პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე
რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე

ახა­ლი წელი - ყვე­ლა­ზე სა­ნატ­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. მის­თვის მზა­დე­ბას წი­ნას­წარ ვი­წყებთ. ვყი­დუ­ლობთ სა­ჩუქ­რებს, ვად­გენთ სტუმ­რე­ბის სიას და ვგეგ­მავთ, სად და რო­გორ აღ­ვნიშ­ნოთ ეს დღე.

თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, ახა­ლი წელი ძა­ლი­ან ხარ­ჯი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია. ფა­სე­ბი პრო­დუქ­ტებ­ზე საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს. რაც უფრო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა ახალ წლამ­დე, მით უფრო მეტ ფასს ვიხ­დით ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ში, აღა­რა­ფე­რი რომ ვთქვათ რი­გებ­ზე მა­ღა­ზი­ებ­ში!

იმი­სათ­ვის, რომ დღე­სას­წა­ულ­მა თქვე­ნი სა­ფუ­ლე არ და­ა­ცა­რი­ე­ლოს, ახა­ლი წლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­უ­დე­ქით. მო­ი­ფიქ­რეთ მე­ნიუ, შე­ად­გი­ნეთ პრო­დუქ­ტე­ბის სია. ამ სტა­ტი­ა­ში გე­ტყვით, თუ რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ახალ წლამ­დე იმის­თვის, რომ და­ზო­გოთ ფული და დრო.

ალ­კოჰო­ლი

ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს საკ­მა­ოდ დიდი შე­ნახ­ვის ვადა აქვთ. ამი­ტომ მათი ყიდ­ვა წი­ნას­წარ შე­გიძ­ლი­ათ. ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის გა­რე­შე სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი შე­ი­ნა­ხეთ ბნელ და გრილ ად­გი­ლას. ღვი­ნის და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლე­ბი ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­დეთ.

ტკბი­ლე­უ­ლი

რო­მე­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ტკბი­ლე­უ­ლის გა­რე­შე? გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სახ­ლში ბავ­შვე­ბი გყავთ. პას­ტი­ლა, მარ­მე­ლა­დი, შო­კო­ლა­დი და კან­ფე­ტე­ბი შე­გიძ­ლი­ათ წი­ნას­წარ შე­ი­ძი­ნოთ. შო­კო­ლა­დი მო­ა­თავ­სეთ გრილ ად­გი­ლას, რომ არ დად­ნეს.

ძეხ­ვე­უ­ლი

ძეხ­ვე­უ­ლის ყიდ­ვაც წი­ნას­წარ შე­გიძ­ლი­ათ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას გან­სა­კუთ­რე­ბით ალა­მა­ზებს დაჭ­რი­ლი ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტი. მა­გა­ლი­თად, "კა­ი­ზე­რის" ხა­ზის ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დე­ლი­კა­ტე­სა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და მისი მა­ღალ დო­ნე­ზე წარ­მო­ე­ბა დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ი­თხოვს. პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბას ორ­მო­ცი დღე სჭირ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი შრო­ბით მი­ი­ღე­ბა.

მწნი­ლი

თუ არ გაქვთ სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მჟა­ვე­უ­ლი, იყი­დეთ წი­ნას­წარ. ის ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას.

კონ­სერ­ვე­ბი

კონ­სერ­ვე­ბის შე­ნახ­ვის ვა­და­ზე შე­გიძ­ლი­ათ არ ინერ­ვი­უ­ლოთ. ბარ­და, სი­მინ­დი, ზე­თის­ხი­ლი და ა.შ. შე­ი­ძი­ნეთ წი­ნას­წარ.

თევ­ზე­უ­ლი

თუ გინ­დათ, სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე წი­თე­ლი თევ­ზი და­დოთ, უბ­რა­ლოდ შე­ი­ძი­ნეთ ის ერთი კვი­რით ადრე. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ თევ­ზი ცხლად და ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი, ან გა­ყი­ნუ­ლი სა­ხი­თაც. თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხა­რის­ხი­ან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“, რომ­ლის ასორ­ტი­მენ­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს პრე­სერ­ვებს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ და­მა­რი­ლე­ბუ­ლი თევ­ზი უნდა იყი­დოთ დღე­სას­წა­უ­ლამ­დე ორი-სამი დღით ადრე.

ხი­ზი­ლა­ლა

ხი­ზი­ლა­ლის შე­ძე­ნა ახ­ლა­ვე შე­გიძ­ლი­ათ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ ხი­ზი­ლა­ლის ქი­ლე­ბი მა­შინ­ვე მა­ცი­ვარ­ში უნდა შე­ი­ნა­ხოთ. ის არ ინა­ხე­ბა ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. გირ­ჩევთ "ოხ­ტო­მო­რი­ეს", არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ორა­გუ­ლის (ღურ­კა­ნა) ხი­ზი­ლა­ლა.

სო­უ­სე­ბი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი

მათი შე­ძე­ნაც წი­ნას­წარ შე­გიძ­ლი­ათ. თით­ქმის ყო­ვე­ლი კერ­ძი ითხოვს სა­ნე­ლე­ბელს ან სო­უსს.

მა­ში­ნაც კი, თუ ჯერ არ გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი კერ­ძე­ბით ასი­ა­მოვ­ნებთ ოჯა­ხის წევ­რებს ახა­ლი წლის ღა­მეს, ჩვენ მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ. რა­ტომ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ ზედ­მე­ტი იქ, სა­დაც შეძ­ლებთ და­ზო­გოთ თან­ხა და პრო­დუქ­ტე­ბი წი­ნას­წარ შე­ი­ძი­ნოთ?

დამ­დეგ შობა-ახალ წელს გი­ლო­ცავთ!

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოს
1

ფკონომიკური და ფინასტური მდგომარეობაზე ისაუბრეთ...გააუმჯობესეთ ცხოვრდბა და არავის ჭირდება თქვენი რჩევა

უფულო
0

იმასაც ხომ ვერ მასწავლი ფული როგორ ვიშოვო,ხიზილალა და ნორვეგიული ორაგული მიყვარს და როგორ შევიძინო. ვაი თქვენ პატრონს 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე

ახალი წელი - ყველაზე სანატრელი დღესასწაულია. მისთვის მზადებას წინასწარ ვიწყებთ. ვყიდულობთ საჩუქრებს, ვადგენთ სტუმრების სიას და ვგეგმავთ, სად და როგორ აღვნიშნოთ ეს დღე.

თუმცა, ამასთან ერთად, ახალი წელი ძალიან ხარჯიანი დღესასწაულია. ფასები პროდუქტებზე საგრძნობლად მატულობს. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ახალ წლამდე, მით უფრო მეტ ფასს ვიხდით ინგრედიენტებში, აღარაფერი რომ ვთქვათ რიგებზე მაღაზიებში!

იმისათვის, რომ დღესასწაულმა თქვენი საფულე არ დააცარიელოს, ახალი წლის ორგანიზაციულ საკითხებს რაციონალურად მიუდექით. მოიფიქრეთ მენიუ, შეადგინეთ პროდუქტების სია. ამ სტატიაში გეტყვით, თუ რომელი პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალ წლამდე იმისთვის, რომ დაზოგოთ ფული და დრო.

ალკოჰოლი

ალკოჰოლურ სასმელებს საკმაოდ დიდი შენახვის ვადა აქვთ. ამიტომ მათი ყიდვა წინასწარ შეგიძლიათ. ალკოჰოლური სასმლის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. სპირტიანი სასმელები შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. ღვინის და შამპანურის ბოთლები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადეთ.

ტკბილეული

რომელი საახალწლო სუფრა წარმოგიდგენიათ ტკბილეულის გარეშე? განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვები გყავთ. პასტილა, მარმელადი, შოკოლადი და კანფეტები შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ. შოკოლადი მოათავსეთ გრილ ადგილას, რომ არ დადნეს.

ძეხვეული

ძეხვეულის ყიდვაც წინასწარ შეგიძლიათ. სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებით ალამაზებს დაჭრილი ნედლად შებოლილი პროდუქტი. მაგალითად, "კაიზერის" ხაზის ნედლად შებოლილი ძეხვეული, რომელიც მსოფლიოში დელიკატესადაა აღიარებული და მისი მაღალ დონეზე წარმოება დიდ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს. პროდუქტის დამზადებას ორმოცი დღე სჭირდება და ბუნებრივი შრობით მიიღება.

მწნილი

თუ არ გაქვთ სახლში მომზადებული მჟავეული, იყიდეთ წინასწარ. ის ძალიან უხდება საახალწლო სუფრას.

კონსერვები

კონსერვების შენახვის ვადაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ბარდა, სიმინდი, ზეთისხილი და ა.შ. შეიძინეთ წინასწარ.

თევზეული

თუ გინდათ, საახალწლო მაგიდაზე წითელი თევზი დადოთ, უბრალოდ შეიძინეთ ის ერთი კვირით ადრე. შეგიძლიათ შეიძინოთ თევზი ცხლად და ცივად შებოლილი, ან გაყინული სახითაც. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. გაითვალისწინეთ, რომ დამარილებული თევზი უნდა იყიდოთ დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე.

ხიზილალა

ხიზილალის შეძენა ახლავე შეგიძლიათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხიზილალის ქილები მაშინვე მაცივარში უნდა შეინახოთ. ის არ ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გირჩევთ "ოხტომორიეს", არის უმაღლესი ხარისხის ორაგულის (ღურკანა) ხიზილალა.

სოუსები, სანელებლები

მათი შეძენაც წინასწარ შეგიძლიათ. თითქმის ყოველი კერძი ითხოვს სანელებელს ან სოუსს.

მაშინაც კი, თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი კერძებით ასიამოვნებთ ოჯახის წევრებს ახალი წლის ღამეს, ჩვენ მიერ რეკომენდებული პროდუქტები ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ. რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი იქ, სადაც შეძლებთ დაზოგოთ თანხა და პროდუქტები წინასწარ შეიძინოთ?

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ

ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

გულწრფელი ემოციები და მოულოდნელობა - ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყო ონვეი დელივერიმ კურიერებს