საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე
"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მშო­ბე­ლი ტო­ვებს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ბავ­შვი რჩე­ბა პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მარ­ტო - დას­მუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად მშო­ბელს სჭირ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სახ­ლი­დან მო­ტა­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მან უპა­სუ­ხა კი­თხვა­ზე, ვინ იყო ად­გილ­ზე ლუკა სი­რა­ძის პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის დროს, მა­გა­ლი­თად, ეს­წრე­ბო­და თუ არა გა­მო­კი­თხვას ფსი­ქო­ლო­გი, და ადას­ტუ­რებს თუ არა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ლუკა სი­რა­ძის მშო­ბელ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

"ფსი­ქო­ლო­გი არც სკო­ლა­ში და არც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ბავ­შვის გა­მო­კი­თხვას პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მშობ­ლის გა­რე­შე ყოფ­ნის ფაქტს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მშო­ბე­ლი ტო­ვებს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ბავ­შვი რჩე­ბა პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მარ­ტო. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ რა ხდე­ბა ბავ­შვთან მი­მარ­თე­ბით.

ეს არის მხო­ლოდ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, აკ­რძა­ლუ­ლია სა­მუ­შაო სივ­რცე­ში აუ­დიო მოს­მე­ნა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ამი­ტომ ეს არც ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ ხდე­ბა და თუ ხდე­ბა, ამას რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი უნდა ჰქონ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, არც პო­ლი­ცი­ა­ში არ ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის აუ­დი­ო­ჩა­წე­რა. ესაა მხო­ლოდ ვი­დეო სა­მო­ნი­ტო­რინ­გო კა­მე­რე­ბი, რო­მე­ლიც და­ყე­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ა­ში“, - აღ­ნიშ­ნა თო­ლო­რა­ი­ამ.

მან­ვე კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, მშო­ბელ­მა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა თუ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­თხოვ­ნით, უპა­სუ­ხა, რომ ეს პირ­და­პი­რი იძუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"დას­მუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად მშო­ბელს სჭირ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სახ­ლი­დან მო­ტა­ნა და სწო­რედ ამ მიზ­ნით მშო­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, რათა სახ­ლი­დან მო­ი­ტა­ნოს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის იყო სა­ინ­ტე­რე­სო. ანუ, იძუ­ლე­ბით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ტე­რი­ტო­რია, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა“, - აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათო
10

ეს რა სისტემაც არის და რაზე წამსვლელი, ყველამ ვიცით, თითქმის ყველა ოჯახს შეეხო პირდაპირ თუ არაპირდაპირ მათი არაადამიანურობა და არაფერი მიკვირს. სკოლის საქციელმა გამაოგნა. მთელი რიგი გამოძიება ჩაატარა, ბავშვები დაკითხა, ამოიცნო ვინც იყო და იმის მაგივრად მიზეზები საკუთარ თავში მოეძებნა, პირდაპირ აიღო და პოლიციას გადასცა ბავშვი, რომელსაც მამა მოუკვდა, იძულებული იყო სკოლა დაეტოვებინა და საჯაროში გადასულიყო. ერთი ობოლი ბავშვი როგორ ვერ შეინახა სკოლამ. ასე უმიზეზოდ არავინ იპარება სკოლაში და არ წერს იმას, რაც ლუკამ დაწერა. ეს იყო ძალიან გულნატკენი და ძალიან გაბრაზებული ბიჭის საქციელი, რომელსაც დახმარება უნდოდა და არა პოლიციაში ყურით წყვანა და მხეცების ხელში ჩაგდება. სირცხვილი სკოლას!!!

keti
0

და რა გარკვეული მონაცემები უნდა დაჭირვებოდა პოლიციას 15 წლის ბავშვის რომ ესეთი სასწრაფო იყო იმის სახლიდან მოტანა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო - დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვაზე, ვინ იყო ადგილზე ლუკა სირაძის პოლიციაში გამოკითხვის დროს, მაგალითად, ესწრებოდა თუ არა გამოკითხვას ფსიქოლოგი, და ადასტურებს თუ არა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუკა სირაძის მშობელმა ტერიტორია დატოვა.

"ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვას პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ბავშვის განყოფილებაში მშობლის გარეშე ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შესაბამისი კამერების ჩანაწერები, თუ რა ხდება ბავშვთან მიმართებით.

ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი, აკრძალულია სამუშაო სივრცეში აუდიო მოსმენა თანამშრომლების, ამიტომ ეს არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება და თუ ხდება, ამას რაიმე კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, არც პოლიციაში არ ხდება ყოველდღიური საქმიანობის აუდიოჩაწერა. ესაა მხოლოდ ვიდეო სამონიტორინგო კამერები, რომელიც დაყენებულია პოლიციაში“, - აღნიშნა თოლორაიამ.

მანვე კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, მშობელმა საკუთარი ნებით დატოვა პოლიციის შენობა თუ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, უპასუხა, რომ ეს პირდაპირი იძულება არ ყოფილა.

"დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა და სწორედ ამ მიზნით მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ანუ, იძულებით დაეტოვებინა ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა პოლიციის თხოვნის საფუძველზე დატოვა“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"

"ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს" - ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი