კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე
"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის ლუკა სი­რა­ძის საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ანს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს და სა­სა­მარ­თლო მალე იმ­სჯე­ლებს მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე. საქ­მეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს და ამ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლონ­და თო­ლო­რა­ია პი­რო­ბას დებს, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ვა და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩო­ლო­ი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს 2011 წლის 26 მა­ისს ე.წ. ყინ­წვი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ გო­გუ­ა­ძის საქ­მე­ში. ამ საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ის 2011 წლის 26 მა­ისს, ე. წ. ყინ­წვი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, ყინ­წვი­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა პი­რებ­მა ის ჯერ ქა­რე­ლის, ხოლო შემ­დეგ თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ორი­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მისი დას­ჯი­სა და მის­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

2013 წელს ნი­კო­ლოზ გო­გუ­ა­ძე პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად სცნეს და ის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, არა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლომ მას 12 წელი მი­უ­სა­ჯა. რო­გორც ირ­კვე­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ გო­გუ­ა­ძე უწყე­ბი­დან უწყე­ბა­ში და­დის და ითხოვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას, დამ­ნა­შა­ვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას, თუმ­ცა ეს საქ­მე წლე­ბია თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი დამ­ნა­შა­ვე ძა­ლო­ვა­ნი ამ საქ­მე­ზე არ დას­ჯი­ლა.

ნიკა გო­გუ­ა­ძეს, თურ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი სის­ტე­მი­დან წა­სუ­ლი იყო და სა­ერ­თოდ ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა დღეს ირ­კვე­ვა, რომ ის ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას.

- ნიკა, რო­გორც ირ­კვე­ვა, თქვენს საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ზის, იქ­ნებ გვი­თხრათ, ახ­დენ­და თუ არა ის თქვენ­ზე ზე­წო­ლას?

- ეს ქალი რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ჭან­ჭი­კია, ის არის ბრძა­ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, იძი­ებ­და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შე­თი­თხნილ საქ­მეს. ჩო­ლო­ი­ანს შევ­ხვდი მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მი­მიყ­ვა­ნეს და­კი­თხვა­ზე. მან და­ი­წყო ჩემი გა­მო­კი­თხვა, ვე­რა­ნა­ი­რად რომ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჩემი პა­სუ­ხე­ბი...

არც შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­უ­ყე­ნე­ბია და არც ხე­ლით შემ­ხე­ბია, მაგ­რამ ოთა­ხი­დან გა­დი­ო­და და ამის მერე შე­მო­დი­ო­და მისი დამ­რტყმე­ლი ძალა, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რად მის­წორ­დე­ბოდ­ნენ, მერე ისი­ნი გა­ვი­დოდ­ნენ, დაბ­რუნ­დე­ბო­და ისევ ჩო­ლო­ი­ა­ნი ოთახ­ში, ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და ისე აგ­რძე­ლებ­და და­კი­თხვას.

ასე გრძელ­დე­ბო­და თით­ქმის 2 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ნამ­დე ვიდ­რე არ და­წე­რეს ის ჩვე­ნე­ბა, რაც თვი­თონ შე­ად­გი­ნეს. ჩემი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ცემა-წა­მე­ბა რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო იმ და­წე­რი­ლის­თვის უნდა მო­მე­წე­რა ხელი. ვინც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მო­მა­ყე­ნა იგი­ვე პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლას ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა დღემ­დე, ზოგი და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლია და გა­და­სუ­ლია სხვა დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ჩო­ლო­ი­ა­ნის გარ­და სხვა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს ჩემს საქ­მე­ში, რომ­ლებ­საც უფრო დიდი და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ არ დას­ჯი­ლან. ჩო­ლო­ი­ან­მა კარ­გად იცო­და რა ხდე­ბო­და, როცა ოთა­ხი­დან გა­დი­ო­და და მერე შე­მო­დი­ო­და, ან ზოგ­ჯერ მე გა­მათ­რევ­დნენ და მერე ნა­ცე­მი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი შე­მოვ­ყავ­დით, მაგ­რამ ის თვალს ხუ­ჭავ­და ყვე­ლა­ფერ­ზე, რად­გან მი­ზა­ნი მხო­ლოდ ერთი იყო - უნ­დო­და მი­ე­ღო ჩვე­ნე­ბა.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გარ­კვე­უ­ლია ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არის, რომ ბო­ლომ­დე მი­ვი­დეს ეს საქ­მე და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ.

- ნიკა თქვენ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გქონ­დათ, სხე­ულ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, მენ­ჯი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ი­ღეთ და არ ასა­ხა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჩო­ლო­ი­ან­მა საქ­მე­ში?

- საქ­მეს აყალ­ბებ­და ჩო­ლო­ი­ა­ნი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მარ­ტო მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში არ მი­მი­ღია, ბევრ ად­გი­ლას მო­მი­წია ყოფ­ნა ქა­რე­ლის პო­ლი­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი, ყველ­გან მცემ­დენ უმო­წყა­ლოდ და მის­წორ­დე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რად, ბოლო გა­ჩე­რე­ბა იყო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, ჩო­ლო­ი­ან­თან ნა­ცე­მი შე­მიყ­ვა­ნეს, უბ­რა­ლოდ, იქ კი­დევ უფრო მეტი და­მი­მა­ტეს, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი, გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი, სკა­მი­დან ვვარ­დე­ბო­დი, ისევ იწყე­ბო­და და­კი­თხვა... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არც ნაცი, არც ქოცი
12

აი ბ-ნო ბიძინა, ციხეში გასაშვებები თავის დროზე გაგეშვა ციხეში, ამის მსგავსნი მრავლად არიან ძალოვანბ სტრუტურებში და დროს ელოდებიან 

vox
2

სამართალი როცა არ არის ქვეყანაში იმ ქვეყანას მომავალი არ ექნება რომელ ნატო ან ევოკავშირზე ლაპარაკობთ ან დემოკრატიაზე ხალხს გადაუარეს და არავინ ისჯება 

ავტორი:

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და ამ უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ ყველა დეტალი გაირკვევა და ყველა დამნაშავე დაისჯება.

გამომძიებელი ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში. ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

2013 წელს ნიკოლოზ გოგუაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნეს და ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, არადა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მას 12 წელი მიუსაჯა. როგორც ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ ნიკოლოზ გოგუაძე უწყებიდან უწყებაში დადის და ითხოვს დაზარალებულად ცნობას, დამნაშავე გამომძიებლების და პოლიციელების დასჯას, თუმცა ეს საქმე წლებია თაროზეა შემოდებული და არცერთი დამნაშავე ძალოვანი ამ საქმეზე არ დასჯილა.

ნიკა გოგუაძეს, თურმე პროკურატურაში არწმუნებდნენ, რომ მარიანა ჩოლოიანი სისტემიდან წასული იყო და საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ის ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

- ნიკა, როგორც ირკვევა, თქვენს საქმეში ფიგურირებს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, იქნებ გვითხრათ, ახდენდა თუ არა ის თქვენზე ზეწოლას?

- ეს ქალი რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, ის არის ბრძანების შემსრულებელი, იძიებდა ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეს. ჩოლოიანს შევხვდი მთავარ სამმართველოში, სადაც მიმიყვანეს დაკითხვაზე. მან დაიწყო ჩემი გამოკითხვა, ვერანაირად რომ ვერ აკმაყოფილებდა ჩემი პასუხები...

არც შეურაცხყოფა მოუყენებია და არც ხელით შემხებია, მაგრამ ოთახიდან გადიოდა და ამის მერე შემოდიოდა მისი დამრტყმელი ძალა, რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ, მერე ისინი გავიდოდნენ, დაბრუნდებოდა ისევ ჩოლოიანი ოთახში, ვითომ არაფერი მომხდარა და ისე აგრძელებდა დაკითხვას.

ასე გრძელდებოდა თითქმის 2 დღე-ღამის განმავლობაში, მანამდე ვიდრე არ დაწერეს ის ჩვენება, რაც თვითონ შეადგინეს. ჩემი გაუთავებელი ცემა-წამება რომ დამთავრებულიყო იმ დაწერილისთვის უნდა მომეწერა ხელი. ვინც დაზიანებები მომაყენა იგივე პოლიციის სხვა თანამშრომლები იყვნენ, ყველას ვინაობა ცნობილია, მაგრამ აბსოლუტურად ყველამ შეინარჩუნა თანამდებობა დღემდე, ზოგი დაწინაურებულია და გადასულია სხვა დეპარტამენტში.

ჩოლოიანის გარდა სხვა ბევრი ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეში, რომლებსაც უფრო დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ არ დასჯილან. ჩოლოიანმა კარგად იცოდა რა ხდებოდა, როცა ოთახიდან გადიოდა და მერე შემოდიოდა, ან ზოგჯერ მე გამათრევდნენ და მერე ნაცემი, განადგურებული შემოვყავდით, მაგრამ ის თვალს ხუჭავდა ყველაფერზე, რადგან მიზანი მხოლოდ ერთი იყო - უნდოდა მიეღო ჩვენება.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოძიებულია, თავიდან ბოლომდე გარკვეულია ყველა დამნაშავე, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ბოლომდე მივიდეს ეს საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ.

- ნიკა თქვენ სერიოზული დაზიანებები გქონდათ, სხეულზე სისხლჩაქცევები, მენჯი დაზიანებული, ეს ყველაფერი ამ განყოფილებაში მიიღეთ და არ ასახა გამომძიებელმა ჩოლოიანმა საქმეში?

- საქმეს აყალბებდა ჩოლოიანი, დაზიანებები მარტო მთავარ სამმართველოში არ მიმიღია, ბევრ ადგილას მომიწია ყოფნა ქარელის პოლიციაშიც ვიყავი, ყველგან მცემდენ უმოწყალოდ და მისწორდებოდნენ ფიზიკურად, ბოლო გაჩერება იყო მთავარი სამმართველო, ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს, უბრალოდ, იქ კიდევ უფრო მეტი დამიმატეს, პრაქტიკულად გათიშული ვიყავი, გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი, ისევ იწყებოდა დაკითხვა... წაიკითხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა