მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება
"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. რაზ­და­ხა­ნის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი 25 დე­კემ­ბრი­დან 5 დღით გა­იხ­სნე­ბა. რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, მძი­მე ავად­მყო­ფებ­სა და პენ­სი­ო­ნე­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მის­ცენ.

"ინ­ფორ­მა­ცია და­ბა­ში გავ­რცელ­და, და­ბი­დან კი წე­რო­ვან­ში მცხოვ­რებ­მა ახალ­გო­რე­ლებ­მაც გა­ი­გეს. ნანა ჩქა­რე­უ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტია და მას მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს და­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­თან, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ახლა ახალ­გორ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. სწო­რედ მათ­გან შე­ი­ტყო ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ.

ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ახლა ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის აღ­რი­ცხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლებ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ თბი­ლი­სის კლი­ნი­კებ­ში. ეს ძი­რი­თა­დად ონ­კო­ლო­გი­ურ ავად­მყო­ფებს ეხე­ბათ. გარ­და ამი­სა, იმ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სიაც დგე­ბა, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პენ­სი­ით სარ­გებ­ლობს" - იუ­წყე­ბა გა­მო­ცე­მა.

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ იცის რო­დის გა­იხ­სნე­ბა გზა. მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ეს მოხ­დე­ბა, რა­ი­ო­ნის და­ცა­რი­ე­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

"აქ იმა­ზე ბევ­რად უა­რე­სი ვი­თა­რე­ბაა, ვიდ­რე შო­რი­დან ჩანს... სამ თვე­ზე მე­ტია, იზო­ლა­ცი­ა­ში ვართ... როცა გა­იხ­სნე­ბა, მა­ში­ნაც ასე­თი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. პენ­სი­ო­ნე­რებს გა­დად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ორ თვე­ში ერთხელ ექ­ნე­ბათ, რაც დიდი ვე­რა­ფე­რი შე­ღა­ვა­თია, ისე­ვე, რო­გორც ის, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა შეძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ვლა...

თუ გზა გა­იხ­სნა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გა­დარ­ჩე­ნის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მა­გა­ლი­თად, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი, უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გა­მო­უშ­ვე­ბენ და ვერც ვე­რა­ვინ გა­ამ­ტყუ­ნებს. სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ფერ­ზე ძვირ­ფა­სია" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ის, რომ ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს 600-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა და მათ­გან 347 მათ­განს სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ისე­ვე, რო­გორც და­ბა­ში 15-ზე მეტი ექი­მი მუ­შა­ობს, მთლა­ნო­ბა­ში კი, რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 65 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს.

ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სია და არა­ვის გა­უკ­ვირ­დეს, რომ წა­სუ­ლე­ბი უკან არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, “პუ­რის ფუ­ლის გა­რე­შე” დარ­ჩნენ.

“ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბის რე­სურ­სიც ამოგ­ვე­წუ­რა. ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ყო­ფი­ლა, რო­დე­საც იცი, რომ ხსნა, იმე­დი, არ­სა­ი­დან ჩანს... ერთ დღეს დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში პურ­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ნივ­თებ­საც ვე­ღარ ვი­ყი­დით, შა­ქარს, მა­რილს, სა­პონს... არა­და, 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ აქე­დან ფეხი არ მოგ­ვიც­ვლია. ახლა არ­სა­ი­დან არაფ­რის იმე­დი არ ჩანს, ვა­ლე­რი­ა­ნის წვე­თებს ვერ ვყი­დუ­ლობთ, ექი­მი არ არის, არა­ფე­რი არ არის...” - ამ­ბობს და­რი­კო კა­ხიშ­ვი­ლი.

ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი აცხა­დებს, რომ ულ­ტი­მა­ტუ­მი უც­ვლე­ლია და წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს აღე­ბამ­დე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გზის თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი გახ­სნა, მათ­თვის შე­ღა­ვა­თი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არა­ერ­თხელ ურ­ჩი­ეს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­მარ­თოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს, რად­გან ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი ასე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ილა­ხე­ბა, თუმ­ცა, ამა­ზე თავს იკა­ვე­ბენ... ამა­სო­ბა­ში, ჩვენ აქ უწამ­ლო­ბით, უდე­ნო­ბით, შიმ­ში­ლით ჩუ­მად ვი­ხო­ცე­ბით...“ - ამ­ბობს ერთ-ერთი ახალ­გო­რე­ლი.

მთა­ვა­რი ფოტო: AFP/GETTY IMAGES

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ახალგორელებო,
1

ჩაატარეთ რეფერენდუმი გორის მუნიციპალიტეტთან შეერთებაზე. 

joni
38

სად არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები? დაგვეხმარეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

ოკუპირებულ ახალგორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი 25 დეკემბრიდან 5 დღით გაიხსნება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა, მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს გადაადგილების უფლება ორივე მიმართულებით მისცენ.

"ინფორმაცია დაბაში გავრცელდა, დაბიდან კი წეროვანში მცხოვრებმა ახალგორელებმაც გაიგეს. ნანა ჩქარეული სამოქალაქო აქტივისტია და მას მუდმივი კონტაქტი აქვს დაბაში დარჩენილებთან, მათ შორის სასულიერო პირებთან, რომლებიც ახლა ახალგორში იმყოფებიან. სწორედ მათგან შეიტყო ამ სიახლის შესახებ.

ჩვენი წყაროების ცნობით, ახლა ახალგორის საავადმყოფოში იმ პაციენტების აღრიცხვა მიმდინარეობს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ თბილისის კლინიკებში. ეს ძირითადად ონკოლოგიურ ავადმყოფებს ეხებათ. გარდა ამისა, იმ პენსიონერების სიაც დგება, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნული პენსიით სარგებლობს" - იუწყება გამოცემა.

ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობ, რომ ჯერჯერობით არავინ იცის როდის გაიხსნება გზა. მისივე თქმით, როდესაც ეს მოხდება, რაიონის დაცარიელება გარდაუვალი იქნება.

"აქ იმაზე ბევრად უარესი ვითარებაა, ვიდრე შორიდან ჩანს... სამ თვეზე მეტია, იზოლაციაში ვართ... როცა გაიხსნება, მაშინაც ასეთი ვითარება იქნება. პენსიონერებს გადადგილების უფლება ორ თვეში ერთხელ ექნებათ, რაც დიდი ვერაფერი შეღავათია, ისევე, როგორც ის, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო სამედიცინო მომსახურებისთვის ქართულ მხარეს გადმოსვლა...

თუ გზა გაიხსნა, ის ადამიანები, ვისაც გადარჩენისთვის რეგულარული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაგალითად, ონკოპაციენტები, უკან აღარ დაბრუნდებიან, უბრალოდ, ოჯახის წევრები არ გამოუშვებენ და ვერც ვერავინ გაამტყუნებს. სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია" - ეუბნება AMBEBI.GE-ს მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, ის, რომ ახალგორის საავადმყოფოს 600-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და მათგან 347 მათგანს სტაციონალური დახმარება გაუწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც დაბაში 15-ზე მეტი ექიმი მუშაობს, მთლანობაში კი, რაიონის საავადმყოფოში 65 ადამიანი მუშაობს.

ახალგორელების თქმით, რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია და არავის გაუკვირდეს, რომ წასულები უკან არ დაბრუნდებიან, რადგან ფაქტობრივად, “პურის ფულის გარეშე” დარჩნენ.

“ერთმანეთის დახმარების რესურსიც ამოგვეწურა. ეს ყველაზე უარესი ყოფილა, როდესაც იცი, რომ ხსნა, იმედი, არსაიდან ჩანს... ერთ დღეს დადგება დღე, როდესაც მაღაზიაში პურსა და პირველადი მოხმარების სასიცოცხლო ნივთებსაც ვეღარ ვიყიდით, შაქარს, მარილს, საპონს... არადა, 90-იანი წლების შემდეგ აქედან ფეხი არ მოგვიცვლია. ახლა არსაიდან არაფრის იმედი არ ჩანს, ვალერიანის წვეთებს ვერ ვყიდულობთ, ექიმი არ არის, არაფერი არ არის...” - ამბობს დარიკო კახიშვილი.

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ულტიმატუმი უცვლელია და წნელისის საგუშაგოს აღებამდე არაფერი შეიცვლება. ადგილობრივების თქმით, გზის თუნდაც დროებითი გახსნა, მათთვის შეღავათი ვერ იქნება, რადგან მკურნალობის გარეშე დარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ დამოუკიდებლად ვერც გადაადგილდებიან.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ ურჩიეს ჩვენს ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან ჩვენი უფლებები ასე არაადამიანურად ილახება, თუმცა, ამაზე თავს იკავებენ... ამასობაში, ჩვენ აქ უწამლობით, უდენობით, შიმშილით ჩუმად ვიხოცებით...“ - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი.

მთავარი ფოტო: AFP/GETTY IMAGES

რა კომენტარს აკეთებს ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს