ავტორი:

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს  მხარი დაუჭირა - აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარი

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს  მხარი დაუჭირა - აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელიც 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს და კონგრესისთვის ხელის შეშლას, რომელსაც მხარი 229 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა.

პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც იანვარში გადაწყვეტს, დარჩება დონალდ ტრამპი თანამდებობაზე თუ არა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვაუ, ვაუ, თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. რესპუბლიკური პარტია არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა,“ - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. "დემოკრატებმა იმპიჩმენტი გააუფასურეს,“- დასძინა ტრამპმა.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

იტალიაში ტურისტების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა