სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს.
"გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს - ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”,- ბრძანა პატრიარქმა.
რა მსოფლიო გაჭირვებაშია რა იმედის დაკარგვა??? ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენეს იმ დონის რომ ვერ გაუძლო და გადმოხტა!!! აი ესე კოჭი უგორე შენ ნათლულსაც, მიშიკოსაც და ეხლა ამათ. 30 წელია დამნაშევე რჟიმებს თავზე ხელს უსვამ, ზვიადი კი მოიძულე და მოიძაგე. ვაი თქვენდა ფარისეველნო და მწიგნობარნო!!!
მაგაში თქვენც შეგვიწყეთ ხელი - ძლიერთა ამა ქვეყნისებმა. თავად არ იყავი, უწმინდესო, რომ თქვი ხანდახან არაფრის იმედი არ მაქვს ამ ქვეყნის შემხედვარეო? ჩვეულებრივ ხალხს რისი იმედი უნდა ქონდეს?