-ში

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ასა­თი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს 1 წლით და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

„ცხინ­ვა­ლის რე­ჟიმ­მა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და­სა­ჯა თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სათ­ვის - 1 წელი და 9 თვე. ექი­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა“, - წერს ასა­თი­ა­ნი „ფე­ის­ბუქ­ში“.

ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით მოქ­მე­დი „ცხე­ლი ხა­ზით“ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ადას­ტუ­რებს ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის გა­ხანგძლი­ვე­ბას.

ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს უკა­ნო­ნო პო­ლი­ტი­კის ნა­წილს, რა­ზეც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს ეკის­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩენს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას და აღ­ნიშ­ნულ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცნო­ბი­ლი ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 9 ნო­ემ­ბერს, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. ექი­მის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ახალ­გორ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სურ­და.

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გან­ზრახ დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 322-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 200 000 რუბ­ლით და­ჯა­რი­მე­ბას, ორ წლამ­დე იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, ან ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. 15 ნო­ემ­ბერს, ე.წ. ლე­ნინ­გო­რის სა­სა­მარ­თლომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g55
4

ესეიგი, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 322-ე მუხ­ლით, უყენებს ბრალდებას? აბა ჩვენო სასიქადულო საერთაშორისო სამართალმცოდნეებო, ჩართეთ თქვენი ცოდნა და კავშირები და დაუსაბუთეთ ყველას, რომ ეს აბსურდია. 

dato
172

ასე იცის უაზრო სიჯიუტემ.. ეღიარებინა ეს „დანაშაული“ და გამოუშვებდნენ სახლში... რა დააკლდებოდა ქვეყანას ასე თუ მოიქცეოდა? ამის შანსი მას მეორედაც მისცეს, თუმცა მაინც არ აღიარა. ამიტომ, ადგნენ და მიუხაჯეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - რას აცხადებენ სუს-ში

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა - რას აცხადებენ სუს-ში

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, - წერს ასათიანი „ფეისბუქში“.

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა