პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გაქვთ უფლება ცხოვრება დაასრულოთ... ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის" - შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს
"არ გაქვთ უფლება ცხოვრება დაასრულოთ... ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის" - შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს

ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი და ფსი­ქო­ლო­გი, შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით ის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქტს და თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

ამო­ნაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს რო­გორც ზრდას­რუ­ლებს, ასე­ვე მო­ზარ­დებს. ფსი­ქო­ლო­გი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შვებს ორი მთა­ვა­რი რამ სჭირ­დე­ბათ - გა­გე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, მი­ზე­ზის და შე­დე­გის კა­ნო­ნი ჰქვია, არც ერთი შე­დე­გი არ არის მი­ზე­ზის გა­რე­შე. თუ ამ ფაქტსაც ჩა­ვუკ­ვირ­დე­ბით, უთუ­ოდ და­ვი­ნა­ხავთ მი­ზე­ზებს, მე კი ნაირ-ნაირ მი­ზეზ­თა შო­რის ვხე­დავ კი­დევ ერთს, მთა­ვარს. საქ­მე ის არის, რომ ჩვენს შვი­ლებს არ ვიც­ნობთ. ვიც­ნობთ მათ მხო­ლოდ ერთი მხრი­დან, გა­რეგ­ნუ­ლი მხრი­დან - რო­გორ მო­დი­ან ჩვენ­თან, რას გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ჩვენ თვი­თონ რას ვე­უბ­ნე­ბით, რო­გორ ვხე­დავთ, ვიც­ნობთ მხო­ლოდ ასე.

მაგ­რამ ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბაც აქვთ და ეს ცხოვ­რე­ბა მათ­თვის არ არის ად­ვი­ლი. ჩვენ თუ ეს არ ვი­ცით, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

ჩვენს შვილს ჩვენ­გან მხო­ლოდ ორი რამ უნდა:

1. რომ გა­ვუ­გოთ რა აწუ­ხებს, რა უხა­რია, მო­ვუს­მი­ნოთ ორი­ვე ყუ­რით, გუ­ლით, თა­ნაგ­რძნო­ბით და შემ­დეგ შე­ვეშ­ვე­ლოთ, გა­გე­ბა უნ­დათ ბავ­შვებს. სა­კუ­თარ თავს უფრო ვუ­გებთ, როცა ბავ­შვს რა­ღა­ცებს ვუკ­რძა­ლავთ, ვე­უბ­ნე­ბით - არ წახ­ვი­დე, ხელი არ ახლო, შენი საქ­მე არაა, მო­ით­მი­ნე, გე­ყო­ფა, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ჩვე­ნი თა­ვის გაფრ­თხი­ლე­ბაა, ვიდ­რე ბავ­შვის

2. ბავ­შვს უნდა დი­დო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თით­ქოს გვეხ­ვე­წე­ბა, დედა, მამა, მას­წავ­ლე­ბე­ლო, არ გეს­მით ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­აო?! არ შე­მიძ­ლია არ ვი­ცხოვ­რო დი­დის ცხოვ­რე­ბით, მი­მი­ღე რო­გორც დიდი, რო­გორც თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი.

რა უნდა ამ პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას?! ეს მისი ბუ­ნე­ბაა, ფსი­ქო­ლო­გი­აა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა ბავ­შვს. არ უნდა, რომ მის მა­გივ­რად ვირ­ჩევ­დეთ სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, ტან­საც­მელს, ვუ­გეგ­მავ­დეთ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას. ვერ იტა­ნენ ამას ახალ­გაზ­რდე­ბი, სწყინთ ეს და აბო­რო­ტებთ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ი­ღებთ ზო­მებს, რათა ბავ­შვის მი­მართ კე­თილ­გან­წო­ბი­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნას ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, ყველ­გან. ბავ­შვებ­საც უნ­დათ პა­ტი­ვის­ცე­მა იმი­ტომ, რომ ისი­ნი ჯერ ცხოვ­რე­ბის­თვის მზად არ არი­ან და თუ პა­ტი­ვი არ ვე­ცით, ვერც მო­ემ­ზა­დე­ბი­ან.“

პე­და­გო­გი მი­მარ­თავს მო­ზარ­დებს და ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს არ ეკუთ­ვნის, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის იბა­დე­ბა:

"მინ­და მივ­მარ­თო ბავ­შვებს, ჩემი ძვირ­ფა­სო ახალ­გაზ­რდე­ბო, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბას შე­მოვ­წი­რე, რაც შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი იმის­თვის, რომ სკო­ლა­ში სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ბევ­რი სი­კე­თე ყო­ფი­ლი­ყო.

თქვენ მარ­თლა ბავ­შვე­ბი და პა­ტა­რე­ბი ხომ არა გგო­ნი­ათ თქვე­ნი თავი?! უკვე დი­დე­ბი ხართ - 9 წელი შე­გის­რულ­დათ, 12, 15, 17 - რაღა დროს თქვე­ნი ბავ­შვო­ბაა?! უკვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, რომ­ლებ­მაც დი­ა­ხაც უნდა გა­უ­გოთ უფ­რო­სებ­საც, დე­დას, მა­მას, იმა­თაც რა­ღაც აწუ­ხებთ, თა­ვი­ან­თი გა­სა­ჭი­რი აქვთ, თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბი აქვთ, გა­უ­გეთ მათ, და­უთ­მეთ ხან­და­ხან ზო­გი­ერ­თი რამ, ანდა ძა­ლი­ან წყნა­რად და კო­რექ­ტუ­ლად და­უ­ყე­ნეთ თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, რათა გა­გი­გონ და დაყვნენ თქვენს ნე­ბას.

ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა თქვენ არ გე­კუთ­ვნით, თუ ვინ­მე ცხოვ­რე­ბას გა­უს­წორ­დე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

არც ერთი თქვენ­გა­ნი არ მო­სუ­ლა ამ­ქვეყ­ნად ხელ­ცა­რი­ე­ლი, ყვე­ლამ რა­ღაც მო­უ­ტა­ნა ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას, ვინ ნიჭი მო­უ­ტა­ნა და უნდა იმ­ღე­როს, უნდა იცეკ­ვოს, წიგ­ნი და­წე­როს, იმას­წავ­ლებ­ლოს, იმეც­ნი­ე­როს, რა­ღაც უნდა გა­ა­კე­თოს, რაც ხალ­ხს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. არ გაქვთ უფ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ ცხოვ­რე­ბა იქ, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვე­ნი ღვაწ­ლი უნდა და­ი­წყოს, სამ­სა­ხუ­რი უნდა და­ი­წყოს.

ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის იბა­დე­ბა, თქვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის ხართ და­ბა­დე­ბულ­ნი, ხალ­ხის­თვის, ქვეყ­ნის­თვის გაჩ­ნდით და არა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. იტყვი­ან ხოლ­მე, ვინც მოკ­ვდა სა­კუ­თარ თავს მო­უკ­ვდაო, უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ეს ასე არ არის, სა­კუ­თარ თავს კი არ მო­უკ­ვდა, ხალ­ხს მო­უკ­ვდა.

აი, დად­გე­ბა 60-70-იანი წლე­ბი. გგო­ნი­ათ, იმ ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც მოვა ჩრდი­ლი არ მი­ად­გე­ბა იმის გამო, რომ ერთი ნიჭი გა­მო­აკ­ლდა?! იქ­ნე­ბა რა ნიჭი იყო ეს, იქ­ნებ ილი­ას ნიჭი იყო, იქ­ნებ რუს­თა­ვე­ლის ნიჭი იყო, იქ­ნებ ვა­ჟას ნიჭი იყო?! გა­მო­აკ­ლდა ეს ნიჭი და და­კარ­გა ხალ­ხმა დიდი სა­გან­ძუ­რი, არ უნდა ვი­კის­როთ ამის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?!

ამი­ტომ, გა­უფრ­თხილ­დით თქვენს თავს. თუ რამ გი­ჭირთ, თქვენს ირ­გვლივ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შე­იყ­ვა­რეთ რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­მარ­თეთ მას, გა­გი­გებთ, გულს გა­გიხ­სნით, ხელს გა­გი­მარ­თავთ, გზას გას­წავ­ლით, მი­მარ­თეთ დე­დას და მა­მას, უთხა­რით გუ­ლახ­დი­ლად, რა გა­წუ­ხებთ, რა გტკი­ვათ, ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან გა­გი­გონ და არ აღ­მოჩ­ნდე­ბით ჩიხ­ში როცა, თით­ქოს­და, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­გექ­მნათ, არ არ­სე­ბობს გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ირ­გვლივ არი­ან ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, ანდა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი­სა არა­ფე­რი ეს­მით, ამ­რი­გად ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ გა­წყე­ნი­ნოთ, ვინ­მემ ისე­თი სი­ტყვა არ გი­თხრათ, რაც თქვენ გინ­დათ...

ამაღ­ლდით ამ გა­უ­გე­ბარ ადა­მი­ა­ნებ­ზე იმი­ტომ, რომ რაც უფრო ამაღ­ლდე­ბით, მით უფრო ად­ვი­ლად გა­და­ი­ტანთ შე­უ­რა­ცხყო­ფას, გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თავს ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, იმი­ტომ რომ თქვე­ნი სი­ცო­ცხლე, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის სა­კუთ­რე­ბაა, ადა­მი­ა­ნი ხალ­ხის­თვის იბა­დე­ბა, არა­ვინ იბა­დე­ბა თა­ვის­თვის მარ­ტო. იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და და­ამ­შვე­ნეთ ეს სა­უ­კუ­ნე თქვე­ნი ნი­ჭით" - მი­მარ­თავს შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი მო­ზარ­დებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ გაქვთ უფლება ცხოვრება დაასრულოთ... ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის" - შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს

"არ გაქვთ უფლება ცხოვრება დაასრულოთ... ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის" - შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს

ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი, შალვა ამონაშვილი "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეოს საშუალებით ის მოზარდის გარდაცვალების გახმაურებულ ფაქტს და თვითმკვლელობის შემთხვევებს ეხმიანება.

ამონაშვილი მიმართავს როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებს. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვებს ორი მთავარი რამ სჭირდებათ - გაგება და თავისუფლება.

"ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მიზეზის და შედეგის კანონი ჰქვია, არც ერთი შედეგი არ არის მიზეზის გარეშე. თუ ამ ფაქტსაც ჩავუკვირდებით, უთუოდ დავინახავთ მიზეზებს, მე კი ნაირ-ნაირ მიზეზთა შორის ვხედავ კიდევ ერთს, მთავარს. საქმე ის არის, რომ ჩვენს შვილებს არ ვიცნობთ. ვიცნობთ მათ მხოლოდ ერთი მხრიდან, გარეგნული მხრიდან - როგორ მოდიან ჩვენთან, რას გველაპარაკებიან, ჩვენ თვითონ რას ვეუბნებით, როგორ ვხედავთ, ვიცნობთ მხოლოდ ასე.

მაგრამ ბავშვებს საკუთარი ცხოვრებაც აქვთ და ეს ცხოვრება მათთვის არ არის ადვილი. ჩვენ თუ ეს არ ვიცით, მათთან ურთიერთობა ძალიან გაგვიჭირდება.

ჩვენს შვილს ჩვენგან მხოლოდ ორი რამ უნდა:

1. რომ გავუგოთ რა აწუხებს, რა უხარია, მოვუსმინოთ ორივე ყურით, გულით, თანაგრძნობით და შემდეგ შევეშველოთ, გაგება უნდათ ბავშვებს. საკუთარ თავს უფრო ვუგებთ, როცა ბავშვს რაღაცებს ვუკრძალავთ, ვეუბნებით - არ წახვიდე, ხელი არ ახლო, შენი საქმე არაა, მოითმინე, გეყოფა, ეს ყველაფერი უფრო ჩვენი თავის გაფრთხილებაა, ვიდრე ბავშვის

2. ბავშვს უნდა დიდობა და თავისუფლება. თითქოს გვეხვეწება, დედა, მამა, მასწავლებელო, არ გესმით ჩემი ფსიქოლოგიაო?! არ შემიძლია არ ვიცხოვრო დიდის ცხოვრებით, მიმიღე როგორც დიდი, როგორც თანასწორუფლებიანი.

რა უნდა ამ პირობების შესრულებას?! ეს მისი ბუნებაა, ფსიქოლოგიაა. თავისუფლება უნდა ბავშვს. არ უნდა, რომ მის მაგივრად ვირჩევდეთ სკოლას, მასწავლებელს, სახელმძღვანელოს, ტანსაცმელს, ვუგეგმავდეთ მომავალ ცხოვრებას. ვერ იტანენ ამას ახალგაზრდები, სწყინთ ეს და აბოროტებთ.

კარგი იქნება, თუ მიიღებთ ზომებს, რათა ბავშვის მიმართ კეთილგანწობილი ვითარება შეიქმნას ქუჩაში, მაღაზიაში, ყველგან. ბავშვებსაც უნდათ პატივისცემა იმიტომ, რომ ისინი ჯერ ცხოვრებისთვის მზად არ არიან და თუ პატივი არ ვეცით, ვერც მოემზადებიან.“

პედაგოგი მიმართავს მოზარდებს და ამბობს, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეკუთვნის, რომ ადამიანი ადამიანისთვის იბადება:

"მინდა მივმართო ბავშვებს, ჩემი ძვირფასო ახალგაზრდებო, მთელი ჩემი ცხოვრება თქვენს კეთილდღეობას შემოვწირე, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სკოლაში სიყვარული ყოფილიყო, ბევრი სიკეთე ყოფილიყო.

თქვენ მართლა ბავშვები და პატარები ხომ არა გგონიათ თქვენი თავი?! უკვე დიდები ხართ - 9 წელი შეგისრულდათ, 12, 15, 17 - რაღა დროს თქვენი ბავშვობაა?! უკვე ის ადამიანები ხართ, რომლებმაც დიახაც უნდა გაუგოთ უფროსებსაც, დედას, მამას, იმათაც რაღაც აწუხებთ, თავიანთი გასაჭირი აქვთ, თავიანთი გეგმები აქვთ, გაუგეთ მათ, დაუთმეთ ხანდახან ზოგიერთი რამ, ანდა ძალიან წყნარად და კორექტულად დაუყენეთ თქვენი მოთხოვნები, რათა გაგიგონ და დაყვნენ თქვენს ნებას.

ჩემო ძვირფასებო, თქვენი ცხოვრება თქვენ არ გეკუთვნით, თუ ვინმე ცხოვრებას გაუსწორდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

არც ერთი თქვენგანი არ მოსულა ამქვეყნად ხელცარიელი, ყველამ რაღაც მოუტანა ხალხს და ქვეყანას, ვინ ნიჭი მოუტანა და უნდა იმღეროს, უნდა იცეკვოს, წიგნი დაწეროს, იმასწავლებლოს, იმეცნიეროს, რაღაც უნდა გააკეთოს, რაც ხალხს ძალიან სჭირდება. არ გაქვთ უფლება დაასრულოთ ცხოვრება იქ, სადაც, ფაქტობრივად, თქვენი ღვაწლი უნდა დაიწყოს, სამსახური უნდა დაიწყოს.

ადამიანი ადამიანისთვის იბადება, თქვენ ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულნი, ხალხისთვის, ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის. იტყვიან ხოლმე, ვინც მოკვდა საკუთარ თავს მოუკვდაო, უკაცრავად, მაგრამ ეს ასე არ არის, საკუთარ თავს კი არ მოუკვდა, ხალხს მოუკვდა.

აი, დადგება 60-70-იანი წლები. გგონიათ, იმ ცხოვრებას, რომელიც მოვა ჩრდილი არ მიადგება იმის გამო, რომ ერთი ნიჭი გამოაკლდა?! იქნება რა ნიჭი იყო ეს, იქნებ ილიას ნიჭი იყო, იქნებ რუსთაველის ნიჭი იყო, იქნებ ვაჟას ნიჭი იყო?! გამოაკლდა ეს ნიჭი და დაკარგა ხალხმა დიდი საგანძური, არ უნდა ვიკისროთ ამის გამო პასუხისმგებლობა?!

ამიტომ, გაუფრთხილდით თქვენს თავს. თუ რამ გიჭირთ, თქვენს ირგვლივ ადამიანები არიან, შეიყვარეთ რომელიმე მასწავლებელი, მიმართეთ მას, გაგიგებთ, გულს გაგიხსნით, ხელს გაგიმართავთ, გზას გასწავლით, მიმართეთ დედას და მამას, უთხარით გულახდილად, რა გაწუხებთ, რა გტკივათ, ისინი შეეცდებიან გაგიგონ და არ აღმოჩნდებით ჩიხში როცა, თითქოსდა, გამოუვალი მდგომარეობა შეგექმნათ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.

სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ არიან ბოროტი ადამიანები, ანდა არიან ადამიანები, რომლებსაც მეორე ადამიანისა არაფერი ესმით, ამრიგად ხშირად შეიძლება ვინმემ გაწყენინოთ, ვინმემ ისეთი სიტყვა არ გითხრათ, რაც თქვენ გინდათ...

ამაღლდით ამ გაუგებარ ადამიანებზე იმიტომ, რომ რაც უფრო ამაღლდებით, მით უფრო ადვილად გადაიტანთ შეურაცხყოფას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თქვენი სიცოცხლე, თქვენი ცხოვრება ქვეყნის საკუთრებაა, ადამიანი ხალხისთვის იბადება, არავინ იბადება თავისთვის მარტო. იყავით ბედნიერები, გახარებულები და დაამშვენეთ ეს საუკუნე თქვენი ნიჭით" - მიმართავს შალვა ამონაშვილი მოზარდებს.

"ჩვენს ხელში ჩაიკეცა... თავის არეც აქვს გახეთქილი" - თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე დეტალებს ყვებიან

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა

აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა