საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა
"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსა­ხი­ო­ბი შარ­ლიზ ტე­რო­ნი ამ­ბობს, რომ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი იყო.

ჰო­ლი­ვუ­დის ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს, თუმ­ცა რე­ჟი­სო­რის ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელს.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას, ფი­ზი­კურ შე­ვიწ­რო­ე­ბას არ გუ­ლის­ხმობს“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი NPR Radio-სთან სა­უბ­რი­სას.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არის, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბაა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც ყო­ველ დღე ხდე­ბა ქა­ლებ­ზე და თით­ქოს ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­იჩ­ნე­ვა. შე­ვიწ­რო­ე­ბა ხდე­ბა სა­უბ­რით, უბ­რა­ლო შე­ხე­ბით, ან მუ­ქა­რით, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა მო­გი­წევს. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი თა­ვა­დაც გა­მო­მიც­დია“, - ამ­ბობს ტე­რო­ნი.

მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებს, რომ 1994 წელს შა­ბათ სა­ღა­მოს ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა სახ­ლში, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე მი­იწ­ვია. შარ­ლი­ზი ამ­ბობს, რომ რე­ჟი­სო­რი პი­ჟა­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დახ­ვდა და როცა თა­ვად ტე­რო­ნი დი­ვან­ზე დაჯ­და, ფე­ხებ­ზე ხე­ლებს უს­ვამ­და.

"ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დე და გა­მო­ვი­ქე­ცი. გა­მოვრბო­დი და მომ­ხდარ­ში სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი. ჯერ ვფიქ­რობ­დი, რომ რა­ღაც არას­წო­რად გა­ვა­კე­თე, მერე თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი იმა­ში, რომ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი. ისე­თი, რო­გორ­საც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­სა­ხუ­რებ­და“, - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა შარ­ლიზ ტე­რო­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. პირ­ვე­ლად მან ამ თე­მა­ზე 2009 წელს OK-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­ვად გა­და­წყვი­ტა, რომ არ და­ე­წე­რა რე­ჟი­სო­რის სა­ხე­ლი, ახლა კი, თა­ვად იკა­ვებს თავს ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან.

"არ იფიქ­როთ, რომ ვი­ცავ მას, უბ­რა­ლოდ, ახლა არაა შე­სა­ბა­მი­სი დრო, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ თე­მას და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი მის სა­ხელს შე­სა­ბა­მის დრო­სა და მო­მენ­ტში“, - ამ­ბობს შარ­ლიზ ტე­რო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vava
17

დაახლოებით ისეა, ზანგი ზაგარს იღებდაო

ბიკენტი
5

საწყალი რეჟისორი.ბოდიში დაამშვიდებდა მაგას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსახიობი შარლიზ ტერონი ამბობს, რომ ცნობილი რეჟისორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.

ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი შევიწროების შესახებ დეტალებს ასაჯაროებს, თუმცა რეჟისორის ვინაობას არ ამხელს.

"სექსუალური შევიწროება მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, ფიზიკურ შევიწროებას არ გულისხმობს“, - ამბობს მსახიობი NPR Radio-სთან საუბრისას.

"სექსუალური შევიწროება, ძალადობა მხოლოდ გაუპატიურება არ არის, სექსუალური შევიწროებაა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ყოველ დღე ხდება ქალებზე და თითქოს ეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა. შევიწროება ხდება საუბრით, უბრალო შეხებით, ან მუქარით, რომ სამსახურიდან წასვლა მოგიწევს. ასეთი რაღაცები თავადაც გამომიცდია“, - ამბობს ტერონი.

მსახიობი იხსენებს, რომ 1994 წელს შაბათ საღამოს ცნობილმა რეჟისორმა სახლში, საქმიან შეხვედრაზე მიიწვია. შარლიზი ამბობს, რომ რეჟისორი პიჟამაში გამოწყობილი დახვდა და როცა თავად ტერონი დივანზე დაჯდა, ფეხებზე ხელებს უსვამდა.

"ბოდიში მოვიხადე და გამოვიქეცი. გამოვრბოდი და მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ჯერ ვფიქრობდი, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, მერე თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ შესაბამისი პასუხი ვერ გავეცი. ისეთი, როგორსაც მსგავს სიტუაციაში იმსახურებდა“, - იხსენებს მსახიობი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შარლიზ ტერონი სექსუალური შევიწროების შესახებ საუბრობს. პირველად მან ამ თემაზე 2009 წელს OK-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მსახიობის თქმით, მაშინ ჟურნალისტმა თავად გადაწყვიტა, რომ არ დაეწერა რეჟისორის სახელი, ახლა კი, თავად იკავებს თავს ვინაობის გამხელისგან.

"არ იფიქროთ, რომ ვიცავ მას, უბრალოდ, ახლა არაა შესაბამისი დრო, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები ამ თემას და აუცილებლად ვიტყვი მის სახელს შესაბამის დროსა და მომენტში“, - ამბობს შარლიზ ტერონი.

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს