საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო
ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სიყ­ვა­რულს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და აღარ სჯე­რათ ნამ­დვი­ლი, გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მაგ­რამ ახლა ისეთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც და­გარ­წმუ­ნებთ, რომ ჩვენს დრო­შიც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა, და­გა­ჯე­რებთ, რომ სიყ­ვა­რულ­მა არც ასა­კი იცის და არც დაბ­რკო­ლე­ბე­ბის ეში­ნია, რომ მას ადა­მი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბაც კი შე­უძ­ლია.

მის­ტერ და მი­სის კუ­რო­კე­ბი ია­პო­ნე­ლი წყვი­ლია, რომ­ლე­ბიც უკვე 30 წე­ლია ცოლ-ქმა­რი არი­ან. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფერ­მე­რო­ბას მის­დევ­დნენ, ორი შვი­ლი გა­ზარ­დეს და მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით იყო სავ­სე.

სამ­წუ­ხა­როდ, კუ­რო­კე­ბის ოჯახ­შიც მოხ­და მძი­მე შემ­თხვე­ვა. მი­სის კუ­რო­კი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვად­და, რის გა­მოც, მხედ­ვე­ლო­ბა სრუ­ლად და­კარ­გა. ამის გამო, ქალი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, აღა­რა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, სახ­ლში გა­მო­ი­კე­ტა და ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი და­კარ­გა.

მაგ­რამ მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმარ­მა იპოვ­ნა გზა, რო­მე­ლიც ცოლს ცხოვ­რე­ბის მძი­მე ეტა­პის გა­და­ლახ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდეა გა­უჩ­ნდა - გა­და­წყვი­ტა სახ­ლის გარ­შე­მო სურ­ნე­ლო­ვა­ნი ყვა­ვი­ლე­ბის ბაღი გა­ე­შე­ნე­ბი­ნა, რათა ცოლს გა­რე­სამ­ყა­როს აღ­ქმა სწო­რედ ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლით შეს­ძლე­ბო­და.

კაცი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუხლჩა­უხ­რე­ლად მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ იდეა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმარ­მა ვარ­დის­ფე­რი ში­ბა­ზა­კუ­რას 7 000 ნერ­გი დარ­გო. ეს ყვა­ვი­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლის გამო აირ­ჩია.

მის­ტერ კუ­რო­კის თქმით, ამით უნ­დო­და ცო­ლის­თვის ეთ­ქვა, რომ სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლით არ აღიქ­მე­ბა, რომ სამ­ყა­როს მშვე­ნი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იგ­რძნო მა­ში­ნაც, როცა ვერ ხე­დავ. ქმარ­მა და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წია და კვლავ და­ი­ნა­ხა ცო­ლის სა­ხე­ზე ღი­მი­ლი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­მა­კაც­მა ისე­თი ლა­მა­ზი ბაღი გა­ა­კე­თა, რომ მან არამ­ხო­ლოდ ცოლი გა­ა­ხა­რა და გა­ა­ბედ­ნი­ე­რა, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ია­პო­ნე­ლი წყვი­ლის ბაღ­ში დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. მათ ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­ღის და­სათ­ვლი­ე­რებ­ლად და ულა­მა­ზე­სი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის მო­სას­მე­ნად სტუმ­რო­ბენ.

მი­სის კუ­რო­კი ყო­ველ დღე სე­ირ­ნობს ბაღ­ში, ეგე­ბე­ბა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს და ყვე­ლას ღი­მილს ჩუნ­ქნის. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი გა­დამ­დებ ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

თანამედროვე ადამიანების ნაწილი სიყვარულს სკეპტიკურად უყურებს და აღარ სჯერათ ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობების, მაგრამ ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჩვენს დროშიც შეიძლება წარმოუდგენლად რომანტიკული ურთიერთობების არსებობა, დაგაჯერებთ, რომ სიყვარულმა არც ასაკი იცის და არც დაბრკოლებების ეშინია, რომ მას ადამიანების განკურნებაც კი შეუძლია.

მისტერ და მისის კუროკები იაპონელი წყვილია, რომლებიც უკვე 30 წელია ცოლ-ქმარი არიან. მთელი ცხოვრება ფერმერობას მისდევდნენ, ორი შვილი გაზარდეს და მათი ყოველდღიურობა ბედნიერი მომენტებით იყო სავსე.

სამწუხაროდ, კუროკების ოჯახშიც მოხდა მძიმე შემთხვევა. მისის კუროკი დიაბეტით დაავადდა, რის გამოც, მხედველობა სრულად დაკარგა. ამის გამო, ქალი დეპრესიაში ჩავარდა, აღარავის ეკონტაქტებოდა, სახლში გამოიკეტა და ცხოვრების ხალისი დაკარგა.

მაგრამ მოსიყვარულე ქმარმა იპოვნა გზა, რომელიც ცოლს ცხოვრების მძიმე ეტაპის გადალახვაში დაეხმარებოდა. მას შესანიშნავი იდეა გაუჩნდა - გადაწყვიტა სახლის გარშემო სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაეშენებინა, რათა ცოლს გარესამყაროს აღქმა სწორედ ყვავილების სურნელით შესძლებოდა.

კაცი ორი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა იმისთვის, რომ იდეა განეხორციელებინა. მოსიყვარულე ქმარმა ვარდისფერი შიბაზაკურას 7 000 ნერგი დარგო. ეს ყვავილები სასიამოვნო სურნელის გამო აირჩია.

მისტერ კუროკის თქმით, ამით უნდოდა ცოლისთვის ეთქვა, რომ სილამაზე მხოლოდ ვიზუალით არ აღიქმება, რომ სამყაროს მშვენიერება შეიძლება შეიგრძნო მაშინაც, როცა ვერ ხედავ. ქმარმა დასახულ მიზანს მიაღწია და კვლავ დაინახა ცოლის სახეზე ღიმილი.

საბოლოო ჯამში, მამაკაცმა ისეთი ლამაზი ბაღი გააკეთა, რომ მან არამხოლოდ ცოლი გაახარა და გააბედნიერა, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო იაპონელი წყვილის ბაღში დამთვალიერებლის ნაკადი არ წყდება. მათ ადამიანები ბაღის დასათვლიერებლად და ულამაზესი სიყვარულის ამბის მოსასმენად სტუმრობენ.

მისის კუროკი ყოველ დღე სეირნობს ბაღში, ეგებება დამთვალიერებლებს და ყველას ღიმილს ჩუნქნის. დამთვალიერებლები ამბობენ, რომ ქალი გადამდებ ბედნიერებას ასხივებს.

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს  მხარი დაუჭირა - აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარი