მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან
რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­თან ერ­თად აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე და ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დაჭ­რი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძეა. ის თავ­დამ­სხმელ­მა ყე­ლის არე­ში დაჭ­რა და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.

თა­ვარ­თქი­ლა­ძემ მას­თან მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­სულ მი­ნისტრს ფურ­ცელ­ზე ხე­ლით და­უ­წე­რა სა­მად­ლო­ბე­ლი ტექ­სტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ მალე და­უბ­რუნ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში, ორი დღის წინ, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლი ყე­ლის არე­ში დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა და ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ყე­ლის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლის მე­წყვი­ლემ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ხვდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
14

პოილიციელებს რჩევა- მიუშვით თავის ნებაზე ყველა გარეწარი, ნურავის დაიჭერთ, და როცა იქ მყოფი სანახაობის მაყურებლებს დაერევიანმერე გასგასცეს პასუხი საია, სალაძემ

muamar kadafi
32

ქვეყანა რომელიც თავის პოლიციას არ აფასებს შორს ნამდვილად ვერ წავა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

ბათუმში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

დაჭრილი სამართალდამცველი ოთარ თავართქილაძეა. ის თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა და ოპერაციის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

თავართქილაძემ მასთან მოსანახულებლად მისულ მინისტრს ფურცელზე ხელით დაუწერა სამადლობელი ტექსტი, სადაც აღნიშნა, რომ მალე დაუბრუნდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ორი დღის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხვდება.

"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

"გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო" - ილია მეორე მრევლს მიმართავს